ბლოგი

ხელმისაწვდომი ხარისხი - მეორადი ავტომობილების პროდუქტი

მაისი 2021

რა არის შენთვის, როგორც მომხმარებლისთვის, მთავარი ღირებულება? ალბათ, ხარისხი. თუმცა, ხარისხი სასურველი ნივთისთვის განკუთვნილ ბიუჯეტს მომენტალურად ზრდის ხოლმე. მაშინ გაიხსენე მომენტი, როდესაც ძალიან ხარისხიანი ნივთი ხელმისაწვდომ ფასად შეიძინე, ასეთი შენაძენი ყოველთვის განსაკუთრებით გვახარებს ხოლმე, არა? ჰო, ხარისხი მნიშვნელოვანია, მაგრამ მასთან ერთად, სწორედ ხელმისაწვდომობაა ის კომპონენტი, რომელიც შეთავაზებას შენთვის უფრო მიმზიდველს და სასიხარულოს ხდის.

თიბისი ლიზინგში ეგრედ წოდებული ხელმისაწვდომი ხარისხის სიხარული შეგიძლია მეორადი ავტომობილის შეძენით განიცადო.

ხშირად, მეორადი ავტომობილის ხსენებისას, გონებაში შედარებით გაცვეთილი და გაუმართავი მანქანის სურათხატი ამოტივტივდება ხოლმე, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ თიბისი ლიზინგი დასაფინანსებლად მხოლოდ 2006 წლის ზემოთ, ტექდათვალიერება გავლილ ავტომობილებს განიხილავს, სურათი მომენტალურად შეიცვლება.

მართლაც, ბუნებრივია, რომ ცენტრიდან გამოყვანილ ავტომობილს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ შეთავაზება საუკეთესო მაშინაა, როდესაც ხელმისაწვდომ ფასად, მაქსიმალურ ხარისხს იღებ. ამ გამოცდილების მიღება კი, მეორადი ავტომობილის შერჩევისას შეგიძლია.

დღეს ბლოგში მეორად ავტომობილებზე ვისაუბრებთ და იმისთვის, რომ საქმე გაგიმარტივოთ, გამოვყოფთ პუნქტებს, რომლებიც მომხმარებლებს ყველაზე მეტად აინტერესებთ.

გარდა იმისა, რომ შენთვის სასურველი ნებისმიერი მოდელის შეძენა გაცილებით იაფდება, ისიც აღსანიშნავია, რომ მეორადი ავტომობილების სიაში ბოლო დროს გამოშვებული უახლესი მოდელებიც შედიან. გამოდის, რომ თანამედროვე დიზაინსა და ტექნოლოგიას, მოდელის რეალურ ღირებულებასთან შედარებით, დაბალ ფასად მიიღებ. თანაც, თავისთავად, ლიზინგის ყოველთვიური გადასახადიც შენთვის გაცილებით მისაღები თანხა იქნება.

მეორადი ავტომობილების ლიზინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობები სწორედ, ნაკლები ყოველთვიური გადასახადი, ფასთან მიმართებით მაღალი ხარისხი და მარტივი დამტკიცების პროცესია.

ნაკლები ყოველთვიური გადასახადი
ფასთან მიმართებით მაღალი ხარისხი
მარტივი დამტკიცების პროცესი

ლიზინგის ზოგადი პირობები მეორად ავტომობილებზე

ლიზინგის დახმარებით მეორადი ავტომობილის შეძენა სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან შედარებით მარტივია. დაფინანსების მისაღებად არ გჭირდება დამატებითი უზრუნველყოფა, რადგან ავტომობილი თავად ხდება უზრუნველყოფის საგანი.

დამტკიცება საკრედიტო ისტორიიდან გამომდინარე ხდება, ინდივიდუალურად მორგებული პირობებით, შემოსავლების დეტალური შესწავლის გარეშე.

ლიზინგის დაფარვა 3 თვეშიც შეგიძლია და 5 წელიწადშიც, მთავარია 21-65 წლამდე იყო და საკრედიტო ისტორია მოწესრიგებული გქონდეს.

თვეში რამდენის გადახდა მომიწევს

ყოველთვიური გადასახადის უნივერსალური სია არ არსებობს, ეს დამოკიდებულია შენზე და შენ მიერ არჩეულ პირობებზე, თუმცა, ბევრს ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებს, ამიტომ საორიენტაციოდ რამდენიმე მაგალითს გაგიზიარებთ.

მინიმალური თანამონაწილეობა, რომელიც ავტომობილის ლიზინგით შეძენისას უნდა განახორციელო 10%-ია, რაც ნიშნავს, რომ თუ მაგალითად, შენთვის სასურველი ავტომობილი 10,000 ლარი ღირს, დასაწყისისთვის მოგიწევს 1000 ლარის შემოტანა, დანარჩენს კი, ყოველთვიურ გადასახადში, შეთანხმებულ ვადაზე გადაგინაწილებთ. თანამონაწილეობის თანხაც, ასევე დამოკიდებულია შენს საკრედიტო ისტორიაზე.

თუ ჩავთვლით, რომ 10%-იანი თანამონაწილეობით შემოხვალ და ლიზინგის გადასახადს 5 წელიწადზე გადაანაწილებ, დაახლოებით ასეთ სურათს მივიღებთ:

ლიზინგის თანხა

ყოველთვიური გადასახადი

5000 ლარი 185 ლარიდან
8,000 ლარი 260 ლარიდან
10,000 ლარი 320 ლარიდან
15,000 ლარი 475 ლარიდან
20,000 ლარი 640 ლარიდან
25,000 ლარი 780 ლარიდან
30,000 ლარი 945 ლარიდან

შეძენის პროცესი

თუ მეორადი ავტომობილის შეძენა ლიზინგით გადაწყვიტე, უნდა შეავსო განაცხადი და დამტკიცებული პირობების შესახებ იმავე დღესვე შეიტყობ. ამის შემდეგ, საჭიროა არჩეული ავტომობილი ჩვენთან მოიყვანო, რათა მოხდეს ავტომობილის ფასის განსაზღვრა, ანუ, შეფასება. საბოლოოდ, თუ პირობებზე თანახმა ხარ, ავტომობილი შენია.

როგორი უნდა იყოს მეორადი ავტომობილი, რომლის დალიზინგებაც შეიძლება

წესები მარტივია, ლიზინგის დაფინანსების მისაღებად აუცილებელი პირობაა — ავტომობილი 2006 წელს ზემოთ იყოს და გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, რაც ვფიქრობთ, შენთვისაც აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს, თუ გსურს, რომ ავტომობილმა კომფორტი შეგიქმნას და არა დამატებითი საზრუნავი.

როგორ უმარტივებს ეს პროდუქტი მომხმარებელს ცხოვრებას?

მეორადი ავტომობილის ლიზინგი უმარტივებს ცხოვრებას იმ ადამიანებს, რომლებსაც ავტომობილის ღირებულების ერთიანად გადახდა არ შეუძლიათ და ყოველთვიურადაც დიდ თანხას ვერ გასწვდებიან. ეს პროდუქტი არის მოქნილი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გყავდეს მანქანა მაშინაც კი, როცა ეს წარმოუდგენლადაც გეჩვენება. ეს პროდუქტი გაძლევს საშუალებას მიიღო ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად და კომფორტი ავტომობილის სახით.

ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე