ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს სს თიბისი ლიზინგი (შემდგომში სალიზინგო კომპანია) თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას, ასევე განვიხილავთ თუ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
ასევე, დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს სალიზინგო კომპანია თქვენ შესახებ მაშინ როდესაც ხდებით ჩვენი კლიენტი და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
აგრეთვე, როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად.
წინამდებარე პოლიტიკა წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტების მიერ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებების ან/და კომპანიის მიერ დადგენილი პროცედურების/სტანდარტების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, რომელთა შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულებებს (ასეთი არსებობის შემთხვევაში).
ჩვენ, სს თიბისი ლიზინგი ვაცხადებთ რომ:
ვინ ვართ ჩვენ
სს „თიბისი ლიზინგი“ არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სალიზინგო კომპანია (საიდენთიფიკაციო ნომერი: 205016560 იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #76 „მ“), რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი. ჩვენს შესახებ მეტი იხ. ვებგვერდზე.
როგორ გიცავთ კანონი
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეგულაციების საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, სალიზინგო კომპანია ვალდებული იქნება, მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია.
ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
მნიშვნელოვანია, რომ სალიზინგო კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი.
არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
წინამდებარე ცხრილშიწარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
პერსონალური მონაცემების ტიპები | რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს | ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები | სამართლებრივი საფუძველი |
---|---|---|---|
საკონტაქტო ინფორმაცია, სოციო-დემოგრაფიული, ტრანზაქციასთან დაკავშირებული, ქცევითი მონაცემები, ტექნოლოგიური, საკომუნიკაციო, ლოკაციასთან დაკავშირებული | თქვენთან ურთიერთობისთვის |
მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და თქვენთვის შესაბამისი
ინფორმაციის მოწოდება;
პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება; კლინტების ფოკუს-ჯგუფის განსაზღვრა ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით; ჩვენი კანონისმიერი მოვალეობების ეფექტურად შესრულება; |
თქვენი თანხმობა; სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება ჩვენი კაონონისმიერი ინტერესები ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება |
თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად | |||
მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად | |||
იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას | |||
პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად | |||
ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად | |||
ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/სამართავად | |||
ფინანსური, საკონტაქტო ინფორმაცია, ტრანზაქციასთან დაკავშირებული, სახელშეკრულებო, საკომუნიკაციო, ლოკაციასთან დაკავშირებული, დოკუმენტური,ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული) | პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად |
ჩვენი კანონისმიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება;
ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა |
თქვენი თანხმობა;
სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება ჩვენი კაონონისმიერი ინტერესები ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება |
კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად | |||
კლიენტების საკომისიოებისა და სხვა საპროცენტო სარგებლის სამართავად | |||
სახაზინო და საინვესტიციო პროდუქტების და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად | |||
ფინანსური, საკონტაქტო ინფორმაცია, სოციო-დემოგრაფიული, ტრანზაქციასთან დაკავშირებული, სახელშეკრულებო, ლოკაციასთან დაკავშირებული, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, დოკუმენტური, საკომუნიკაციო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული) | ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, გამოსაძიებლად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის | ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შემუშავება და გაუმჯობესება, ასევე ამ თვალსაზრისით კანონისმიერი მოვალეობების შესრულება |
ჩვენი კანონონიერი ინტერესები ჩვენი კანონიერი ვალდებულება |
ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად | |||
ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად | |||
საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად | |||
ფინანსური, საკონტაქტო ინფორმაცია, სოციო-დემოგრაფიული, ტრანზაქციასთან დაკავშირებული, სახელშეკრულებო, ლოკაციასთან დაკავშირებული, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, დოკუმენტური, საკომუნიკაციო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული) | ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვას. |
ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ჩვენი კანონისმიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება |
ჩვენი კანონისმიერი ინტერესები ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება |
ფინანსური, საკონტაქტო ინფორმაცია, სოციო-დემოგრაფიული, ტრანზაქციასთან დაკავშირებული, სახელშეკრულებო, ლოკაციასთან დაკავშირებული, ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები, სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული, დოკუმენტური, საკომუნიკაციო, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული) | ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებების და ვალდებულებების განხორციელება | სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება |
სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება
ჩვენი კანონისმიერი ინტერესები ჩვენი კანონისმიერი ვალდებულება |
პერსონალური მონაცემების ჯგუფები
ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა ტიპის პერსონალურ ინფორმაციას, რომელსაც შემდეგნაირად ვაჯგუფებთ:
პერსონალური მონაცემების ტიპები | აღწერა |
---|---|
ფინანსური | თქვენი ფინანსური მდგომარეობა, სტატუსი და ფინანსური საქმიანობის ისტორია, მათ შორის, შესრულებული ტრანზაქციების ინფორმაცია (ქცევა), საკრედიტო ისტორია, კრედიტუნარიანობა, თქვენი ფინანსური პროდუქტები თიბისი ლიზინგში, ვადაგადაცილებები, ინფორმაცია თქვენი შემოსავლის შესახებ. |
საკონტაქტო | საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. |
