ბლოგი

ყველაფერი, რაც ბიზნესისთვის გჭირდება - ლიზინგდება

ოქტომბერი 2025

მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესი - განვითარებას საჭიროებს, რაც ხშირად მაღალ ხარჯებთან და გაზრდილ პასუხისმგებლობებთან ასოცირდება. მაგალითად, თუ გეტყვით, რომ შეგიძლია შენი იდეა მომგებიან შემოსავლის წყაროდ აქციო, ალბათ გვიპასუხებ, რომ საწყისი კაპიტალი ან დამატებითი რესურსები არ გაქვს საკმარისად, ამიტომ იკავებ თავს დაიწყო ის, რაც მთელი გულით გსურს და გაინტერესებს.

ლიზინგი სტარტაპერებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი დაფინანსების გზაა, რადგან მათთვის ყველაზე მთავარს - მოქნილობის ელემენტს შეიცავს.

რა შეუძლია დაალიზინგოს მცირე ბიზნესმა?

წარმოვიდგინოთ, რომ ცხობა კარგად გამოგდის, საკონდიტრო კურსებიც გაიარე და პატარა კაფის გახსნისთვის ინტელექტუალური რესურსი და რამდენიმე ათასი ლარი გაქვს.

იდეის განხორციელებისთვის გჭირდება:

ამასთანავე, რა თქმა უნდა, ადამიანური კაპიტალი და სწორი პოზიციონირების სტრატეგია, რომელსაც დღეს არ შევეხებით.

ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებს „აქტივებს“ ვუწოდებთ და სტატიის სხვა მონაკვეთებშიც ამ სახელით მოვიხსენიებთ. დანადგარები ჩამოწერილია, მათი სავარაუდო საბაზრო ფასებიც მოძიებული და ლოგიკურია, რომ მოქმედების დროა.

ფინანსების მოძიების ლიმიტირებული გზები არსებობს:

იპოვო ბიზნეს პარტნიორი, რომელიც დააფინანსებს შენს იდეას;

აიღო ბიზნეს სესხი, რომლის შესაბამისობის კრიტერიუმებიც უნდა დააკმაყოფილო და გარკვეული საწყისი კაპიტალიც წარმოადგინო;

ან ლიზინგზე დაფიქრდე;

რატომ ლიზინგით?

  • სტარტაპების დაფინანსება ჩვენთვის ნაცნობი თემაა, შესაბამისად, ვიცნობთ ბიზნეს მოდელს, რომლითაც იოპერირებ;
  • დანადგარების შერჩევაში დახმარებაც შეგვიძლია;
  • აქტივის შეძენისას მხოლოდ საქართველოში არსებულ ვარიანტებს არ განვიხილავთ, უცხოეთიდან ლოჯისტიკა-დაზღვევაზეც ჩვენ ვიზრუნებთ;
  • უზრუნველყოფად თვითონ დაფინანსებულ ტექნიკა-დანადგარებს განვიხილავთ და არ დაგჭირდება დამატებითი რესურსების წარმოდგენა;
  • შენი პოპულარიზაციისთვის ჩვენს არხებსაც გამოვიყენებთ;

თუ გაქვს იდეა, კონსულტაციისთვის შეგიძლია დაგვიკავშირდე და ჩვენი გუნდის წევრებისგან მოისმინო პასუხები შენთვის ყველაზე საინტერესო თემებზე.