კონფიდენციალურობის პოლიტიკა

როგორ ხდება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება და გამოყენება სს „თიბისი ლიზინგის“ მიერ

ვინ ვართ

სს „თიბისი ლიზინგი“ არის საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სალიზინგო კომპანია.
საიდენთიფიკაციო ნომერი: 205016560
იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #76 „მ“

თანხმობა პერსონალურ და ბიომეტრიულ მონაცემთა დამუვებაზე

წინამდებარე დოკუმენტზე თანხმის გამოხატვით თქვენ ადასტურებ, რომ სს „თიბისი ლიზინგი“ თქვენი იდენტიფიცირება/ვერიფიკაციის და მომსახურების გაწევის მიზნით, უფლებამოსილია მიიღოს და დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, მათ შორის ბიომეტრიული მონაცემი, მიღებული დისტანციური იდენტიფიცირებისას თქვენი სახის, თქვენი პირადობის მოწმობის ან საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტო გადაღების/ვიდეო ჩანაწერის გაკეთების დროს, ასევე მიიღოს და დაამუშავოს აღნიშნულ დოკუმენტებში არსებული პერსონალური მონაცემები და შეამოწმოს აღნიშნული მონაცემების სიზუსტე თქვენთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების, სალიზინგო მომსახურების გაწევის მიზნით. ამასთანავე წინამდებარე თანხმობით ადასტურებთ რომ თქვენი მონაცემების, მათ შორის პერსონალური მონაცემების შენახვას კომპანია ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი ვადით. აქვე ადასტურებთ რომ, იდენტიფიცირების მიზნით, თქვენს მიერ მოწოდებული ყველა პერსონალური მონაცემი იქნება უტყუარი და ზუსტი, ხოლო წარდგენილი დოკუმენტები მოქმედი და ნამდვილი. დამატებით ბიომეტრიულ მონაცემთა დამუშავებაზე გთხოვთ იხილოთ შესაბამისი თავი.

ციფრულ არხებში თქვენი ინფორმაციის უსაფთხოება

  • მესამე პირები (აპლიკაციები/სერვისები): სს თიბისი ლიზინგის ვებ-გვერდიდან თქვენი ინფორმაციული მოწყობილობის ნომერი, მოდელი, ბრენდი, სახელი, საოპერაციო სისტემის ვერსია, თიბისი აპლიკაციის ვერსიის შესახებ ინფორმაცია გადაეცება ისეთ აპლიკაციებს, როგორიცაა: Google analytics. მოცემული აპლიკაციები თანხვედრაშია GDPR -თან (General Data Protection Guide).
  • მომსახურების გაუმჯობესების მიზნით სს „თიბისი ლიზინგი“ უფლებამოსილია დააკვირდეს მომხმარებლის ქცევას, რომელიც ხორციელდება ციფრულ არხებში. აღნიშნული დაკვირვება არ მოიცავს პერსონალური / კონფიდენციალური / კომერციული მონაცემების შეგროვებას ან სხვა ფორმით დამუშავებას. დაკვირვების პროცესის მიზანი არ არის იდენტიფიცირებული მომხმარებლის ქცევის გაანალიზება, არამედ ემსახურება ზოგადად მომხმარებლების აქტივობის შესწავლას. „აღნიშნული არაიდენტიფიცირებადი მონაცმების დამუშავება შესაძლოა განხორციელდეს facebook Pixel-ის და Firebase-ის პროგრამული უზრუნველყოფით.“

ინფორმაციის შენარჩუნების / წაშლის / გაასწორების / განახლების / დამატების / დაბლოკვის / გაანადგურების პოლიტიკა

თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა / გაასწორება / განახლება / დამატება / დაბლოკვა / გაანადგურება შესატყვისი მოთხოვნის გამოგზავნით ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე info@tbcleasing.ge. მოთხოვნის მიღების შემდეგ სს „თიბისი ლიზინგი“ შესაბამის ვადებში (3-იდან 5 სამუშაო დღემდე) მოახდენს რეაგირებას თქვენს განცხადებაზე და საჭიროების შემთვევაში თქვენ მონაცემებს განაახლებს/გაასწორებს/დაამატებს ახალ მოცამემს/დაბლოკავს, ხოლოდ წაშლის/განადგურების მოთხოვნის შემთხვევაში წაშლის/გაანადგურებს, რათა შეწყდეს მონაცემთა დამუშავება. იმ შემთვევაში, თუ სალიზინგო კომპანია ჩათვლის თქვენს მოთხვნას არალეგიტიმურად თქვენ (მონაცემთა სუბიექტს) გამოგეგზავენებათ დასაბუთებული უარი განცხადებაში მითითებულ ელ. ფოსტაზე.

ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება

მომსახურების გაწევის მიზნით სალიზინგო კომპანიამ შესაძლოა დაამუშავოს თქვენი ბიომეტრიული მონაცემები, მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობით, იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის გავლისას და წესებსა და პირობებზე აქტიური მოქმედებით თანხმობის გამოხატვისას, მათ შორის მესამე პირის მომსახურების გამოყენების საშუალებით, თქვენს მიერ კონკრეტულ ღილაკზე დაკლიკებით გამოხატული თანხმობის ან/და ე.წ. Check Box-(ებ)ის მონიშვნით აქტიური ქმედების შედეგად გამოხატული თანხმობის საფუძველზე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფორმით გამოხატული თანხმობის საფუძველზე, რა დროსაც კანონით დადგენილი წესების შესამბამისად მოხდება თქვენი პიროვნების იდენტიპფიკაცია/ვერიფიკაცია. ასეთი მონაცემების დამუშავების პირდაპირი მიზანია სუბიექტის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია დისტანციურად, ხმით ან/და ვიზუალურად (ფოტოსურათით/ვიდეო ჩანაწერით). პირის ვიზუალურად იდენტიფიკაციის პროცესში თქვენი მონაცემები ტექნიკურად დამუშავების მიზნით შესაძლოა გადაეცეს კომპანია Google-ს. მონაცმების ტექნიკურად დამუშავების შემდეგ არ ხდება მათი შენახვა აღნიშნული კომპანიების მიერ.

შეტყობინება თქვენი პერსონალური ინფორმაციის დაცვის მექანიზმების შესახებ

წინამდებარე შეტყობინება ეხება პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით სს „თიბისი ლიზინგში“ (შემდგომში - „სალიზინგო კომპანია“) არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც სალიზინგო კომპანია იცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას, რომელსაც სალიზინგო კომპანია მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირება

ჩვენ, სს „თიბისი ლიზინგის“ გუნდი, გპირდებით, რომ:

  • ვიზრუნებთ თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებასა და დაცვაზე;
  • არ გამოვიყენებთ თქვენს მონაცემებს არამართლზომიერად;
  • ნებისმიერ დროს მოგაწვდით სრულ და ამომწურავ ინფორმაციას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით.

როგორ გიცავთ კანონი

პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვის დაპირების მსგავსად, აღნიშნულ მონაცემებს იცავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი. კანონმდებლობის თანახმად, თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. თქვენ გაქვთ უფლება მიიღოთ შემდეგი ინფორმაცია:

  • რომელი მონაცემები მუშავდება თქვენს შესახებ;
  • მონაცემთა დამუშავების მიზანი;
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი;
  • რა გზით შეგროვდა თქვენი მონაცემები;
  • ვის გადაეცა თქვენი მონაცემები;
  • მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი.
  • თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო კანონმდებლობის, სალიზინგო კომპანიების საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან.

კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენი პირადი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პირადი მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საგადასახადო კანონმდებლობის, სალიზინგო კომპანიების საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობიდან.

აღნიშნული ინფორმაციის თქვენთვის მოწოდების ვალდებულება სალიზინგო კომპანიას წარმოეშვება თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში. პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი გაგვაჩნია.

სალიზინგო კომპანიას აქვს თქვენი ინფორმაციის გამოყენების კანონიერი საფუძველი, რაც გულისხმობს ბიზნესთან დაკავშირებული ან/და კომერციული მიზნის არსებობას. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც, სალიზინგო კომპანიას მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული თქვენი ინტერესების შელახვისაკენ

ქვემოთ მოცემულია მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები, რომლის ფონზეც ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას. ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის, ჩვენ წარმოგიდგენთ თქვენი ინფორმაციის გამოყენების მიზნებს და ჩვენს სამართლებრივ საფუძვლებს:

