ელექტრომობილების პოპულარობა მთელ მსოფლიოში იზრდება, მათ შორის საქართველოშიც. ტექნოლოგიების განვითარებამ გააუმჯობესა როგორც მათი ტექნიკური მახასიათებლები, ისე ხელმისაწვდომობა, თუმცა ბევრი კითხვა და გაურკვევლობა ჯერ კიდევ არსებობს. ელექტრომობილების დამუხტვის დრო, ელემენტის გამძლეობა და გავლის მანძილი კვლავ მსჯელობის საგანია.
ზოგიერთი შეხედულება, ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, დღეს რეალობას აღარ შეესაბამება, ამ საკითხზე ინფორმაციის გადამოწმებაში ჩვენი პარტნიორი, E-Motors Georgia დაგვეხმარა, კომპანია, რომელიც ჩინური ელექტრომობილების ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში.
ელექტრომობილის დამუხტვას უსასრულო დრო სჭირდება
ალბათ გსმენიათ მითი, რომ ელექტრომობილის დამუხტვას საათები სჭირდება, რაც დიდ დისკომფორტად მიიჩნევა. ეს მოსაზრება უსაფუძვლო არ არის, რადგან სწრაფი დამტენების გამოგონებამდე ავტომობილის დასამუხტად შეიძლება მთელი დღეც კი ყოფილიყო საჭირო. თუმცა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რეალობა შეიცვალა. მაგალითად, IM Motors-ის თანამედროვე ელექტრომობილები სწრაფი დამტენით 80%-მდე სულ რაღაც 30-40 წთ.-ში იმუხტება.
ელემენტი მალე კარგავს ეფექტურობას და
მარტივად ფუჭდება
იმასაც ამბობენ, რომ ელექტრომობილის ბატარეა მალევე კარგავს ეფექტურობას და ფუჭდება. რეალურად, ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას მოხმარების წესები და გარემო პირობები ახდენს.
მნიშვნელოვანია დამუხტვის ოპტიმალური რეჟიმის დაცვა – მოერიდეთ ბატარეის მუდმივად 100%-მდე დამუხტვას ან 20%-ზე ქვემოთ დაცლას. ასევე, ექსტრემალური ტემპერატურა, განსაკუთრებით მაღალი სიცხე, უარყოფითად მოქმედებს მასზე. თუმცა, საქართველოს ზომიერი კლიმატური პირობები სრულიად უსაფრთხოა. თუ სწორად დამუხტავთ, ყოველგვარ დაზიანებას აიცილებთ თავიდან.
ელექტრომობილით შორს ვერ წახვალთ
თავდაპირველად ელექტრომობილები ერთი დატენით მცირე მანძილს ფარავდა, რაც, დასამუხტი ინფრასტრუქტურის სიმცირის გამო, დისკომფორტს ქმნიდა. თუმცა ეს შიში, რომელიც შესაძლოა ადრეულ მოდელებს უკავშირდებოდეს, თანამედროვე რეალობას აღარ ასახავს. თანამედროვე ელექტრომობილები შთამბეჭდავ დისტანციას ფარავს. მაგალითად, IM L6, სრული დამუხტვით დაახლოებით 780 კმ-ზე მეტს გადის. რომ წარმოიდგინოთ, ეს მანძილი თბილისიდან ბათუმამდე ჩასვლას და უკან დაბრუნებას უდრის. ამასთანავე, განვითარდა ინფრასტრუქტურაც — საჯარო დასამუხტ სადგურებთან ერთად, სახლისთვის განკუთვნილი დამტენების შეძენაც შეგიძლიათ.
საქართველოში სერვისის პრობლემაა, ტექნიკური
გაუმართაობის მოგვარება გაგიჭირდებათ
ზოგი ფიქრობს, რომ ელექტრომობილების სერვისი საქართველოში პრობლემაა. თუმცა, მაგალითად , E-Motors Georgia თავის მომხმარებელს მაღალი ხარისხის ტექნიკური მომსახურების სერვისს სთავაზობს. კომპანიის ტექნიკოსები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, რეგულარულად გადიან გადამზადებას, ეცნობიან ელექტრომობილების ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეებსა და განახლებებს.
ელექტრომობილები ძალიან ძვირია
გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ელექტრომობილების ღირებულება ბევრად აღემატება შიდაწვის ძრავიანი ავტომობილების ფასს. E-Motors Georgia-ს მოდელები ამ აზრს უპირისპირდება და თანამედროვე, ტექნოლოგიური უპირატესობების მქონე ავტომობილებს ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობთ — ღირებულება 15 000$-დან 83 000$-მდე მერყეობს.
TBC ლიზინგთან ერთად ელექტრომობილის შეძენა კიდევ
უფრო ხელმისაწვდომი ხდება
თანამედროვე ჩინური ავტომობილების შეძენა TBC ლიზინგთან თანამშრომლობის შედეგად კიდევ უფრო ხელმისაწვდომია. გთავაზობთ 5 წლიან სალიზინგო პროდუქტს, რომელიც 20%-იანი საწყისი შენატანითა და 19%-დან 23%-მდე მერყევი წლიური საპროცენტო განაკვეთით, საკუთარი ავტომობილის შეძენას რეალობად აქცევს.
შეძენის პროცესი მარტივია: საკმარისია შეავსოთ განაცხადი და დამტკიცებული პირობების შესახებ პასუხს, როგორც წესი, იმავე დღეს მიიღებთ. ამის შემდეგ, ხდება ავტომობილის შეფასება, პირობებზე შეთანხმებისთანავე, საოცნებო მანქანა თქვენი საკუთრება გახდება.
E-Motors Georgia-ს ელექტრომობილების მრავალფეროვანი არჩევანის გასაცნობად, ეწვით შოურუმს მისამართზე: ბელიაშვილის N49 ან დარეკეთ: 032 2 15 10 10.