სიახლეები

ლიზინგის ხელშეკრულების ცვლილება

თებერვალი 2022

ძვირფასო მომხარებლებო, გაცნობებთ, რომ 2020 წლის 14 თებერვლიდან ძალაში შედის შემდეგი ცვლილება:

უცხოურ ვალუტაში დადებული ლიზინგის ხელშეკრულების შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის გამცემისათვის სალიზინგო საზღაურის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ლარებში სალიზინგო საზღაურის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

სალიზინგო საზღაურის გრაფიკით დადგენილ ვადაზე დაგვიანებით გადახდისას, ასევე ხელშეკრულებით ან ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საზღაურის დაფარვის შემთხვევაში ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს ლარებში, ფაქტობრივი გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ ანგარიშსწორების განხორციელების წესი შესაძლოა შეიცვალოს ცალმხრივად ლიზინგის გამცემის შეტყობინების საფუძველზე.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ თიბისი ლიზინგის წარმომადგენელს.