თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „აგროლაინმა“ კაკლის ბაღები გააფართოვა. კომპანიამ პირველად 2015 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 40 ჰექტარზე გააშენა კაკლის ბაღები და ადგილობრივი ბაზრისთვის მაღალხარისხიანი, ამერიკული ჩანდლერის ჯიშის კაკლის მიწოდება დაიწყო, რომლის გადამუშავებასაც საკუთარ საწარმოშივე უზრუნველყოფს.
კაკლოვან კულტურაზე მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე ეტაპობრივად 40-40 ჰექტარით გაფართოვდა და დღეს უკვე 230 ჰექტარზეა გაშლილი. კომპანია სეზონზე 750 ტონამდე მოსავალს იღებს, რომლისთვისაც ტექნიკა სწორედ თიბისი ლიზინგმა დაუფინანსა.
„აგროლაინი მუდმივად პასუხობს ბაზრის გამოწვევებს და საწარმოო ძალის გაზრდისთვის პერიოდულად ტარდება გადაიარაღების პროცესი. ახალი დანადგარები, თანამედროვე ტექნიკა ძალიან ამარტივებს დიდი რაოდენობით მოსავლის მოვლისა და აღების პროცესს.”
თენგიზ კორინთელი “აგროლაინის“ დირექტორი
აღსანიშნავია, რომ კომპანია ფლობს როგორც BRCGS-ის, ასევე Global Gap-ის სერტიფიკატებს. მან სერტიფიცირება პირველად 2021 წელს გაიარა და მას შემდეგ პირველადი წარმოებისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით, სერტიფიცირებას უმაღლეს AA+ დონეზე ინარჩუნებს.
„2024 წელს 615 ტონა მოსავალი ავიღეთ, რაც ნელ-ნელა აჩენს პერსპექტივას ჩვენი კაკალი და ნიგოზი უცხოურ ბაზრებს შევთავაზოთ. 2025 წელს სავარაუდო მოსავლიანობა 750 ტონას შეადგენს. შესაბამისად, უკვე დავიწყეთ მზადება დატვირთული შემოდგომისთვის“.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან დაწყებული იდეის განვითარებას და გაცილებით დიდ მასშტაბებზე აყვანას აპირებენ, რისთვისაც წლიდან-წლამდე აუმჯობესებენ საკუთარ გამოცდილებას.