თიბისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და სანდო ბრენდია ქვეყანაში. ვასოცირდებით პროფესიონალიზმთან, კეთილსინდისიერებასა და გამჭვირვალობასთან. თიბისის შემდგომი წარმატებული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებაში შენარჩუნდეს და გაძლიერდეს მის მიმართ ნდობა და დადებითი განწყობა. ეთიკის კოდექსი (შემდგომში - „კოდექსი“) აყალიბებს ქცევის იმგვარ წესებს, რომელსაც ველოდებით გუნდის ყველა წევრისგან, რაც გვეხმარება ამბიციური ბიზნეს გეგმების შესრულებაში, საზოგადოების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის პროცესში. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სს „თიბისი ლიზინგის“ (შემდგომში კომპანია) შინაგანაწესის განუყოფელ ნაწილს, განკუთვნილია კომპანიის თოთოეული თანამშრომლისთვის და შესასრულებლად სავალდებულოა.
დოკუმენტის მიზანია განვსაზღვროთ თიბისის ეთიკის სტანდარტები, რითაც ხელს შევუწყობთ მომხმარებლებისა და მესამე პირების ინტერესების დაცვას, ჩვენი საქმიანობისა და საზოგადოების განვითარებას.
თიბისის გუნდის თითოეული წევრი წარმოადგენს ბრენდის სახეს. აუცილებელია თითოეულმა მათგანმა საკუთარი სამუშაოს შესრულებისას და მის ფარგლებს გარეთ (სოციალური მედიის სივრცე და სხვ.) იმოქმედოს ბრენდის რეპუტაციის, ინტელექტუალური საკუთრებისა და მარკეტინგის ეთიკის პრინციპების დაცვით.
ჩვენი მისიაა შევუქმნათ ახალი შესაძლებლობები ადამიანებს, მათ იდეებსა და ბიზნესს.
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ გრძელვადიანი მდგრადი შედეგების მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი მისიის შესაბამისად ჩამოყალიბებული კორპორატიული კულტურა.
კომპანია ორიენტირებულია სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე, რაც გულისხმობს თანამშრომლის მხრიდან კეთილსინდისიერ და სამართლიან ქმედებას, არსებული კანონებისა და რეგულაციების დაცვას.
ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქტების/მომსახურებების შეთავაზება და მომხმარებლისთვის სწორი, ზუსტი, უტყუარი, და სრული ინფორმაციის მიწოდება.
პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად მოქმედება გულისხმობს იმას, რომ: ჩვენ მკაფიოდ, სწორად და ზუსტად ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ; ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენს ქმედებებზე.
ჩვენ თანამშრომლებს, კლიენტებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს ვეპყრობით პატივისცემითა და ღირსებით. კომპანია გადაწყვეტილების მიღებისას გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის გამორჩევას რასის, წარმომავლობის, კანის ფერის, რელიგიური აღმსარებლობის, ოჯახური მდგომარეობის, სექსუალური ორიენტაციის, ასაკის მიხედვით და სხვა.
კომპანია პატივს სცემს განსხვავებული შეხედულების მქონე თანამშრომელს და უზრუნველყოფს მათთვის თანაბარი პირობების შექმნას.
ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას და კეთილდღეობის გაზრდას. ჩვენ ვისწრაფვით ჩვენი თანამშრომლებისათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნისა და ჩვენს პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისაკენ და ამავე დროს, წვლილი შეგვაქვს საზოგადოების კეთილდღეობის საქმეში ბიზნესის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერის გზით. ჩვენ ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ყველა დაინტერესებული მხარის წინაშე და მიზნად გვაქვს დასახული ჩვენი კლიენტების, თანამშრომლების, საზოგადოებისა და გარემოსათვის ღირებულებების შექმნა, ისევე როგორც ძლიერი ფინანსური მაჩვენებლების მიღწევა და აქციონერებისათვის ამონაგების ზრდის უზრუნველყოფა.
გუნდური მუშაობა - ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია; თითოეული ჩვენგანი მოქმედებს კომპანიის ინტერესების დაცვით. ჩვენი თანამშრომლები კომპანიის წარმატების ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. ურთიერთმხარდაჭერით მიიღწევა ჩვენი ამბიციური გეგმები
პროფესიონალიზმი - ჩვენ მუდმივად პირველობისთვის ვიბრძვით და დაკისრებულ ამოცანებს ეთიკის სტანდარტების დაცვით, კეთილსინდისიერად ვასრულებთ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე.