სოციო-დემოგრაფიული | ინფორმაცია თქვენი სამსახურის/ პროფესიის, ასევე, თქვენი მოქალაქეობის, განათლების შესახებ; „ინფორმაცია სოციალურის სტატუსის/ შემოსავლების შესახებ |
ტრანზაქციასთან დაკავშირებული | დეტალური ინფორმაცია სალიზინგო კომპანიაში თქვენს ანგარიშზე წარმოებული ტრანზაქციების შესახებ |
სახელშეკრულებო | დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ |
ლოკაციასთან დაკავშირებული | მონაცემები თქვენს სარგებლობაში არსერულ ლიზინგის საგანის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა სალიზინგო კომპანიამ მოიპოვოს თქვენს სარგებლობაში გადმოცემულ აქტივზე დამონტაჟებული GPS მოწყობილობის საშუალებით, მხოლოდ ასეთის მოწყობილობის არსებობის შემთვევაში. ასევე კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ობიექტის მისამართიდან, საიდანაც თქვენ განახორციელებთ წვდომას ჩვენს საიტზე ან დაკავშირებულ პლატფორმებზე. |
ქცევითი მონაცემები | დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუექტებსა თუ მომსახურებას. |
ტექნოლოგიური | ტექნიკა/მოწყობილობების შესახებ ინფორმაცია რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტების/სერვისების სარგებლობისას. |
ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები | საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი |
საკომუნიკაციო | ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც სალიზინგო კომპანია მოიპოვებს თქვენს შესახებ როგორც მატერიალური ფორმის ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან. |
სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული | ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების (ოჯახური მდგომარეობა, შვილები) და საკონტაქტო პირების შესახებ. |
დოკუმენტური | სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი. |
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (მათ შორის, ბიომეტრიული) |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონისა და სხვა რეგულაციების მიხედვით, გარკვეული ტიპის მონაცემები განიხილება, როგორც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია, რომლის დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ კლიენტის თანხმობითან თუ ასეთი დამუშავება ემსახურება კანონით მკაცრად განსაზღვრულ მიზანს. ამგვარი მონაცემებია:
|
წყაროები, საიდანაც მოვიპოვებთ პერსონალურ მონაცემებს
თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია სალიზინგო კომპანიისათვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემების მიღება ხდება შემდეგ შემთხვევებში:
„მზა ჩანაწერები" (Cookies)
„თუ გსურთ, უკეთ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს", ჩვენს საიტზე იხ. ჩვენი „მზა ჩანაწერების" პოლიტიკა.“
თქვენი უფლებები
თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ თქვენს შესახებ შემდეგი ინფორმაცია:
თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ, იმ მონაცემების ასლი, რომელსაც ვამუშავებთ.
კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი მონაცემის ცვლილება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ ის არის არასრული, არაზუსტი, მოძველებული ან უკანონო გზით მოპოვებული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც შესაძლოა შეგვეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დაუყოვნებლივი წაშლის შესაძლებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო და სხვა კანონმდებლობებიდან ან/და სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე.
მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია
ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ და მივიღოთ ინფორმაცია მესამე პირისგანაც, მაგალითად, ჩვენი თიბისი ბანკის ჯგუფის წევრი კომპანიებისგან ან/და საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ინფორმაცია, ასევე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან. აღნიშნული ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად და საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე. თქვენი დაინტერესების შემთხვევაში კანონის დაცვით გონივრულ ვადაში მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ან სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება ან/და მათთან დაკავშირებული სერვისები უნდა მოგაწოდონ, მაგალითად:
იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი ძირითადი საქმიანობის ფარგლებში ვიყენებთ მესამე მხარეების, სხვა პროვაიდერის მომსახურებას, შესაძლებელია, დაგვჭირდეს მათთვის თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. მომსახურების მომწოდებელ მესამე პირებთან თანამშრომლობის მაგალითებია:
ჩვენ ასევე შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ სალიზინგო კომპანიის სტრუქტურა მომავალში შეიცვლება, მაგალითად:
თუ ჩვენი ჯგუფის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი მონაცემები აღნიშნული უნდა განხორციელდეს ამ წინამდებარე პოლიტიკითა და კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში.
ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება, ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი დაცულობა.
GDPR-ის საფუძველზე არსებული სპეციალური ღონისძიებები
იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა, სს თიბისი ლიზინგი გადადგამს ყველა ნაბიჯს მონაცემების უსაფრთხოდ და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემას სალიზინგო კომპანია განახორციელებს კანონმდებლობის დაცვით.
აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად:
ევროკომისიის გადაწყვეტილების არარსებობისას ან შესაბამისი გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო კორპორატიული წესების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
ზოგჯერ ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ან ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა სხვა პირებისგან მიღების უფლებამოსილებაც გაგვაჩნია კანონმდებლობით ან თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან თქვენს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული ჩვენ გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ამგვარი ავტომატური გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს პროდუქტების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხზე, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ ახლა ან შემოგთავაზებთ მომავალში. იმ შემთვევაში, თუ არ არსებობს საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თანხმობა), თქვენ უფლება უარი თქვათ და არ თქვენი მონაცემების ავტომატურ დამუშვებაზე და არ დაეთანხმოთ ავტომატური დამუშვების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის, პროფილირების მიზნით, თუ აღნიშნული წარმოშობს სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგს.
