ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის სტიმულირების ახალი, ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება დაიწყო.
ტექნიკური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს გრანტებს ცხრილში მოცემული პირობების გათვალისწინებით და ვრცელდება შემდეგ მიმართულებებზე:
მომსახურების სახე | მომსახურებით მოსარგებლე უფლებამოსილი პირი | სააგენტოს პროცენტული თანადაფინანსება | ბენეფიციარის პროცენტული თანამონაწილეობა |
---|---|---|---|
პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება | IV და III ზომითი კატეგორიის საწარმო | IV კატეგორია - 90% III კატეგორია - 80 % |
IV კატეგორია - 10% III კატეგორია - 20 % |
ბრენდინგი/პროდუქტის შეფუთვა | IV ზომითი კატეგორიის საწარმო | IV კატეგორია - 90% | IV კატეგორია - 10% |
საერთაშორისო ქსელში შესვლა | IV და III ზომითი კატეგორია საწარმო | IV კატეგორია - 90% III კატეგორია - 80 % |
IV კატეგორია - 10% III კატეგორია - 20 % |
პროგრამა მოიცავს შემდეგ სექტორებს: ტანსაცმელი, ტყავი და ტყავის ნაწარმი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, კომბინირებული საკვების წარმოება შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის, ვეტერინარული პროდუქტები, ავეჯის წარმოება, ძვირფასეულობა და მასთან დაკავშირებული ნაკეთობების წარმოება, შესაფუთი მასალები, საკვები და სასმელი პროდუქტები (გარდა ღვინისა). აგროსასურსათო პროდუქციაზე ვრცელდება მხოლოდ საერთაშორისო ქსელში შესვლის კომპონენტი.
განაცხადების მიღება წარმოებს ქვეყნის ექსპორტიორთა პლატფორმაზე www.tradewithgeorgia.com 2022 წლის 7 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://tradewithgeorgia.com/events/sertifitsireba-teknikuri-dakhmareba-ta-2