გამარჯობა
როგორც იცით, თქვენს სატრანსპორტო საშუალებებზე დაწერილ ადმინისტრაციულ (პარკირების/საპატრულო) ჯარიმებს თიბისი ლიზინგი საშუამავლო კომპანიის მომსახურებით ფარავს.
15 ივნისიდან, საშუამავლოს მიერ ტარიფის გაზრდის გამო, თითოეულ ჯარიმაზე დასარიციხი საკომისიო შეადგენს 2 ლარს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ გამოწერილი ჯარიმის შესახებ ინფორმაციას თავადაც იღებთ ადმინისტრაციული ორგანოებისგან SMS-ის სახით, შესაბამისად, შეგიძლიათ გამოწერისთანავე დაფაროთ თქვენთვის მოსახერხებელი არხებით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ თიბისი ლიზინგის წარმომადგენელს.