გაზაფხული საკმაოდ კარგი პერიოდია იმისთვის, რომ ზამთარში გაჩენილი და გვერდზე გადადებული იდეები განახორციელო. მაგალითად: გამონახო დრო და დაკავდე საყვარელი ჰობით, გახსნა ანაბარი შენი ხანგრძლივი მიზნების განსახორციელებლად, ან თუნდაც - იყიდო ახალი ავტომობილი. კარგად ჟღერს, მაგრამ ოპერაციები, რომელიც ამ ყველაფრის განხორციელებისთვის უნდა ჩაატარო - მთავარი წინაღობაა. ძველის გაყიდვა, გაუმჯობესებული ვარიანტისთვის რესურსის მოძიება ან დაფინანსების გზების მოფიქრება, გაყიდვა-გადაფორმება და გადმოფორმება? ბევრი საბუთი და კიდევ უფრო მეტი ლოკაცია, რომელზეც უნდა მიხვიდე.
“
ჩვენი პროდუქტების განვითარების გუნდი ავტომოტივთან ერთად დაფიქრდა, როგორ შეიძლება გამარტივდეს პროცესი, რომელსაც ძალიან სასიამოვნო დასასრული - ახალი ავტომობილის ყიდვა მოსდევს.
ეკატერინე ანჯაფარიძე,
ავტო მიმართულების ხელმძღვანელი.
რეალურად, ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონია, დიდი ხანია რაც ევროპასა და ამერიკაში აპრობირებული მეთოდით ნაცვლდება ძველი ავტომობილი ახლით.
“
ერთი ფანჯრის პრინციპი - ერთი ვიზიტის, ან ერთი სივრცისას შეგვიძლია მოვარგოთ. მომხმარებელი მოდის აღმაშენებლის ხეივნის ფილიალში საკუთარი ავტომობილით. ვასურათებთ, ვაფასებთ და ვიბარებთ. ოპერაციას მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მომგებიანი წინადადებით მინიმალურ დროში ვხურავთ.
ჰო, შენი ავტომობილის ხანდაზმულობის ვადა 10 წელს არ უნდა აჭარბებდეს, ანუ მაქსიმუმ 2013 წელს უნდა იყოს გამოშვებული. რა თქმა უნდა, საჭიროა ტექ. დათვალიერების ვალიდური, აქტიური საბუთი. აღნიშნული ინფორმაციისაა და შემფასებლების დასკვნის მიხედვით გეტყვით, შენი ახალი ავტომობილის ღირებულებას რამდენი გამოაკლდება, ანუ რა ჩაითვლება თანამონაწილეობის თანხად.
“
მეორე ეტაპია ახალი, ანუ მომხმარებლის მიერ შერჩეული ავტომობილის შეფასება. მის ღირებულებას ძველის შეფასება გამოაკლდება და მიღებული სხვაობა ლიზინგის ოდენობად ითარგმნება. ანუ, ლიზინგის თანხა, მიღებული X ლარი გრაფიკით გადანაწილდება.
არ დაგავიწყდეს, რომ მომსახურების სააგენტოს ყველა საჭირო სერვისსაც ადგილზე მიიღებ. ანუ, ასე მარტივად, მოხვალ ფილიალში ძველით, სახლში კი ახალი, ანუ ჩანაცვლებული მოდელით დაბრუნდები.
თუ შეკითხვები გაქვს, აუცილებლად მოგვწერე, ან თვალი ადევნე ჩვენს არხებს, სადაც მომხმარებლების რეალური მაგალითებით მოგიყვებით, რატომ უნდა ისარგებლო ახალი პროდუქტით.