კლიენტების კმაყოფილება / მომხმარებელზე ორიენტირებულობა - ჩვენთვის კლიენტების კმაყოფილება უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ განვსაზღვრავთ თითოეული კლიენტის საჭიროებას და ვმოქმედებთ მათ სასარგებლოდ. ჩვენთვის პრიორიტეტულია კლიენტების კმაყოფილების უზრუნველყოფა.
მიზანსწრაფულობა - ჩვენ მიზანსწრაფულები ვართ პირად და კოლექტიური მიზნების განსაზღვრისკენ და მათი შესრულებისკენ. თანამშრომლები მოტივირებულნი არიან თავიანთი საუკეთესო პოტენციალი სრულად გამოიყენონ და გამოავლინონ მაღალი შედეგებისკენ სწრაფისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტულია მიზანსწრაფული თანამშრომელი, რომელიც ისწრაფვის არა მხოლოდ პირადი წარმატებისთვის, არამედ კომპანიას და მისი გუნდის ზრდისთვის და განვითარებისთვის.
გამბედაობა - ჩვენ მუდმივად მზად ვართ გავუმკლავდეთ სირთულეებს და მივიღოთ გათვლადი რისკები ჩვენი მიზნების მისაღწევად, თუმცა ეს არ ნიშნავს გულგრილს ან მოუფიქრებლად მოქმედებას. არ ვუშეეშინდეთ ახალ გამოწვევებს და შეცდომებს, არამედ ვიყენებთ მათ როგორც შესაძლებლობებს სწავლისთვის და ზრდისთვის.
ნებისმიერი პარტნიორული ურთიერთობისას ვითვალისწინებთ ეთიკის პრინციპებს და საზოგადოებისთვის შესაძლო სარგებელს. დაუშვებელია სპონსორობისა და ქველმოქმედების შეპირება.
არ ვთანამშრომლობთ ან/და არ ვაფინანსებთ:
გამჭვირვალობა, ინფორმაციის სიზუსტე და სიცხადე, სწრაფი პასუხი და წვდომა ინფორმაციაზე ჩვენი ბრენდის კომუნიკაციის სტანდარტია, რაც გულისხმობს შემდეგს:
კომპანიის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია ყოველდღიური საქმიანობა წარმართოს დამოუკიდებლად და ობიექტურად ინტერესთა კონფლიქტისგან თავის არიდების გზით.
„ინტერესთა კონფლიქტად“ განიხილება ისეთი შემთხვევა, როდესაც თანამშრომლის პირადი (ან მასთან დაკავშირებული პირის) ინტერესი შესაძლოა დაკმაყოფილდეს კომპანიის, მისი აქციონერის ან კლიენტის ინტერესების ხარჯზე, რამაც შეიძლება დააზარალოს ჩამოთვლილ მხარეთაგან ერთ-ერთი მაინც.
ინტერესთა კონფლიქტი შესაძლოა წარმოიშვას მაშინ, როდესაც თქვენ ან თქვენთან დაკავშირებული მხარე იღებთ ისეთ პირად სარგებელს, პროდუქტებს, მომსახურებებს ან შეღავათიან პირობებს კომპანიაში თქვენი ან თქვენთან დაკავშირებული პირის პოზიციიდან გამომდინარე, რასაც აღნიშნული პოზიციის არარსებობის შემთხვევაში ვერ მიიღებდით. ამგვარმა გარემოებებმა შესაძლოა ხელი შეუშალოს თქვენ მიერ მოვალეობების დამოუკიდებლად და ობიექტურად შესრულებას.
სხვა ისეთი გარემოებები, როდესაც შესაძლოა წარმოიქმნას ინტერესთა კონფლიქტი:
თითოეული თანამშრომელი პასუხისმგებელია ნებისმიერი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნებასა და მისგან თავის არიდებაზე.
თანამშრომლებმა უნდა იმოქმედონ სათანადო ყურადღებით და გონივრულად და შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და ობიექტურობა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.
კომპანიის მონაცემთა ბაზა შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მკაცრად კონფიდენციალურ ინფორმაციას და მონაცემებს, რომელთა გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს კომპანიას, მის კლიენტებს ან/და საზოგადოებას. შესაბამისად, კომპანიაში არსებული ინფორმაცია კლასიფიცირდება, როგორც საჯარო, შიდა, კონფიდენციალური ან მკაცრად კონფიდენციალური. თითოეული კატეგორიის ინფორმაციის მუშავდება კლასიფიკაციის შესაბამისად.
