ძვირფასო მომხარებლებო, გაცნობებთ, რომ ტექ. დათვალიერების მარეგულირებელ ნორმაში
შევიდა ცვლილება და გამკაცრდა საჯარიმო სანქციის გამოწერის პირობა:
იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ
გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გამოიწვევს:
-
პირველ ეტაპზე, ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის, ხოლო იურიდიული პირის
დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით
-
თუ ლიზინგის მიმღები ჯარიმის გამოწერიდან 30 დღის ვადაში არ გაატარებს სატრანსპორტო
საშუალებას ტექ. დათვალიერებას დაჯარიმდება განმეორებით. ფიზიკური პირი 150 ლარის
ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი– 300 ლარის ოდენობით.
-
კვლავ განმეორება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის, ხოლო
იურიდიული პირის– 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.
-
თუ ლიზინგის მიმღები მესამედ ჯარიმის გამოწერიდან 30 დღის ვადაში არ გაატარებს
სატრანსპორტო საშუალებას ტექ. დათვალიერებას დაჯარიმდება განმეორებით -
ფიზიკური პირი 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი– 700 ლარის ოდენობით.
-
და თუ ლიზინგის მიმღები არ გადაიხდის გამოწერილ ჯარიმას (ეხება ყველა ეტაპს)
30 დღის ვადის გასვლის შემდეგ დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობის არაუმეტეს
500 ლარისა, ჯარიმის ან/და საურავის 30 დღიან ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში 6
თვის ვადით შეუჩერდება სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის)
მართვის უფლება.
შენიშვნა: ჯარიმის იძულებითი აღსრულება ან
ჯარიმის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ
ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისგან.
საკანონმდებლო ცვლილებებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:
https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5740606?publication=0#DOCUMENT:1;