ბლოგი

ბიზნესიდეები, რომლებიც ლიზინგით შეგიძლია განახორციელო

სეექტემბერი 2020

დღეს, შენ გაქვს გაცილებით მეტი შესაძლებლობა წამოიწყო ბიზნესი, ვიდრე ადამიანებს ათი ან ოცი წლის წინ ჰქონდათ, დღეს, ბიზნესის სტარტისთვის გაცილებით ნაკლები რესურსი გჭირდება. მიზეზი გარემოს გადასხვაფერებაა. თუ კომერციულ ფართს არ ფლობ — შეგიძლია პროდუქცია ან სერვისი ონლაინ გაყიდო. რადიოს, ტელევიზიის, ბეჭდური ან გარე რეკლამა გეძვირება? თავდაპირველად სულ ნუ გამოიყენებ მათ, დღესდღეობით გაცილებით ხელმისაწვდომ თანხად რეკლამას ციფრულ სამყაროში გააკეთებ, თანაც სამიზნე აუდიტორიებიც უფრო მეტად შენი მართვის სადავეების ქვეშ იქნება, ვიდრე ტრადიციული მედიით. ტექნიკა-დანადგარები და სხვა აღჭურვილობა გჭირდება? თანხის შეგროვებას ნუ დაელოდები, სხვადასხვა დაფინანსების წყარო სწორედ ამისთვის არსებობს და ლიზინგიც ერთ-ერთი მათგანია. ყველაზე მთავარი კი, რაც საჭიროა, რომ შენ გქონდეს — მონდომება და მზაობაა იმისთვის, რომ ახლადწამოწყებულ საქმეს საკუთარი თავი მიუძღვნა, რადგან გასაკეთებელი მართლაც რომ ბევრი გექნება.

შენ, კარგად დაფიქრდი, ჩვენ კი, მანამდე, როგორც ბიზნესის მხარდამჭერები, მოგაწვდით იდეებს, რა ბიზნესის წამოწყება შეგიძლია ლიზინგის დახმარებით:

ქართული წარმოების სათამაშოები

როდესაც ბავშვებისთვის რაიმეს შეძენას ვგეგმავთ, უმთავრეს მნიშვნელობას ხარისხს ვანიჭებთ, აი, მაგალითად სათამაშოების ყიდვის დროს, რადგან ბოლობოლო, ბავშვები მათთან ყველაზე მეტ დროს ატარებენ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული სათამაშოების არჩევანი დღეს არც ისე დიდია, რატომაც არა, თუ ამ კეთილ საქმეს შენ მოჰკიდებ ხელს? ამისთვის შესაბამისი ტექნიკა-დანადგარებიც დაგჭირდება, რომელიც შეგვიძლია დაგიფინანსოთ და დამატებით, სათამაშოების დასამზადებლად საჭირო ფართის შეძენა უძრავი ქონების ლიზინგით შემოგთავაზოთ.

ქართული წარმოების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები

თუ უახლოეს წარსულს გადახედავ, თავად დაინახავ, როგორ გაიზარდა ქართული წარმოების ნივთების რაოდენობა ადგილობრივ ბაზარზე, მაშინ როცა, სულ რამდენიმე წლის წინ, ყველა ჩვენ მიერ შეძენილი ნივთი, სამოსი თუ აქსესუარი, უცხოური წარმოშობის იყო. აქ, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ არამარტო ქართული პროდუქციის მყიდველები, არამედ მათი მწარმოებლებიც. შენ შეგიძლია გამოუშვა ქართული ტანსაცმელი, სამკაული, ფეხსაცმელი, ჩანთები… ამისთვის დაგჭირდება დაზგა-დანადგარები, სამკერვალო მანქანები, რომლებსაც ჩვენ შენ მაგივრად შევიძენთ და ყოველთვიური გადასახადის სანაცვლოდ სარგებლობაში გადმოგცემთ. რა თქმა უნდა, ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, შეძენილ აქტივებს გამოისყიდი და ისინი სრულად შენს მფლობელობაში გადმოვა.

ჩირის, ტყლაპისა ან ჩურჩხელის წარმოება

ან, ან, ან… აწარმოე ნებისმიერი საკვები პროდუქტი და ამით, მაღაზიაში შესულ მომხმარებელს შეუქმენი უცხოურ და ქართულ პროდუქციას შორის არჩევანის უფლება. გარდა ამისა, ზემოჩამოთვლილი პროდუქტები ე.წ. “სნექების” ჯანსაღი ვარიანტია, რაც არსებულ რეალობაში კიდევ უფრო დასაფასებელია.

