სტანდარტული პროდუქტები

რა შემთხვევაში შემიძლია ვისარგებლო საოპერაციო ლიზინგით?

პირველად საქართველოში!

* თუ თქვენი კომპანია ფლობს ავტო-პარკს ან სურს მისი შექმნა/განახლება
* თუ თქვენ დიდ რესურსს ხარჯავთ ავტო-პარკის მოვლასა და მონიტორინგში

ისარგებლეთ ფლიტის პროდუქტით, რომელსაც სრული სერვისი ახლავს თან!

სალიზინგო კომპანია შეისყიდის თქვენ მიერ შერჩეულ მსუბუქ ავტომობილს და სარგებლობაში გადმოგეცემთ თქვენ. თქვენ ან თქვენი კომპანიის მძღოლები შეუზღუდავად სარგებლობთ ავტომობილებით. ყოველთვიურ ფიქსირებულ სალიზინგო გადასახადში გათვალისწინებული იქნება ავტომობილით სარგებლობისა და მისი მომსახურების ყველა ხარჯი. დაზოგეთ დრო, ფული და ენერგია!



რა მომსახურებას უწევს „თიბისი ლიზინგი“ ფლიტის მომხმარებლებს?


  • დაფინანსება
  • გაფორმება
  • დაზღვევა
  • შენახვა/შეკეთება
  • საბურავების მართვა
  • მძღოლების ბარათები
  • 24/7 საგზაო ასისტენცია
  • შემთხვევების მართვა
  • სათადარიგო ავტომობილი
  • ავტომობილის გადაყვანა
  • საწვავის მართვა
  • ჯარიმების მართვა
  • ავტო-პარკის მართვა
  • რეპორტინგი
  • კონსულტაცია


რა არის ამ პროდუქტის უპირატესობები?


  • ხარჯის ოპტიმიზაცია და რისკის მინიმიზაცია
  • ზუსტი სამომავლო ბიუჯეტი (ფიქსირებული გადასახადი რამდენიმე წლის განმავლობაში)
  • მეტი დრო თქვენთვის ან თქვენი ძირითადი ბიზნესისთვის
  • ავტომობილის გაყიდვაზე ზრუნავს სალიზინგო კომპანია
  • მხოლოდ 1 ინვოისი და 1 საკონტაქტო პირი ნაცვლად მრავალი მომწოდებლისა (სადაზღვევო, მომსახურე და სხვა კომპანიები)



დაინტერესდით? დაგვიკავშირდით:


მის: ჭავჭავაძის გამზ. 80, თბილისი მობ: +995 577 110823 მეილი: bvakhtangishvili@tbcleasing.ge