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას: ჩვენი მიზანი: ჩვენი სამართლებრივი საფუძველი:
  • თქვენთან ურთიერთობისთვის
  • თქვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განსავითარებლად;
  • მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად და განსახორციელებლად;
  • იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ კლიენტები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;
  • ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა თუ რეკომენდაციების მისაღებად;
  • ჩვენი ბრენდების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/სამართავად;
  • მონაცემების განახლება, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდება;
  • პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;
  • ახალი პროდუქტებისა თუ მომსახურების შეთავაზებისთვის კლიენტთა ფოკუს ჯგუფების განსაზღვრა;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობების ეფექტიანად შესრულება.
  • თქვენი თანხმობა;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა
  • ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მისაწოდებლად;
  • კლიენტების გადახდების განსახორციელებლად და სამართავად
  • კლიენტის საკომისიოებისა და პროცენტის სამართავად;
  • საინვესტიციო პროდუქტების და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება;
  • ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • თქვენი თანხმობა;
  • სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულება;
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა
  • ფინანსური დანაშაულის გამოსავლენად, გამოსაძიებლად, ანგარიშგებისა და პრევენციისათვის
  • ჩვენი და ჩვენი კლიენტების რისკების სამართავად;
  • ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ჩვენი სამოქმედო სტრატეგიების შემუშავება და დახვეწა, ასევე ამ თვალსაზრისით კანონიერი მოვალეობების შესრულება
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა
  • ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად;
  • საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად;
  • ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვა;
  • ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება.
  • ჩვენი კანონიერი ინტერესები;
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობა
  • ხელშეკრულებებით;
  • ნაკისრი უფლებების და ვალდებულებების განხორციელება.
  • სახელშეკრულებო;
  • ვალდებულებების შესრულება
  • რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
  • ჩვენი კანონიერი მოვალეობების და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტიანად შესრულება

პერსონალური ინფორმაციის ჯგუფები

ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას და ვაჯგუფებთ მას შემდეგნაირად:

პერსონალური ინფორმაციის ტიპები აღწერილობა
  • ფინანსური
  • თქვენი ფინანსური პოზიცია, სტატუსი და ისტორია
  • საკონტაქტო ინფორმაცია
  • საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია
  • სოციო-დემოგრაფიული
  • დეტალური ინფორმაცია თქვენი სამუშაო ადგილის ან პროფესიის შესახებ; აგრეთვე ინფორმაცია თქვენი ეროვნების, განათლების, სოციალური თუ ეკონომიკური კატეგორიისადმი კუთვნილების შესახებ
  • ტრანზაქციასთან დაკავშირებული
  • დეტალური ინფორმაცია სალიზინგო კომპანიაში თქვენს ანგარიშზე წარმოებული ტრანზაქციების შესახებ
  • სახელშეკრულებო
  • დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ
  • ლოკაციური
  • მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა სალიზინგო კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის დახმარებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან, ან იმ ლიზინგის საგნის ადგილმდეგარეობიდან, რომლითაც სარგებლობთ სალიზინგო მომსახურების პერიოდში
  • ქცევითი
  • დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას
  • ტექნოლოგიური
  • ინფორმაცია თქვენ მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ
  • საკომუნიკაციო
  • ინფორმაცია, რომელსაც სალიზინგო კომპანია მოიპოვებს თქვენს შესახებ წერილებიდან, ელექტრონული წერილებიდან კლიენტსა და სალიზინგო კომპანიას შორის განხორციელებული სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით. ასევე სატელეფონო კომუნიკაციისას, ჩვენს მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით თქვენი პასუხებიდან.
  • სოციალური ურთიერთობები
  • თქვენი ოჯახის წევრები
  • დოკუმენტური მონაცემები
  • სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაბადების მოწმობა, ავტომობილის მართვის მოწმობა და/ან სხვა დოკუმენტ(ებ)ი.
  • განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და სხვა რეგულაციები ზოგიერთ პერსონალურ მონაცემს განიხილავს, როგორც განსაკუთრებული ტიპის ინფორმაციას. ამ ტიპის მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დამუშავება ემსახურება კანონით მკაცრად განსაზღვრულ მიზანს. ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება:
    • რასობრივი თუ ეთნიკური კუთვნილების შესახებ ინფორმაცი
    • პოლიტიკური შეხედულებები
    • რელიგიური თუ ფილოსოფიური მწრამსი
    • ინფორმაცია პროფესიული კავშირის წევრობის შესახებ
    • გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემები
    • მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით
    • ინფორმაცია ნასამართლობის, ადმინისტრაციული პატიმრობის, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, პირთან საპროცესო შეთანხმების დადების, განრიდების, დანაშაულის მსხვერპლად აღიარების ან დაზარალებულად ცნობის შესახებ

რა წყაროებიდან მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას

თქვენს შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია სალიზინგო კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემებს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:

  • როცა მოგვმართავთ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად;
  • როცა კომუნიკაცია ხორციელდება ტელეფონის საშუალებით ან უშუალოდ ფილიალში ვიზიტის დროს;
  • როცა თქვენ იყენებთ ჩვენს ვებ-გვერდებს, ან იყენებთ ვებ-ჩეთს; როცა აგზავნით წერილებს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით

„მზა ჩანაწერები“ (Cookies)

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს და ვაკვირდებით ჩვენს ვებ-გვერდზე მომხამრებლების ქცევას რათა დავრწმუნდეთ, რომ გთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას ჩვენს ვებ-გვერდზე ყოფნისას და შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციის და ქცევის შესახებ, კერძოდ:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე და მომხმარებლის პირად პორტალზე შემოსვლა.
  • ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ.
  • ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე მოხდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციულ ელემენტების გამოყენება და ა.შ.
  • ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა

მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:

  • ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.
  • ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.
  • ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სხვა დანაშაულებრივი ღონისძიებების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
  • ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
  • მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.
  • ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად. ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა“ ღილაკზე დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკა“-ს, თუმცა გააგრძელებთ ვებ-გვერდის გამოყენებას, აღნიშნული ქმედება მაინც ჩაითვლება თქვენს თანხმობად ზემოდ აღნიშნულ ქმედებაზე ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით cookie-სფაილებს.
  • კანონმდელბობითა და მარეგულირებელთა დადგენილი სხვა მიზნებისა და რეგულაციების დაცვის/განხორციელების მიზნით.

მესამე პირებისგან მიღებული ინფორმაცია

ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ და მივიღოთ ინფორმაცია მესამე პირისგანაც, მაგალითად, ჩვენი ჯგუფის წევრი კომპანიებისგან ან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსგან მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ინფორმაცია, ასევე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან. აღნიშნული ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ან სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებმაც თქვენს მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ, მაგალითად:

  • თუ თქვენ გნებავთ კონკრეტული სალიზინგო პროდუქტით სარგებლობა, რომლის მიზენბისთვისაც საჭიროა ლიზინგის საგნის მომწოდებლის დახმარება (როგორებიცაა მაგალითად, ტოიტა ცენტრი თბილისი, მერსედესის ცენტრი და სხვა)
  • თუ თქვენ დაზღვევას ჩვენი მეშვეობით ახორციელებთ, ჩვენ შესაძლოა თქვენი პერსონალური თუ ბიზნეს მონაცემები გადავცეთ სადაზღვევო კომპანიას და ნებისმიერ გადამზღვევს.
  • თუ თქვენ გაქვთ სადაზღვევო მოთხოვნა, თქვენ მიერ ჩვენთვის ან მზღვეველისთვის მიწოდებული ინფორმაცია შესაძლოა შევიტანოთ მოთხოვნათა რეესტრში. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება სხვა მზღვეველებისთვისაც.
  • თუ თქვენ ჩვენთან გაქვთ უზრუნველყოფილი ლიზინგი (თავდებობა, გირავნობა, იპოთეკა და/ან ა.შ.), ჩვენ შესაძლოა ინფორმაცია გავუზიაროთ თავდებებს და/ან უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის მესაკუთრეებს. ასევე შესაძლოა შესაძლოა ჩვენ ინფორმაცია გავუზიაროთ სხვა კრედიტორებს, რომლებიც ასევე არიან იგივე საგნ(ებ)ის მოგირავნეები / იპოთეკარები.

ჩვენ ასევე შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ ლიზინინგო კომპანიის სტრუქტურა მომავალში შეიცვლება, მაგალითად:

  • ჩვენ შესაძლოა გავყიდოთ, გადავცეთ, ან მოვახდინოთ ბიზნესის, ან აქტივების ნაწილზე მოთხოვნის უფლების დათმობა. რომელიმე ზემოხსენებული პროცესის განხორციელების შემთხვევაში, თქვენი ინფორმაცია შესაძლოა გავუზიაროთ სხვა მხარეებს. თუმცა, ასეთი ინფორმაციის გაზიარებამდე ხსენებულმა მხარეებმა სავალდებულო წესით უნდა განაცხადონ თანხმობა, დაამუშაონ თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად კანომდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
  • ჩვენი ჯგუფის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში, სხვა მხარეებმა შესაძლოა თქვენი მონაცემები გამოიყენონ მხოლოდ ისე და იმ ფარგლებში, როგორც ეს წინამდებარე დოკუმენტით და კანონმდებლობით არის რეგულირებული.

