ბლოგი

იდეა, ზღვის კონტეინერი და ბევრი შანსი ანუ რა არის RoomBox?

ოქტომბერი 2021

რა რეაქცია გექნებათ, თუ გეტყვით, რომ სურვილის გაჩენიდან რამდენიმე კვირაში შეგიძლიათ გადაბარგდეთ თანამედროვე, კომფორტულ, მყუდო საცხოვრებელ სახლში? ან დადგათ ოფისი სასურველ ლოკაციაზე? ან საერთოდაც საკუთარი სასტუმრო ბიზნესი დაიწყოთ? სავარაუდოდ ზემოთ ჩამოთვლილ იდეებს ფანტასტიკის ჟანრს მიაკუთვნებთ და მშვიდად განაგრძნობთ თქვენს დღეს. ჩვენ კი, გადავწყვიტეთ, რომ მეტი მოტივაცია მოგცეთ და დაგაჯეროთ, რომ იქ სადაც არის იდეა და სურვილი, აუცილებლად ჩნდება შესაძლებლობები.

RoomBox/რუმბოქსი ასე ეწოდება კომპანიას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და უკვე მოექცა მომხარებლისა თუ ბიზნესის ყურადღების ცენტრში

კომპანია, საზღვაო სატვირთო კონტეინერებისგან აწარმოებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმრო ნომრებსა და საოფისე ფართებს. მოდულების შექმნისას გათვალისწინებულია სივრცის ოპტიმალურად ათვისებისა და ცვალებადი კლიმატური პირობების ფაქტორი. კონტეინერის სახლის თუ სასტუმრო ნომრის შექმნისას გამოყენებული მასალა და შესრულების ხარისხი სრულად აკმაყოფილებს უმაღლეს სტანდარტებს.

ძირითადი უპირატესობები:

მობილობა

კონტეინერის სახლი, სასტუმრო თუ საოფისე სივრცე სრულად მობილურია და თქვენთვის სასურველ ლოკაციაზე შეგიძლიათ განათავსოთ.

მოქნილობა

რთული კლიმატური პირობები, უსწორმასწორო რელიეფი და სხვა გარემო ფაქტორები პრობლემას არ წარმოადგენს რუმბოქსის განსათავსებლად.

დრო

სასურველი მოდულის შერჩევისა და შეკვეთის შემდგომ, მის დასამზადებლად სულ რაღაც 10 კვირაა საჭირო.

ენერგოეფექტურობა

პროდუქტი სრულად პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და გაძლევთ საშუალებას იყოთ ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს, ამავდროულად -ენერგოეფექტურია. მოდულები გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაციით, მათ დასამზადებლად გამოყენებული მასალა კი ეკოლოგიურად სუფთა და ცეცხლ-მედეგია.

სასურველ მოდულის შერჩევა თქვენი საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ. მცირე ზომის საკუთარი სახლი, დიდი აგარაკი, საოფისე სივრცე თუ სასტუმრო ნომერი - კომპანია მარტივ გადაწყვეტილებას შემოგთავაზებთ.

თიბისი ლიზინგისა და რუმბოქსის თანამშრომლობის ფარგლებში, საშუალება გეძლევათ სასურველი მიზნისთვის დაფინანსება მარტივი და სწრაფი გზით მოიპოვოთ. გამოიყენეთ იდეა, საზღვაო კონტეინერი და ბევრი შანსი!

ავტორი: ლალიკო თუმანიშვილი