საკვები ობიექტი

თუ შენი გონება სარესტორნო ბიზნესის გარშემო ტრიალებს, თავდაპირველად შეაფასე საკუთარი ძალები და კატეგორია შინაგანი რესურსის მიხედვით შეარჩიე. საკონდიტრო, საცხობი, სწრაფი კვების ობიექტი, კაფე, ბარი ან რესტორანი... რომელი მათგანის გახსნაც არ უნდა გადაწყვიტო, ლიზინგი პირველ ეტაპზე ძალიან დაგეხმარება, რადგან ჩვენ ვაფინანსებთ თითქმის ყველა ტიპის სამზარეულო ტექნიკას. აქვე, ლიზინგისა და სარესტორნო ბიზნესის ურთიერთდამოკიდებულებაზე შეგიძლია წაიკითხო ბლოგი — https://bit.ly/3ieCfkM

მეორადი ქაღალდის წარმოება

ქაღალდის გადამუშავება და მეორადი ქაღალდის წარმოება საკმაოდ სარფიან საქმედ ითვლება, ამასთან ერთად, მას შეიძლება ეკომეგობრული ბიზნესიც ვუწოდოთ, რადგან, ამ გზით ახალი ქაღალდის წარმოებაზე დასახარჯი ენერგია იზოგება და მოჭრილი ხეების რაოდენობა მცირდება.

გარდა ამისა, თუ მაკულატურას დიდი რაოდენობით მოაგროვებ, შეგიძლია გადაამუშავო ძველი, უსარგებლო ქაღალდები და წარმოებაში ახალი, სუფთა მასალა შესაფუთი, ტუალეტის და სხვა დანიშნულების ქაღალდების სახით გაუშვა.

მინი-სტამბა

მსხვილი ბიზნესების მინივერსიები ზოგიერთ შემთხვევაში ძალიან კარგი იდეაა. ასეა სტამბის შემთხვევაში, შეგიძლია მცირე კომერციული ფართით და რამდენიმე საჭირო დანადგარით დაიწყო და ბიზნესი ეტაპობრივად გააფართოო. ჩვენ დაგიფინანსებთ ნებისმიერი ტიპის პრინტერს, საჭრელსა თუ ასაკინძ მანქანებს და სხვა პოლიგრაფიულ დანადგარებს.

მინი-ფიტნესდარბაზი

ჩვენს დროში ყველა ადამიანი მიისწრაფვის იმისკენ, რომ დაგროვებული გამოცდილება ბიზნესში გადათარგმნოს და საკუთარ საქმეს მოჰკიდოს ხელი. ფიტნესინსტრუქტორების შემთხვევაშიც ასეა და თუ ერთი შეხედვით, საკუთარი ფიტნესდარბაზის გახსნა შორეულ ოცნებად გევლინება — დაიწყე მცირედით. შეიძინე სავარჯიშო დარბაზის აღჭურვილობა ლიზინგით და დასაწყისისთვის, საშუალო ზომის ფართში ინდივიდუალურად ავარჯიშე ადამიანები.

ავტომობილების გაქირავება

ამ საქმის დასაწყებად უზარმაზარი ავტოპარკის ფლობა აუცილებელი არ არის. პირველ ეტაპზე რამდენიმე ავტომობილიც კმარა და არაერთ წარმატებულ კომპანიას დაუწყია საქმიანობა ასე. ამ შემთხვევაში ავტოლიზინგი გამოგადგება, რომელიც მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის ინტერესებს: ლიზინგის მენეჯერი გეხმარება ავტომობილის შერჩევაში, ახალი ავტომობილები ავტომატურად იზღვევა, იღებ ფასდაკლებებს და სპეციალურ პირობებს, სხვა დაფინანსების წყაროებთან შედარებით, ლიზინგი გიმტკიცდება მარტივად.. მოკლედ, თუ დაფიქრდი და ეს იდეა თავში ჩაგიჯდა, უყურე ვიდეოს და გაიგე რატომ ჯობს ავტომობილის შეძენა ლიზინგით — https://bit.ly/35btRyO

მოსავლის მოყვანა-ჩაბარება

ალბათ, ბოლო დროს შენიშნე სოფლის მეურნეობის სექტორის როლი ქვეყნის განვითარებაში. იქნებ, ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, ბაღჩეულის მოყვანასა ან სულაც ვენახის გაშენებაზე გიფიქრია? თუ ამ საქმეს სერიოზულად მიუდგები, ტრაქტორის და მისი მისაბმელების, ვენახის შესაწამლის, გამაფხვიერებელის, საფრქვევის და მსგავსი ტექნიკის გარეშე ბევრს ვერაფერს იზამ. სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანები აგროტექნიკის შესაძენად ლიზინგს, როგორც დაფინანსების წყაროს ძალიან ხშირად მიმართავენ.

ლიზინგის ბიზნესარეალის ჩამონათვალი ამით არ მთავრდება, მთავარია შენი იდეის განსახორციელებლად გჭირდებოდეს ტექნიკა-დანადგარი, ტრანსპორტი ან უძრავი ქონება და გაითვალისწინო, რომ ამ შეთანხმებისთვის, ჯამში პროექტი თანხობრივად უნდა სცილდებოდეს გარკვეულ ლიმიტს.

დღეს, შენ გაქვს შესაძლებლობა შექმნა საკუთარი ბიზნესი, აკეთო ის რაც გიყვარს, დამსაქმებელიც თავად იყო და დასაქმებულიც და მთელი შენი ენერგია შენივე ქმნილებისკენ მიმართო. ასე რომ, ერთადერთი რესურსი, რომელიც უნდა იპოვო, საკუთარი ძალისხმევაა, დანარჩენში ჩვენ დაგეხმარებით.


ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე