დედამიწაზე რამდენი ადამიანიც არსებობს, ის რიცხვი კიდევ რამდენიმე ათეულზე გაამრავლე და მიიღებ აუსრულებელი მიზნებისა და სურვილების მთელ რიგ დასტას. ყველას გვაქვს იდეა ან მიზანი, რომელიც თაროზე შემოვდეთ, ვიღაცას ველოსიპედის ტარების სწავლა ჰქონდა გამიზნული, ვიღაცას მესამე ენის შესწავლა სურდა ყოველთვის, ვიღაც ახალი საქმის ათვისებას აპირებდა, ვიღაც კი, საკუთარი მინი-ბოსტნის გაშენებას.
რომელი გეგმის ავტორიც არ უნდა იყო, ახლა მშვენიერი დროა იმისთვის, რომ შენი ჩანაფიქრები განახორციელო. ჩვენ კი, გიამბობთ კომპანიისა და საქმიანობის შესახებ, რომელმაც შესაძლოა, შენი საკუთარი მეურნეობის იდეას ფრთები შეასხას.
“მზა ჩითილის” ისტორია სარწყავი სისტემების კომპანიის, WG techno-ს დაარსებით დაიწყო, როდესაც სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებთან ხშირმა შეხებამ გამოავლინა, რომ ჩითილები საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობდა. თუ ფერმერი მათ მომზადებას გადაწყვეტდა, ამისთვის უდიდესი დრო და ენერგია უნდა დაეხარჯა. დამატებით, ჩითილების სწორად გაზრდისთის საჭიროა სპეციალური პირობების შექმნა, რომელიც ერთი ადამიანისთვის ზედმეტად დიდ რესურსს მოითხოვს. სწორედ, ჩითილებთან დაკავშირებული ამ პრობლემების და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის იდეით, შეიქმნა “მზა ჩითილი” — პირველი სანერგე წარმოება საქართველოში.
“მზა ჩითილი” აერთიანებს ორი ჯიშის, სათბურისა და ღია გრუნტის პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, ბადრიჯნის, ნესვის, საზამთროს, სალათის ფოთოლის სხვადასხვა სახეობისა და კომბოსტოს ჩითილებს. სასათბურე ჩითილები თავისთავად გვეუბნება, რომ ისინი სათბურებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო ღია გრუნტის ჯიში იმ შემთხვევაში დაგჭირდება, თუ სათბურის მაგივრად, ჩითილების დარგვას ღია სივრცეში დააპირებ. თუ დიდი გეგმები გაქვს და მეურნეობის წამოწყება ბიზნესის ჭრილში გსურს, გაითვალისწინე, რომ სასურველია შენი ტერიტორია სულ ცოტა 2000-3000 კვადრატულ მეტრს აერთიანებდეს და მას აუცილებლად უწყვეტად მიეწოდებოდეს წყალი.
ზოგიერთი ადამიანისთვის ჩითილსა და ნერგს შორის განსხვავება ბუნდოვანია, ამიტომ კარგი იქნება თუ ამ ორ სიტყვას ერთმანეთისგან გავმიჯნავთ. ჩითილი იგივე ნერგია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას მოსავლის მისაღებად, გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება. უფრო ნათლად რომ წარმოიდგინო, თუ ნერგი დათესვის შემდეგ ნაყოფს 90 დღეში გაძლევს, ჩითილით ნაყოფის მიღება 55-დან 60 დღემდეა შესაძლებელი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩითილი არის მცენარის ნერგი, რომელიც უკვე გადასარგავად მზად არის და ფაქტობრივად, ჩითილის სახით, შენ გაქვს გარანტია, რომ მცენარე აუცილებლად გაიხარებს, რადგან ჩითილი ფაქტობრივად უკვე გახარებულია, საჭიროა მხოლოდ მისი გრუნტში გადარგვა.
დღეს, “მზა ჩითილი” პროდუქციას 11 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ სათბურებში ამზადებს. თუ ბაზარზე მოთხოვნა აიწევს, კომპანიას რესურსი აქვს ერთდროულად დაახლოებით 7 მილიონი ჩითილი აწარმოოს.
“მზა ჩითილი”, ასევე არის ერთადერთი საწარმო საქართველოში, რომელიც ამზადებს დამყნობილ ჩითილებს. დამყნობილი ჩითილი ველურია, რაც ნიშნავს, რომ ის უძლებს ყველანაირ პირობას და მიკრობს, რითაც შეიძლება ნერგი დაავადდეს. ჩვეულებრივი, შინაური ნერგის შემთხვევაში, გარკვეული დაავადებების დროს, მცენარე ხმება, დამყნობილი ჩითილი კი, მაქსიმალურად გამძლეა. მეტიც, თუ ჩვეულებრივი მცენარე ცოცხლობს ექვსი თვე, დამყნობილი ჩითილიდან გამოზრდილი მცენარე ცოცხლობს ცხრა თვე, შესაბამისად, შენ, მისგან უფრო მეტ მოსავალს მიიღებ.
