ჩვენ შესახებ

სს თიბისი ლიზინგი დაფუძნდა 2003 წელს. 2018 წლისთვის კომპანიის კლიენტთა რაოდენობამ 2’500-ს გადააჭარბა და გაფორმდა 5’000 მეტი ხელშეკრულება. კომპანია დღეისათვის ლიდერია ბაზარზე 70%-იანი წილით და მართავს 240 000 000 ლარის პორტფელს.

თიბისი ლიზინგში დასაქმებულია 100-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის გუნდის მუშაობა, სისწრაფე და მოქნილობა მიმზიდველს ხდის კომპანიის პროდუქტებსა და სერვისს როგორც დამწყები და მზარდი, ასევე შემდგარი მსხვილი კომპანიებისთვის.

ჩვენ ვაფინანსებთ კომპანიებს შემდეგი სფეროებიდან:

  • მედიცინა
  • მშენებლობა
  • დეველოპმენტი
  • სერვისი
  • გზის მშენებლობა
  • სოფლის მეურნეობა
  • წარმოება
  • ვაჭრობა
  • HoReCa
  • მრეწველობა
  • განახლებადი ენერგიები
  • ტექნოლოგიები, მედია და ტელეკომუნიკაცია
  • პოლიგრაფია

კომპანია მუდმივად ანვითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მომწოდებლებთან და დღეს პარტნიორთა სიაში არიან ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა: BSTDB, EBRD, RESPONSABILITY, SYMBIOTICS, MICROVEST, TRIPLE JUMP და სხვა.

აგრეთვე, თიბისი ლიზინგი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, იაფი აგრო-სესხი“.

სოციალური ქსელები