სიახლეები

6 თვიანი საშეღავათო პერიოდი ყველა ავტოცენტრში - თიბისი ლიზინგის შეთავაზება

ნოემბერი 2024

თიბისი ლიზინგის სპეციალური შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ნებისმიერი ავტოცენტრიდან მანქანის გამოყვანისას მომხმარებელი 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებს. შეთავაზება ძალაში 15 ნოემბერს შევიდა და 31 დეკემბრამდე იქნება აქტიური.

„ახალი ავტომობილების შეძენის წახალისების მიზნით, პარტნიორებთან ერთად დავგეგმეთ საახალწლო აქცია, რომლის ფარგლებშიც შეგიძლია მანქანა დღეს იყიდო, გადახდა კი, გაზაფხულზე დაიწყო. ამავდროულად, საჭირო თანამონაწილეობის თანხა 10%-დან იწყება, საპროცენტო განაკვეთიც სპეციალური, სტანდარტულზე დაბალია. განცხადების დამუშავებისა და ავტომობილის გაყვანისთვის კი, 1 დღე სრულიად საკმარისია.“

ცნობისთვის, შეთავაზებით სარგებლობისთვის შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერ ავტოცენტრს ეწვიოთ, სასურველი მოდელის შერჩევის შემდეგ კი, თიბისი ლიზინგის დაფინანსება მოითხოვოთ, ან დაუკავშირდეთ საფინანსო ინსტიტუტს და თავად დაამუშავებენ წინადადებას. შეგახსენებთ, რომ ლიზინგით სარგებლობისთვის არ არის საჭირო უზრუნველყოფის საგნის წარმოდგენა, რადგან დაფინანსებული აქტივი თავად წარმოადგენს მას.