კომპანიის თითოეული თანამშრომელი იცავს იმ კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებას, რომელზეც მას აქვს წვდომა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობის შესრულების ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
კომპანიის მიდგომაა ყველა შესაბამისი მოქმედი კანონისა და რეგულაციის მოთხოვნების დაცვა. აღნიშნული კანონებისა და რეგულაციების მოთხოვნების შეუსრულებლობამ შეიძლება კომპანია დააყენოს ისეთი სერიოზული საფრთხის წინაშე, როგორიცაა იურიდიული სანქციები, ფინანსური დანაკარგები და რეპუტაციის შელახვა.
კომპანიაში მოქმედებს სხვადასხვა შიდა პოლიტიკა და პროცედურა, რომლებიც ეფუძნება მოქმედი რეგულაციების მოთხოვნებსა და შესაბამის საუკეთესო გამოცდილებას. ჩვენი უპირველესი მოვალეობაა კომპანიის პოლიტიკებისა და შიდა ინსტრუქციების ცოდნა, ასევე აღნიშნული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინება ჩვენს ყოველდღიურ ბიზნეს საქმიანობაში.
კომპანიის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია, როგორც კომპანიის სახელით, ასევე პირადად არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც წინააღმდეგობაში იქნება კანონთან, რეგულაციასთან ან შიდა პოლიტიკასთან და რაც დააზარალებს კომპანიისა თუ საზოგადოების ინტერესებს.
კომპანიისთვის მნიშნველოვანია კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. ჩვენ კლიენტებს ვეპყრობით პატივისცემით და ვემსახურებით პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტების დაცვით.
ჩვენ გვესმის კლიენტების განსხვავებული საჭიროებების შესახებ, ვქმნით დამატებით ღირებულებებს, მოვიპოვებთ ნდობას და ვამყარებთ გრძელვადიან ურთიერთობებს.
ვიღებთ ვალდებულებას, კლიენტებს პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზები შევთავაზოთ. მუდმივად ვცდილობთ, მოვახდინოთ ჩვენი კლიენტების სწრაფად ცვალებადი საჭიროებების პროგნოზირება და მათ დასაკმაყოფილებლად ახალი მომსახურებების განვითარება. მომსახურების გაწევისას, მუდმივად ვაცნობიერებთ ნაკისრ ვალდებულებებს, ვასრულებთ დაპირებებს, და ვმოქმედებთ კეთილსინდისიერად და სამართლიანად, და ამავე დროს ვიცავთ ჩვენს ღირებულებებს.
ადამიანური რესურსი კომპანიის კონკურენტული უპირატესობის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორია. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომლების დასაქმებასთან, წახალისებასთან და დაჯილდოვებასთან დაკავშირებით ჩვენი ღირებულებებიდან და ეთიკური პრინციპებიდან გამომდინარე, ამრიგად, თანამშრომლების შეფასება ხდება მათი სამსახურებრივი ფუნქციების განხორციელებისას გამოვლენილი ღირსებების, სამართლიანობის, ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით.
გამომდინარე იქიდან, რომ კომპანია პატივს სცემს თითოეული თანამშრომლის პირად ცხოვრებას, სოციალურ პასუხისმგებლობას და პირად შეხედულებებს, ხელმძღვანელობით თანამდებობაზე მომუშავე პირები არ არიან უფლებამოსილნი თანამშრომლებს მოსთხოვონ პირადი არასამსახურეობრივი დავალებების შესრულება, ასევე დაუშვებელია მათი მხრიდან ზეწოლის განხორციელების მცდელობა რაიმე სახის კონკრეტული საჯარო საკითხის, სოციალური პრობლემის ან პოლიტიკური კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვაფასებთ, რომ ჩვენი გუნდი განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებით არის დაკომპლექტებული და გვჯერა, რომ ჩვენი ღირებულებები და ეთიკური ქცევის პრინციპები გვაძლევს შესაძლებლობას მიუხედავად აღნიშნულისა ვიყოთ ორიენტირებული საერთო მიზნებზე. ჩვენ წარმატებას ვაღწევთ ერთმანეთთან თანამშრომლობით, სამართლიანობითა და ერთმანეთის პატივისცემით.
კომპანია უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს, თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას და მოქმედებს იმ კანონების შესაბამისად, რაც დასაქმებასთან დაკავშირებული უფლებებს აწესრიგებს.
დაუშვებელია ნებისმიერი სახის შევიწროება და დისკრიმინაცია, როგორებიცაა მაგალითად, სექსიზმი, რასიზმი თუ ჩაგვრა. შევიწროება თუ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა დაანგრევს ჩვენს ეთიკურ კულტურას და დაარღვევს კომპანიაში თანამშრომელთა თანასწორობის პრინციპებს. შევიწროება და დისკრიმინაცია, ნებისმიერი ფორმით მიუღებელია.
თუ არ ხართ დარწმუნებული, როგორ უნდა იმოქმედოთ, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები:
ჩვენი რისკების კულტურა ინტეგრირებულია ჩვენს რისკების აპეტიტის ჩარჩოში (RAF) და რისკების მართვის პრაქტიკაში. რისკის აპეტიტის ჩარჩო მიზნად
ისახავს ძლიერი ოპერაციული გარემოს შექმნას, სადაც კომპანიის ყველა მასშტაბური რისკი, რომელიც კომპანიას ემუქრება, ასევე ნებისმიერი რისკის აღების საქმიანობა, რომელიც კომპანიის რისკის აპეტიტს სცდება, დროულად იდენტიფიცირდება, აისახება და მართვადი იქნება.
ძლიერი რისკების კულტურა, რომელიც მოიცავს როგორც გონივრულ, ისე ქცევითი რისკების შედეგებსა და განსაზღვრულ ქცევებს, წარმოადგენს ინტელექტუალური რისკის აღების მნიშვნელოვანი საფუძველს, რაც თიბისი ლიზინგს საშუალებას აძლევს შეასრულოს თავისი მისია და დააკმაყოფილოს კლიენტების და სხვა მნიშვნელოვანი დაინტერესებული მხარეების საჭიროებები და მოლოდინები. ყველა თანამშრომელმა, მიუხედავად მათი პოზიციის, ფუნქციისა ან მდებარეობისა, უნდა შეასრულოს თავისი როლი კომპანიის რისკის მართვაში. თანამშრომლებს მოეთხოვებათ, რომ იცოდნენ რისკების მართვის პოლიტიკა, სტანდარტები და დოკუმენტაცია, რომლებიც ეხება მათ პასუხისმგებლობას, იცოდნენ, როგორ მოახდინონ რეალური ან პოტენციური რისკების საკითხების ესკალაცია და და ჰქონდეთ საჭირო ცოდნა რისკების მართვის პროცესის შესახებ თავიანთ როლთან დაკავშირებით.
კომპანიის ყოველ თანამშრომელს მოეთხოვება, რომ სოციალურ მედიებში კომუნიკაციას მოეკიდოს მაქსიმალური პასუხისმგებლობით.
კომპანია პოლიტიკურად ნეიტრალურია. ჩვენ არ ვმონაწილეობთ პარტიულ პოლიტიკურ კამპანიებში და არ ვახორციელებთ პარტიულ პოლიტიკურ შემოწირულობებს.
კომპანიას აქვს შესაბამისი შიდა პოლიტიკები, პროცედურები და ინსტრუქციები, რათა თავიდან აიცილოს ფულის გათეთრება, ტერორიზმის დაფინანსება ან სხვა უკანონო საქმიანობები, როგორიცაა, მექრთამეობა, კორუფცია ან გადასახადებისაგან თავის არიდება.
კორპორატიული პასუხისმგებლობა ჩვენი ეთიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა კომპანიის ეთიკის კოდექსის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რაც სპონსორობის მრავალი პროგრამის, კულტურული ღონისძიებების, ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და მეწარმეობის ხელშეწყობით ვლინდება
ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს საქმიანობას შესაძლოა პირდაპირი თუ ირიბი გავლენა ჰქონდეს გარემოსა და იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ჩვენ გვიწევს საქმიანობა. კომპანიის ამოცანაა თავის საქმიანობასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური რისკების სათანადო მართვა, რათა მინიმუმადე შემცირდეს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს ნაკლები ეკოლოგიური ზიანი მივაყენოთ გარემოს რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და ეკოლოგიურად ჯანსაღი ღონისძიებების ხელშეწყობის გზით. ასევე განვავითაროთ გარემოსდაცვითი ღონისძიებები კლიმატური ცვლილებების შესამცირებლად და ადაპტაციისთვის.
