ბლოგი

ლიბე

მზრუნველი მშობლების მიერ გამომცხვარი ქართული ორცხობილა
აპრილი 2020

ამ ყუთში დევს ის, რაც ახლა ყველაზე მეტად გინდა, ან ის, რაზეც ყველაზე ხშირად გეფიქრება. მაინც რას ხედავ შიგნით? პირბადეების შეკვრას, სადეზინფექციო საშუალებებს, პროდუქტებს მაღაზიიდან თუ სხვა, რაიმე უფრო საინტერესოს? ეს დამოკიდებულია იმაზე, ცხოვრობს თუ არა შენში ისევ ის ბავშვი, რომელიც ოდესღაც იყავი. ჰო, ასეა, COVID-19-მა დაგვავიწყა, რომ მოვლენებს განსხვავებული თვალითაც შეიძლება შევხედოთ, გავაჯადოსნუროთ ისინი და ბავშვებს თავბრუდამხვევი თავგადასავალი სახლში მოვუწყოთ. შეგვიძლია მათთვის პერსონალური ზღაპარი მოვიგონოთ და ვირუსი, რომელმაც ოთხ კედელს შორის ჩაგვკეტა, ამ ზღაპრის მონაწილე გავხადოთ, შეგვიძლია ამ ყუთში ჩვენით მოფიქრებული თამაშები, ბევრი ტკბილეული ან სხვა კიდევ ათასი რამ ჩავალაგოთ...

ამას კი, იმიტომ გეუბნებით, რომ უბრალოდ შეგახსენოთ, ჩვენ შეგვიძლია ბავშვებზე ვკონცენტრირდეთ და მათ იზოლაციის პერიოდი სხვადასხვა ხერხით გავუხალისოთ. ეს საქმე თქვენთვის მოგვინდია, მანამდე კი, მოკლედ გიამბობთ ჩვენი პარტნიორი კომპანია “ლიბეს” შესახებ, რომელიც ქართულ საბავშვო ორცხობილას აწარმოებს და თუ მოისურვებთ, ის შესანიშნავად მოთავსდება ეგზიუპერისგან ნასესხებ ყუთში.

“ლიბე” სამი წლის წინ, გერმანელი პარტნიორების დახმარებით დაფუძნდა. მიზანი ერთი იყო — პატარებისთვის ჯანსაღი, გემრიელი და სასარგებლო ქართული ორცხობილის შექმნა. ამისთვის, უფროსებმა საწარმო ევროპული ხარისხის მანქანა-დანადგარებით აღჭურვეს და შეიმუშავეს რეცეპტურა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქმე ბავშვებს ეხება. დღეს, “ლიბე” არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელსაც მოპოვებული აქვს ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების ლიცენზია.

თავისთავად ცხადია, რომ კომპანიას, რომელიც პროდუქტს ბავშვებისთვის აწარმოებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამოჩენა მართებს. ამიტომ, “ლიბეს” ოფისი დისტანციურად მუშაობს, ხოლო იმისთვის, რომ ბავშვთა პროდუქცია ხელმისაწვდომი იყოს ბაზარზე, კომპანია უწყვეტად აგრძელებს ორცხობილების წარმოებას. წარმოების პროცესი პანდემიის გამოცხადებამდეც, თანამშრომელთა უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ყველა საჭირო ნორმის დაცვით მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა, “ლიბე” კიდევ უფრო დიდ სიფრთხილეს იჩენს და ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მითითებულ ყველა რეკომენდაციას.

"ლიბეს" ორცხობილები მზადდება ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით და გათვლილია პატარებისთვის 5-6 თვის ასაკიდან. ამჟამად "ლიბეს" პროდუქცია აერთიანებს კარაქზე დამზადებულ ბისკვიტს და სიმინდის ზეთზე დამზადებულ “ლიბე ჯუნიორს”, ატმისა და ვანილის არომატით. სულ მალე, "ლიბეს" ხაზს შეემატება სამი ახალი სახეობის ორცხობილა: ულაქტოზო, უშაქრო და სიტკბოს გარეშე. სამივე ორცხობილას რეცეპტურა შექმნილია პედიატრებისა და ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების გათვალისწინებით.

“ლიბეს” მწარმოებლებს დავეკითხეთ, ზოგადად, როგორ უნდა გადავამოწმოთ პროდუქტის ხარისხი მისი შეძენისას. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო დაბალვადიანია პროდუქტი, მით უფრო ჯანსაღია ის. ასევე, ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ შეფუთვას. იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ პროდუქციის ხარისხში, მწარმოებელი აუცილებლად უნდა აკონკრეტებდეს, რომელ მცენარეულ ცხიმს შეიცავს პროდუქტი. დადასტურებული სამედიცინო კვლევების მიხედვით, პალმის ზეთი, მყარი ნაჯერი ცხიმები და ტრანსცხიმები საზიანოა ჯანმრთელობისთვის და როდესაც ეტიკეტზე არ არის დაკონკრეტებული მცენარეული ცხიმის წარმომავლობა, არსებობს რისკი, რომ პროდუქტი სწორედ ამ ინგრედიენტებს შეიცავს.

“ლიბე", როგორც ნატურალური პროდუქტი, არ შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, პალმის ზეთს, ტრანსცხიმებსა და კონსერვანტებს. ორცხობილა გამოირჩევა ზომიერად ფხვიერი კონსისტენციით, დაბალი შაქრის შემცველობით და ადვილად დნება პირში. აღსანიშნავია, რომ „ლიბეს“ კონსისტენცია ბავშვებს ეხმარება ღეჭვითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. ორცხობილა ,,ლიბე’’ და ,,ლიბე ჯუნიორი“ ადვილად იხსნება წყალსა ან რძეში, ამიტომ, მისგან მომზადებული საწოვარათი მისართმევი საკვები ან ფაფა ძალიან გემრიელია.

"ლიბეს" ორცხობილების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში, ჰიპერმარკეტების ქსელებსა და დიდი ზომის მაღაზიებში, თუმცა უმჯობესი იქნება თუ ისარგებლებთ მიტანის სერვისით. მით უმეტეს, რომ მეტი სიფრთხილისთვის, “ლიბეს” თავად შეუძლია პირდაპირ საწარმოდან მოგართვათ ორცხობილები.

ერთი სიტყვით, თუ იკითხავთ, რატომ ჯობს “ლიბე” სხვა, უცხოური წარმოების ორცხობილებს, პასუხი ასეთი იქნება:

“ლიბე” გემრიელია, დამზადებულია ევროპული ხარისხის გათვალისწინებით, აბსოლუტურად ნატურალია, შექმნილია მზრუნველი მშობლების მიერ და გამომცხვარია საქართველოში.


ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე