სს თიბისი ლიზინგი დაარსდა 2003 წელს და დღეის მდგომარეობით, 4000-ზე მეტ კლიენტს ემსახურება. კომპანიის საბაზრო წილი 70%-ს შეადგენს და მისი მართვის ქვეშ 300 მილიონი ლარის მოცულობის პორტფელია.
თიბისი ლიზინგში დასაქმებულია 100-ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის გუნდის მუშაობა, სისწრაფე და მოქნილობა მიმზიდველს ხდის კომპანიის პროდუქტებსა და სერვისს როგორც დამწყები და მზარდი, ასევე შემდგარი მსხვილი კომპანიებისთვის.
კომპანია მუდმივად ანვითარებს პარტნიორულ ურთიერთობებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მომწოდებლებთან და დღეს პარტნიორთა სიაში არიან ისეთი საერთაშორისო კომპანიები, როგორებიცაა: BSTDB, EBRD, RESPONSABILITY, SYMBIOTICS, MICROVEST, TRIPLE JUMP და სხვა.
აგრეთვე, თიბისი ლიზინგი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, იაფი აგრო-სესხი“.