ბლოგი

რატომ უნდა შეიძინო ავტომობილი ამერიკის აუქციონზე?

თებერვალი 2023

შენ გარშემოც სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ავტომობილს უცხოეთიდან? ონლაინ შოპინგი - სახალისოა, მაგრამ როცა ნივთის ფასი ათობით ათას, ან თუნდაც ერთეულ უცხოურ ვალუტაში ითარგმნება, რთულია გადაწყვეტილება „add to cart“ პრინციპით მიიღო. და მაინც, რატომ არის ავტომობილის ამერიკის აუქციონებზე შეძენა კარგი აზრი?

ფასი - კერძო პირები, გაყიდვების ვებ-გვერდებზე საკუთარი ავტომობილის განთავსებისას მეტად სარფიან შეთავაზებას ელიან. მათ უმეტესად არსად ეჩქარებათ, არც დისკომოფორტს განიცდიან დაგვიანებული გაყიდვისას და მითუმეტეს, არც არახელსაყრელი პირობებით აპირებენ მასთან გამომშვიდობებას. აუქციონებზე კი, უმეტესად ისეთი ავტომობილები ხვდება, რომელთა გაყიდვაც რაც შეიძლება სწრაფად სურთ, მოქმედი პრინციპიდან გამომდინარე კი საუკეთესო შეთავაზების მისაღებად ლიმიტირებული დრო აქვთ.

არჩევანია - საუბარია ამერიკის რამდენიმე უმსხვილეს აუქციონზე, სადაც ავტომობილების უდიდესი რაოდენობა იყრის თავს და შენთვის სასურველი მარკა-მოდელის შერჩევა ძალიან მარტივია.

სიმარტივე - ტაფტოლოგია არ გეგონოთ, აუქციონზე ავტომობილის შერჩევა მინიმალურ ციფრულ უნარებს მოითხოვს.

ხელმისაწვდომობა - დაფიქრდი, მობილური ტელეფონით თუ ლეპტოპით ონლაინ აუქციონზე შესვლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია. მთავარია გქონდეს სურვილი და სწრაფი ინტერნეტი, რათა მოთხოვნის განთავსებისას ტექნიკურმა შეფერხებებმა არ შეგიშალოს ხელი.

მოქნილობა - მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ახლა ბიუჯეტზე დიდი - სურვილი გაქვს, შენთვის საინტერესო პროდუქტს გაგაცნობთ. თუ აუქციონზე ავტომობილის შეძენისას თიბისი ლიზინგის პარტნიორი იმპორტიორი კომპანიის მომსახურებით ისარგებლებ, დაფინანსების მოპოვება ზუსტად 1 საათში შეგიძლია. იმპორტის შემთხვევაში თანამონაწილეობა 20%-დან იწყება, რაც დაგვეთანხმები, რომ მინიმალური ინვესტიციაა აქტივის შესაძენად. ლიზინგის მოცულობა 1,500$-150,000$ (ექვივალენტი ლარში) განისაზღვრება და საოპერაციო ნაწილი შენს მინიმალურ ჩართულობას მოითხოვს. ამ შემთხვევაში მხოლოდ თანამონაწილეობის თანხის გადახდა გიწევს მისი ჩამოსვლის, განბაჟებისა და გადაფორმების შემდეგომ კი, იწყებ ლიზინგის ყოველთვიური გადასახადის გადახდას.

მოკლედ, თუ ავტომობილის დაფინანსება აქ. ახლა გსურს, რადგან შენს გაჯეტში საუკეთესო შეთავაზება აღმოაჩინე, უკვე იცი ვისაც შეგიძლია მიმართო. ერთგული, საიმედო და კომფორტული ოთხბორბლიანი პარტნიორის შერჩევას გისურვებთ!