ფასწარმოქმნა
ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ზოგიერთი პროდუქტისა და მომსახურების ფასთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
პროდუქტებისა და მომსახურების კლიენტების საჭიროებებზე მორგება
ჩვენ ვახდენთ ჩვენი კლიენტების სეგმენტიზაციას ჯგუფებად. ასეთ ჯგუფებს კლიენტთა სეგმენტებს ვუწოდებთ, რომელთაც თქვენი საჭიროებების შესასწავლად ვიყენებთ და მიღებული ცოდნის საფუძველზე, ვცდილობთ თქვენთვის სასურველი და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს პროცესი ჩვენ გვეხმარება კლიენტთა სხვადასხვა სეგმენტისათვის რელევანტური პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნასა და მათთან ურთიერთობების დარეგულირებაში.
თაღლითობის გამოვლენა
თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენს მიერ სალიზინგო დაფინანსება გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.
სალიზინგო მომსახურებით სარგებლობა
თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთან სალიზინგო მომსახურებით სარგებლობას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შევამოწმებთ კონკრეტული პროდუქტის ან/და მომსახურების რელევანტურობას თქვენთან მიმართებაში. ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ თქვენ აკმაყოფილებდეთ სალიზინგო მომსახურებით სარგებლობისათვის საჭირო პირობებს.
სალიზინგო პროექტის (დაფინანსების) დამტკიცება
როცა თქვენ მოგვმართავთ სალიზინგო დაფინანსების (მაგალითად, ავტოლიზინგის ან სხვა) მისაღებად, სალიზინგო კომპანიის შესაბამისი სისტემის გამოყენებით ვიღებთ გადაწყვეტილებას თქვენთვის სალიზინგო დაფინანსების გაცემასთან დაკავშირებით. ამას საკრედიტო ქულების სისტემა ეწოდება. სისტემის ფარგლებში ხდება წარსული მონაცემების გამოყენება იმის შესაფასებლად, რამდენად გადამხდელუნარიანი ხართ, თქვენ მიერ მოთხოვნილი სალიზინგო დაფინანსების თანხასთან მიმართებაში. საკრედიტო ქულების სისტემა სამი წყაროდან იღებს ინფორმაციას:
კრედიტინფო საქართველო (შემდგომში საკრედიტო საინფორმაციო ბიურო)
როდესაც თქვენ ითხოვთ მომსახურებას ან პროდუქტს, ჩვენ ვამოწმებთ საკრედიტო მონაცემებს, რისთვისაც შეგვიძლია
დავუკავშირდეთ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს თუ თქვენ ხართ ჩვენი კლიენტი, ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ საკრედიტო
ინფორმაციის ბიუროს ბაზებით, რაც გაგვიადვილებს თქვენ მიერ მოთხოვნიული სალიზინგო პროდუქტის დამტკიცებას.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან შეგვიძლია გავცვალოთ შემდეგი მონაცემები თქვენს შესახებ:
ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ, რათა:
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს თქვენს მონაცემებს გავუზიარებთ მანამ, სანამ ჩვენი კლიენტი იქნებით. ამ მონაცემებში შედის
ინფორმაცია დაფარულ ან ვადაგადაცილებულ კრედიტებთან დაკავშირებით. თუ თქვენ ხართ ლიზინგის მიმღები, ჩვენ აგრეთვე
გავაზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ, სრულად და დროულად ფარავთ თუ არა სალიზინგო საზღაურებს. საკრედიტო საინფორმაციო
ბიუროს შეუძლიათ ეს ინფორმაცია გადასცენ სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს, რომლებსაც თქვენი საკრედიტო სტატუსის შემოწმება
სურთ. ჩვენ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ასევე შევატყობინებთ თქვენი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მათი ვებგვერდის საინფორმაციო პორტალზე
(www.creditinfo.ge). ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ
წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის,
გამოძიების და აღკვეთის მიზნით.
თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი
ვალდებულებების შესრულება, მათ შორის სალიზინგო მომსახურება ან შესაბამისი პროცედურები.
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 5 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 5 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი.
დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.
როგორ გაითხოვოთ თქვენი თანხმობა
თანხმობის გათხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და თუ მონაცემთა დამუშავების სხვა საფუძველი არ არსებობს.
დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ თანხმობა იმავე ფორმით , რომლითაც განაცხადეთ თანხმობა.
თანხმობის გათხოვის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა, ამასთან თანხმობის გამოთხოვამდე უფლება გაქვთ , მოითხოვოთ და მიიღოთ ინფორმაცია თანხმობის გამოთხოვის შესაძლო შედეგების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი სალიზინგო კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. წინამდებარე ვერსია შეიქმნა 2024 წელს
როგორ დაგვიკავშირდეთ
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით: