ბლოგი

მარტივი რჩევები სამგზავრო სავარძლის შერჩევისთვის

აპრლი 2025

თიბისი ლიზინგი YOUR CAR SEAT-ის მხარდამჭერია.

იცოდით, რომ ბავშვთა სამგზავრო სავარძლის, ე.წ „ქარსითის“ გამოყენება 0-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის არის რეკომენდებული? ის 90%-ით იცავს პატარის უსაფრთხოებას ავტოსაგზაო შემთხვევისას. საკითხის გარშემო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაცია YOUR CAR SEAT მუშაობს, რომლის მიზანიც მშობლებისთვის ინფორმაციის სრულფასოვანი მიწოდება, მოხალისეობრივი კონსულტაციები და დახმარებაა.

დეტალები, რომელიც უნდა ვიცოდეთ ქარსითის შესარჩევად:

როგორც აღვნიშნეთ, ის 0-12 წლის ბავშვების უსაფრთხო მგზავრობისთვის აუცილებელია;

სავარძლები წონისა და სიმაღლის მიხედვით ჯგუფებად იყოფა;

ის სანდო მომწოდებლისგან უნდა შეიძინოთ;

აუცილებელია გავლილი ჰქონდეს სპეციალური შემოწმება - Crash test, რომელიც ადასტურებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას ის ეფექტიანად დაიცავს ბავშვს;

ახალშობილისთვის განკუთვნილია კალათის ფორმის სამგზავრო სავარძელი (0-13 კგ), რომელიც ემბრიონის ფორმას იმეორებს და ყველა მხრიდან იცავს ბავშვს;

გამართლებულია 0-36 კგ-სთვის განკუთვნილი სავარძლის შეძენაც;

არ არის რეკომენდებული მეორადი სავარძლის შეძენა, რადგან მას გამოყენების ვადა აქვს;

დეტალები, რომელიც უნდა ვიცოდეთ ქარსითის შესარჩევად:

რა თქმა უნდა, აუცილებელია ღვედების შეკვრა - წინააღმდეგ შემთხვევაში ქარსითის ეფექტურობა ირღვევა;

ღვედი არ უნდა იყოს გადაგრეხილი;

უმჯობესია, თუ სავარძელი მანქანაში მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დამაგრდება;

ეს ის მცირე დეტალებია, რომელიც სავარძლის შერჩევაში დაგეხმარებათ, თუმცა თუ უფრო დეტალური ინფორმაცია გჭირდებათ, შეგიძლიათ YOUR CAR SEAT-ს დაუკავშირდეთ;