როგორ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას ავტომატური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ზოგჯერ ავტომატური გადაწყვეტილებების მისაღებად, მათ შორის პროფილირებისთვის, ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ან ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა სხვა პირებისგან მიღების უფლებამოსილებაც გაგვაჩნია კანონმდებლობით ან თქვენთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან თქვენს მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე. აღნიშნული ჩვენ გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური. ამგვარი ავტომატური გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს პროდუქტების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხზე, რომლებსაც ჩვენ გთავაზობთ ახლა ან შემოგთავაზებთ მომავალში. იმ შემთვევაში, თუ არ არსებობს საფუძველი (საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, თანხმობა), თქვენ უფლება გაქვთ არ დაეთანხმოთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატიზებულ დამუშავებაზე, მათ შორის პროფილირბაზე, რაც წარმოშობს თვენთვის სამართლებრივ, ფინანსურ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის შედეგებს.

ქვემოთ მოცემულია ჩვენს მიერ მიღებული ავტომატური გადაწყვეტილებების ტიპები:

ფასწარმოქმნა

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ზოგიერთი პროდუქტისა და მომსახურების ფასთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

პროდუქტებისა და მომსახურების კლიენტების საჭიროებებზე მორგება

ჩვენ ვახდენთ ჩვენი კლიენტების სეგმენტიზაციას ჯგუფებად. ასეთ ჯგუფებს კლიენტთა სეგმენტებს ვუწოდებთ, რომელთაც თქვენი საჭიროებების შესასწავლად ვიყენებთ და მიღებული ცოდნის საფუძველზე, ვცდილობთ თქვენთვის სასურველი და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მიღებას. ეს პროცესი ჩვენ გვეხმარება კლიენტთა სხვადასხვა სეგმენტისათვის რელევანტური პროდუქტებისა და მომსახურებების შექმნასა და მათთან ურთიერთობების დარეგულირებაში.

თაღლითობის გამოვლენა

თქვენი პერსონალური მონაცემები გვეხმარება, დავადგინოთ, შესაძლოა თუ არა თქვენს მიერ სალიზინგო დაფინანსება გამოყენებულ იქნას თაღლითობის თუ ფულის გათეთრების მიზნებისათვის. ჩვენ მიერ თაღლითობის რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებთ, უარი განვაცხდოთ შესაბამისი მომსახურების გაწევაზე.

სალიზინგო მომსახურებით სარგებლობა

თუ თქვენ გადაწყვეტთ ჩვენთან სალიზინგო მომსახურებით სარგებლობას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე შევამოწმებთ კონკრეტული პროდუქტის ან/და მომსახურების რელევანტურობას თქვენთან მიმართებაში. ასევე უზრუნველვყოფთ იმას, რომ თქვენ აკმაყოფილებდეთ სალიზინგო მომსახურებით სარგებლობისათვის საჭირო პირობებს.

სალიზინგო პროექტის (დაფინანსების) დამტკიცება

როცა თქვენ მოგვმართავთ სალიზინგო დაფინანსების (მაგალითად, ავტოლიზინგის ან სხვა) მისაღებად, სალიზინგო კომპანიის შესაბამისი სისტემის გამოყენებით ვიღებთ გადაწყვეტილებას თქვენთვის სალიზინგო დაფინანსების გაცემასთან დაკავშირებით. ამას საკრედიტო ქულების სისტემა ეწოდება. სისტემის ფარგლებში ხდება წარსული მონაცემების გამოყენება იმის შესაფასებლად, რამდენად გადამხდელუნარიანი ხართ, თქვენ მიერ მოთხოვნილი სალიზინგო დაფინანსების თანხასთან მიმართებაში. საკრედიტო ქულების სისტემა სამი წყაროდან იღებს ინფორმაციას:

  • თქვენი განაცხადის შინაარსი;
  • საკრედიტო ორგანიზაციები;
  • ჩვენს ხელთ უკვე არსებული მონაცემები.

