სიახლეები

ჩაერთეთ მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამაში

ივლისი 2025

განცხადებების მიღება 14 ივლისს იწყება.

ისარგებლეთ სუბსიდირებული ლიზინგით და შეიძინეთ მოსავლის ასაღები ტექნიკა სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA) თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.

დასაფინანსებელი აქტივი უნდა იყოს ახალი და აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • წარმოებული უნდა იყოს შესყიდვამდე არაუმეტეს ორი კალენდარული წლით ადრე.
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკაზე საგარანტიო პირობები უნდა ვრცელდებოდეს განაცხადის წარდგენიდან არანაკლებ 6 თვის ვადით.

სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში არაუმეტეს 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 250, 000 ლარისა.

შესაძენად დარჩენილი თანხის ნაწილს თიბისი ლიზინგი დაგიფინანსებთ.

საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი 11%-დან

  • დაფინანსება დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე
  • სეზონური გრაფიკის შეთავაზების შესაძლებლობა
  • სუბსიდირებული საპროცენტო განაკვეთი
  • ლიზინგის დამტკიცება 1 სამუშაო დღეში

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 01 03 30 - ლანა სოსელია