ჩითილების მომზადების პროცესი
მას შემდეგ, რაც “მზა ჩითილი” სპეციალური მანქანის საშუალებით, ტორფს სხვადასხვა მინარევს გაურევს და თესლს მიწაში
დათესავს, თესლი გადადის სპეციალურ აღმოსაცენებელ ოთახში, სადაც ხდება მისი გაღვივება. გაღვივების შემდეგ თესლი გადააქვთ
სპეციალურ კამერაში, სადაც ტემპერატურა და სინესტე საჭიროებისამებრ არის განსაზღვრული. სამი დღის შემდეგ, მომზადებული
თესლები გადააქვთ სათბურში, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ჩითილი სწორად გაიზარდოს: სათბურში არის
იდეალური ტემპერატურა ნორმალური ზრდისთვის, ჩართულია მორწყვის რეჟიმი და ხდება ჩითილების წესისამებრ დამუშავება. ამ
პროცესების გავლის შემდეგ, მალევე, ჩითილი მზად არის გადასარგავად.
რეკომენდაციები
რა გავითვალისწინოთ სახლში ჩითილების დარგვისას
პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება სახლის პირობებში ბოსტნეულის მოყვანით. აქედან
გამომდინარე, “მზა ჩითილზე” მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა საცალო გაყიდვების მიმართულებით, რაც ნიშნავს, რომ
ადამიანები ჩითილებს სახლის პირობებში, პირადი გამოყენებისთვის ყიდულობენ. განსაკუთრებით პოპულარული — კიტრის,
პომიდვრისა და წიწაკის ჩითილები აღმოჩნდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ წიწაკა შედარებით რთული მოსავლელია, რადგან
გასახარად მეტი დრო სჭირდება. თუ შენც იმ ადამიანების სიაში ხარ, რომლებსაც სურთ ჰქონდეთ საკუთარი, ჯანსაღი ბოსტნეული,
ალბათ, დარგვასთან დაკავშირებით, რამდენიმე რჩევას სიამოვნებით მიიღებ.
ქოთნისთვის აარჩიე ნათელი ადგილი, ფანჯარასთან;
გადარგე ჩითილი დღის გრილ საათებში, სასურველია დილით ადრე;
დარგვამდე მორწყე ჩითილი, რადგან ეს პროცესი აადვილებს ნერგის ვიოლიდან (კონტეინერიდან) უვნებლად ამოღებას;
ჩითილი ყუთიდან ამოიღე ღეროთი, რათა არ დააზიანო საძირე;
დარგე ჩითილი შეძენიდან ორი დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს შანსი, რომ ჩითილმა არ
გაიხაროს;
გამზადებულ ნიადაგზე, ჩითილის მოსათავსებლად გააკეთე 5-6 სანტიმეტრიანი ორმო, მიწის დონე არ უნდა იყოს ჩითილზე
მაღლა;
დარგვისთანავე, მორწყე ჩითილი საკმარისი რაოდენობის წყლით და მორწყე ის დღეში სამჯერ;
დარგვიდან ერთი კვირის შემდეგ, მიაბი იგი თოკსა ან სარზე, სხვა შემთხვევაში ჩითილი ჩამოიხრება და შეეხება
მიწას;
გადარგვიდან 2-3 დღის განმავლობაში წვეთოვანით მიაწოდე ფესვს გამაძლიერებელი სასუქი;
სახლში სასურველი ბოსტნეულის დასარგავად დაგჭირდება:
ეზო ან მოზრდილი ქოთანი — ჩითილს გასახარად ადგილი სჭირდება. შენი ოჯახისთვის, პატარა ეზოში დარგული ჩითილიც საკმარისი იქნება, თუმცა, თუ ჩითილის დარგვას ბინის პირობებში ფიქრობ, იქონიე მოზრდილი ქოთანი.
ტორფირებული მიწა — ტორფი ეკოლოგიურად სუფთა აგრონომიული ნედლეულია, რომელსაც ორგანულ სასუქად იყენებენ. ტორფი ეფექტური საშუალებაა ზედმეტად ფხვიერი ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რაც თავისმხრივ უზრუნველყოფს მცენარის სწრაფ და ჯანმრთელ ზრდას.
ქვები დრენაჟისთვის — დრენაჟები გამოგადგება მაშინ, თუ შემთხვევით ჩითილს ზედმეტ წყალს დაუსხამ. ის შეისრუტავს ზედმეტ სითხეს და მცენარეს დალპობისგან გადაარჩენს.
ჩითილი — შეუკვეთე სასურველი ბოსტნეულის ჩითილი “მზა ჩითილის” ვებ-გვერდიდან www.mzachitili.com-იდან და აიღე გამზადებული შენაძენი რ. აგლაძის 37 ნომერში. იმ შემთხვევაში, თუ დიდი რაოდენობით ჩითილებს შეუკვეთავ, შეგიძლია მიტანის სერვისითაც ისარგებლო.