კრედიტინფო საქართველო (შემდგომში საკრედიტო საინფორმაციო ბიურო)

როდესაც თქვენ ითხოვთ მომსახურებას ან პროდუქტს, ჩვენ ვამოწმებთ საკრედიტო მონაცემებს, რისთვისაც შეგვიძლია დავუკავშირდეთ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს თუ თქვენ ხართ ჩვენი კლიენტი, ჩვენ შეიძლება ვისარგებლოთ საკრედიტო ინფორმაციის ბიუროს ბაზებით, რაც გაგვიადვილებს თქვენ მიერ მოთხოვნიული სალიზინგო პროდუქტის დამტკიცებას.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსთან შეგვიძლია გავცვალოთ შემდეგი მონაცემები თქვენს შესახებ:

  • სახელი, მისამართი, დაბადების თარიღი
  • საკრედიტო/სალიზინგო განაცხადი
  • ინფორმაცია ნებისმიერი ერთობლივი კრედიტის შესახებ
  • ფინანსური მდგომარეობა (მიმდინარე და წარსული)
  • საჯარო ინფორმაცია ისეთი წყაროებიდან, როგორებიცაა სამეწარმეო და საჯარო რეესტრი და ა შ.
  • სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემი

ამ ინფორმაციას გამოვიყენებთ, რათა:

  • დავადგინოთ, შეგიძლიათ თუ არა სალიზინგო დაფინანსების თანხის გადახდა
  • დავადასტუროთ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორე
  • ხელი შევუწყოთ ფინანსური დანაშაულის დადგენასა და აღკვეთას
  • გავაკონტროლოთ თქვენი სალიზინგო ვალდებულებები
  • მივიღოთ სხვა რელევანტური ინფორმაცია

საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს თქვენს მონაცემებს გავუზიარებთ მანამ, სანამ ჩვენი კლიენტი იქნებით. ამ მონაცემებში შედის ინფორმაცია დაფარულ ან ვადაგადაცილებულ კრედიტებთან დაკავშირებით. თუ თქვენ ხართ ლიზინგის მიმღები, ჩვენ აგრეთვე გავაზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ, სრულად და დროულად ფარავთ თუ არა სალიზინგო საზღაურებს. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შეუძლიათ ეს ინფორმაცია გადასცენ სხვა საკრედიტო ორგანიზაციებს, რომლებსაც თქვენი საკრედიტო სტატუსის შემოწმება სურთ. ჩვენ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ასევე შევატყობინებთ თქვენი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მათი ვებგვერდის საინფორმაციო პორტალზე (www.creditinfo.ge).
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ ორგანოებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების და აღკვეთის მიზნით.
თუ არ ისურვებთ პირადი ინფორმაციის გაცემას, შესაძლოა, შეფერხდეს ან შეუძლებელი გახდეს ჩვენ მიერ თქვენს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის სალიზინგო მომსახურება ან შესაბამისი პროცედურები.

მარკეტინგი

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თქვენი პირადი მონაცემები თქვენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად. ჩვენ წვდომა გვაქვს თქვენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებთ, ან ჩვენ ვაგროვებთ თქვენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით ჩვენ შევისწავლით თქვენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდებათ, რა გაინტერესებთ, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეთ. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს და გიგზავნით მარკეტინგულ შეტყობინებებს, როცა გვაქვს თქვენი თანხმობა ან ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენ გპირდებით რომ ჩვენი საქმიანობა არასდროს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების წინააღმდეგ მიმართული.
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და გვთხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების გამოგზავნის შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილებს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი უსაფრთხოება და ინტერესები, რის გამოც თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ შეტყობინებებს თქვენთვის შემოთავაზებულ პროდუქტებსა და მომსახურებების პირობებში სალიზინგო კომპანიის მიერ განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში; აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 6 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით

ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 6 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის შესაძლებლობა არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო.
თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი.
თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის
საკანონმდებლო საფუძველი.
დაგვიკავშირდით, თუ არ ეთანხმებით ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების გამოყენებას, თუ გაქვთ შეკითხვები ან თუ გნებავთ თქვენი მონაცემების გაუქმება ან გამოყენების შეზღუდვა.

როგორ დაგვიკავშირდეთ

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან, ჩვენს საერთო უფლება-მოვალეობებთან ან ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგი საკომუნიკაციო არხების გამოყენებით:

  • ონლაინ ჩატის ან ელ.ფოსტის საშუალებით - გაესაუბრეთ ჩვენს კონსულტანტებს ონლაინ რეჟიმში info@tbcleasing.ge
  • ეწვიეთ ფილიალს
  • +995 032 212 27 77 - დაგვირეკეთ სამუშაო საათების განმავლობაში 09:30 – 18:30, შაბათ-კვირის გარდა.