მენეჯმენტი

გაგა გოგუა - გენერალური დირექტორი

გაგა გოგუა 2017 წლიდან თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორია. საბანკო სექტორში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება მან თიბისი ბანკში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას დააგროვა. გაგამ კარიერა თიბისი გუნდში 2001 წელს, კრედიტ ოფიცერის პოზიციაზე მუშაობით დაიწყო. 2003-2004 წელს ის საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა, ხოლო შემდეგ წლებში თბილისსა და რეგიონებში თიბისი ბანკის სხვადასხვა ფილიალის დირექტორად მუშაობდა. 2005-2008 წლებში გაგა თიბისის მარკეტინგის კომიტეტის წევრად დაინიშნა. 2008 წლიდან 2016 - მდე, ის სხვადასხვა ფილიალის რეგიონალურ დირექტორად მუშაობდა, შემდეგ კი, 2017 წელს რეგიონალური მართვის უფროსად დაინიშნა. გაგას დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს ფიზიკის მიმართულებით, ასევე TACIS Tbilisi-ს ბაკალავრის ხარისხს მენეჯმენტის მიმართულებით და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრატურის ხარისხს.

ნუგზარ ლოლაძე - ფინანსური დირექტორი

ნუგზარ ლოლაძე თიბისი ლიზინგის გუნდს ფინანსური დირექტორის პოზიციაზე 2014 წელს შემოუერთდა. პარალელურად, 2017-2018 წლებში ის კომპანიის რისკების მართვის ხელმძღვანელიც იყო. თიბისი ლიზინგში გადმოსვლამდე, 2008 წელს მან აუდიტორულ კომპანია EY-ში, აუდიტის მიმართულებით დაიწყო მუშაობა და უფროსი აუდიტორის პოზიციაზე დაწინაურებამდე იკავებდა სხვადასხვა პოზიციას აღნიშნული მიმართულებით. 2012 წლიდან ამავე კომპანიაში გადაინაცვლა დსთ-ს ქვეყნების ტრანზაქციების საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელად. აღნიშნულ პოზიციებზე მუშაობისას ის ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა შემდეგი მსხვილი კომპანიების პროექტებში: BTA Georgia, VTB Georgia, SOCAR Energy Georgia, TAV Urban Georgia, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკი, GRDC, ჰეიდელბერგ ცემენტი, ყაზტრანსგაზი, V-Tell და სხვა. ნუგზარი ფლობს კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაკალავრის ხარისხს ფინანსური მიმართულებით.

ირაკლი ხატიაშვილი - კომერციული დირექტორი

ირაკლი ხატიაშვილი სს თიბისი ლიზინგის კომერციულ დირექტორად 2019 წლის იანვარში დაინიშნა. თიბისი ლიზინგში გადმოსვლამდე, 2016 წლიდან ირაკლი თიბისი ბანკის ბიზნესის მიკრო სეგმენტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ირაკლი მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა საქართველოს ბანკშიც: 2011 – 2016 წლებში იყო MSME სექტორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, 2007-2011 წლებში მიკრო სესხების კოორდინატორი, 2006-2007 წლებში მიკრო სესხების ჯგუფის უფროსი, მანამდე კი მიკრო სესხების უფროსი ოფიცერი. მიკრო სესხების მიმართულებით ირაკლი მუშაობდა თბილუნივერსალ ბანკშიც, 2004-2005 წლებში. გარდა ამისა, ირაკლის გამოცდილება აქვს IT მიმართულებით, რომელიც პროკრედიტ ბანკში მიიღო სამწლიანი მუშაობის შედეგად. ირაკლის ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს გამოყენებით მათემატიკაში. ამჟამად ირაკლი სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტისა და Ecole de Management-ის ორმაგ პროგრამაზე, MBA-ს ხარისხის მოსაპოვებლად.

გიორგი მაისურაძე - რისკების მართვის დირექტორი

გიორგი მაისურაძე თიბისი ლიზინგის გუნდს 2018 წელს შემოუერთდა - რისკების მართვის დირექტორის თანამდებობაზე. გიორგი მაისურაძის გამოცდილება ფინანსური სექტორში ჯამში 19 წელს ითვლის, აქედან მეცხრე წელია, რაც ის რისკების მიმართულებით მუშაობს. მისი კარიერა Baker Tilly-ს კომპანიაში დაიწყო აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე, შემდეგ მან გამოცდილება დააგროვა საქართველოში მოქმედ სხვადასხვა ბანკში: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, პროკრედიტ ბანკი, პრივატ ბანკი და ბაზის ბანკი. 2010-2014 წლებში გიორგი მუშაობდა ეროვნულ ბანკში საკრედიტო რისკების მართვისა და საბანკო ზედამხედველობის განყოფილებების წამყვანი სპეციალისტად და შემდგომ საკრედიტო რისკების მართვის მთავარი სპეციალისტად; 2015-2018 წლებში ის წამყვან მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა ბაზის ბანკში. გიორგი იყო საკრედიტო რისკების მენეჯერი, რისკებისა და პორტფელის ანალიზის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ უკვე ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე აქვს მიღებული - ფლობს ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხს მაკროეკონომიკის მიმართულებით.