Service

„სარესტორნო ბიზნესის წარმატებისთვის მთავარია, მოერგო მომხმარებელს და ის იყოს კმაყოფილი, სწორედ ამიტომ, მათ მუდმივ სიახლეებს ვთავაზობთ, გარდა ამისა, აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია, ერთმანეთის „გადამეორება“ განვითარებას ვერ მოიტანს“

 

ანა მაისაშვილი — რესტორანი „დაუნთაუნი“

 

 

ჩვენი ბიზნესი ტაბიძის შვიდ ნომერში დაიწყო. ოთხი წლის წინ გავხსენით „დაუნთაუნის“ პირველი ფილიალი. იდეაში, ყავის რესტორანი გვქონდა, თუმცა, ევროპული სტანდარტების პოპულარულ რესტორანში გადავიზარდეთ. შემდეგი ობიექტი მოსაშვილის ორმოცდაოთხში გავხსენით. აქ დაგვჭირდა ფინანსური მხარდაჭერა, ყველა ბანკთან გავიარეთ კონსულტაცია და მივხვდით, რომ ყველაზე მისაღები პირობები „თიბისი ლიზინგს“ ჰქონდა. 

რესტორნის ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ინვესტიცია იდება რემონტში, დანადგარებში და ასე შემდეგ, „თიბისი ლიზინგი“ გვაძლევს საშუალებას, დანადგარები მათი დახმარებით შევიძინოთ, ამიტომ დავიწყეთ თანამშრომლობა.
დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესის მხრივ პრობლემები არ გვქონია, ძირითადად ჩვენი პრობლემები რეკონსტრუქციას ეხება, ამ სფეროში ბიუროკრატიაა, ნებისმიერი დეტალი ქალაქის ხელმძღვანელობასთან არის შესათანხმებელი. მინდა აღვნიშნო, რომ უმიზეზოა ხმაურზე საყვედურებიც, ჩვენ სპეციალური პროგრამა გვაქვს და ეს გამორიცხულია!

თამამად ვაცხადებ, რომ წინ მივიწევთ, არ მახსენდება ეტაპი, როცა უკან დავიწიეთ და ველოდებოდით განვითარებას, ჩვენ მუდმივად ვვითარდებით. ერთადერთი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ თბილისი პატარა ქალაქია და სწორად უნდა გათვალო ფილიალების გახსნის ლოკაციები, ბუნებრივია, ჩვენმა მეორე ფილიალმა მომხმარებელი ორად გაყო, მაგრამ, ბუნებრივია, ეს მთლიანად ბიზნესზე უარყოფითად არ ასახულა, სწორედ ამიტომ, უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავთ ფილიალის გახსნას!

 

 

“მე პირადად, ოცდაცამეტი წელი ვოცნებობდი, რომ ეს საქმე მეკეთებინა"

 

ზაზა შენგელია - „Bravo Records” - პრეზიდენტი.

 

 

საქართველოში, მუსიკალური ინდუსტრია, როგორც ბიზნესი, არ არსებობდა, ამ მიზეზით დავიწყეთ პროექტის განხორციელება და მოვედით აქამდე. ამ გადმოსახედიდან, ჩანს, რომ დიდი რისკი გავწიეთ, მათ შორის, კომერციული რისკიც. დავიწყეთ ისეთი ბიზნესი, რომელიც არ იყო აპრობირებული. 
დღემდე მივისწრაფვით იმისკენ, რომ ჩვენი კომპანია იყოს მომგებიანი და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ადამიანებს, აკეთონ ხარისხიანი პროდუქცია.

გამოვიარეთ ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი, პირველი იყო საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებთ, გვიწევდა აგვეხსნა რა არის ხმის ჩამწერი სტუდიის სპეციფიკა, ჩვენ გვაქვს ყველა სერვისი ერთ კომპანიაში.

მნიშვნელოვანი როლი, ჩვენს წარმატებაში, “TBC Leasing-მა“ ითამაშა, მათ გაწიეს დიდი რისკი ჩვენთან ერთად იმისთვის, რომ შეგვეძინა ძალიან ძვირადღირებული საჭირო აპარატურა. მიხარია, რომ ჩვენი მხრიდან აღებული ვალდებულებები პირნათლად შევასრულეთ და დღეს დამოუკიდებლად განვაგრძობთ არსებობას. 
მინდა მოვუწოდო ყველას, კარგად გაიაზრონ უყვართ თუ არა ის საქმე, რის გაკეთებასაც აპირებენ და მზად არიან თუ არა ამის საკეთებლად! 

„მე პირადად, მთელი ცხოვრება ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა და დღეს აქ ვარ, ყველას ვერ ვეუბნებით, მაგრამ, იგულისხმება, რომ ამ საჭირო საქმეს ჩვენ „TBC Leasing-ის“ მხარდაჭერით ვაკეთებთ!“