სს „თიბისი ლიზინგი“ შეისყიდის თქვენ მიერ შერჩეულ კონკრეტულ აქტივს (მანქანა-დანადგარი, სხვადასხვა ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალება და ა.შ) და სარგებლობაში გადმოგცემთ ყოველთვიური სალიზინგო გადასახადების სანაცვლოდ. აქტივი არის თიბისი ლიზინგის სახელზე და გადაეცემა სარგებლობაში მომხმარებელს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს პროექტს „შეღავათიანი აგროკრედიტი“, რომლის ფარგლებშიც გაიცემა შეღავათიანი აგროლიზინგი.
შეღევათიანი აგროლიზინგის კომპონენტი ემსახურება სოფლის მეურნეობის პროდუქციის დამატებითი ღირებულების შემქმნელი ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეღავათიანი აგროლიზინგის დაფინანსებით ისარგებლებენ ის საწარმოები, რომლებიც ქმნიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას (თანამედროვე ფერმები, სასათბურე მეურნეობები და სხვა), ან ეწევიან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნებისმიერი სახით გადამუშავებას (შენახვა, დაფასოება, გადამუშავება), ან აწარმოებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შესაფუთ მასალებს, ასევე ის საწარმოები, რომელთაც თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში დამტკიცებული აქვთ სახელმწიფო თანადაფინანსება. გაიგე მეტი შეღავათიანი აგროლიზინგის შესახებ აქ,ახლა