კლიმატური ცვლილებების მოგვარება გადაუდებელი და რთული გამოწვევაა. ეს მოითხოვს გლობალური ეკონომიკის საფუძვლიან ტრანსფორმაციას, რათა საზოგადოებამ შეწყვიტოს სათბური აირების ატმოსფეროში რაოდენობის გაზრდა. ფინანსურ სექტორს მნიშვნელოვანი როლი აქვს ეკონომიკის ამ მიზნის მიღწევაში და თიბისი ლიზინგი მზად არის შეიტანოს თავისი წვლილი.
ჩვენი კომპანია ერთგულია კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტების მიმართ და მიზნად ისახავს ორგანიზაციული განვითარების კულტურას, რომელიც პატივს სცემს და მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს მის ყველა ვალდებულებაში. კომპანია მკაცრად იცავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შიდა კანონებს.
ფინანსური დანაშაული მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ეკონომიკის განვითარებასა და სტაბილურობას, შესაბამისად ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს.
კომპანია ფინანსური დანაშაულისგან და მასთან დაკავშირებული საფრთხეებისგან იცავს თავის კლიენტებს, აქციონერებსა და საზოგადოებას. ფინანსური დანაშაულის აღკვეთის შესახებ არსებული მოქმედი კანონების დაცვა კომპანიას ეხმარება, როგორც სანქციების თავიდან არიდებაში, ასევე თანამშრომლების, კლიენტების, სხვა დაინტერესებული მხარეებისა და ჩვენი საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
კომპანიის დონეზე დანერგილია პოლიტიკები, პროცედურები და დეტალური ინსტრუქციები ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების ხელშეწყობის ან სხვა ისეთ ფინანსურ დანაშაულებში მონაწილეობის პრევენციისათვის როგორებიცაა: მექრთამეობა, კორუფცია თუ გადასახადებისგან თავის არიდება.
დაუშვებელია საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა და კომპანიის ფინანსური დანაშაულის შესახებ პოლიტიკებისა და კონტროლების თავის არიდება ან თავის არიდების მცდელობა. ფინანსურ დანაშაულთან ბრძოლა არის კომპანიის თითოეული თანამშრომლის ვალდებულება.
ფინანსური დანაშაულის ნებისმიერი ფორმა, მათ შორის, მექრთამეობა და კორუფცია, საფრთხის ქვეშ აყენებს კლიენტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ნდობას კომპანიის მიმართ. აკრძალულია კორუფცია ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ქრთამის მიღება, შეთავაზება, გადახდა, მიცემა ან მოთხოვნა.
შემთხვევა შესაძლებელია დაკლასიფიცირდეს მექრთამეობად იმ შემთხვევაში თუ საჩუქრების/მასპინძლობის შეთავაზება ან მიღება გამოიწვევს პირის არასწორ ქცევას ან გადაწყვეტილებას.
კომპანია ბიზნესს აწარმოებს ფულის გათეთრებასთან, ტერორიზმის დაფინანსებასთან და გავრცელების დაფინანსებასთან დაკავშირებული ყველა კანონის შესაბამისად. თანამშრომლები მოქმედებენ ყურადღებით, რათა თავიდან აიცილონ ფინანსური დანაშაულები და ატყობინებენ ნებისმიერი საეჭვო უკანონო საქმიანობის შესახებ. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეგულაციების, გლობალური პრინციპების, შიდა პოლიტიკისა და
პროცედურების დაცვით, ვასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს დაინტერესებული მხარეების მიმართ.
კომპანია მიზნად ისახავს უსაფრთხო ფინანსური სისტემის შენარჩუნებას იმ სფეროებში, სადაც იგი ოპერირებს. ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიამ შეიმუშავა შესაბამისი პოლიტიკები, რომლებიც ახდენს სანქციების რეგულირებას. ჩვენი წესები მოიცავს მაქსიმალურად შესაძლო მოთხოვნებს შესაბამისობისთვის და ეხმარება პოტენციური რისკების მართვას, რომლებიც დაკავშირებულია სანქციების კანონების დარღვევასთან ან სანქცირებულ ორგანიზაციებთან ბიზნესის წარმოებასთან. ასევე იცავს კომპანიის რეპუტაციას.
კომპანია ცდილობს ბაზრის სანდოობის შენარჩუნებას ბაზრის ბოროტად გამოყენების შემთხვევების პრევენციით და დროულად გამოვლენის გზით. ჩვენ ვკრძალავთ არასაჯარო ინფორმაციის არასათანადო ან პირად გამოყენებას/გადაცემას, რომელიც ეხება ჩვენს კომპანიას, ჩვენს პარტნიორებს, კლიენტებსა ან მომწოდებლებს. ასეთ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა ხდება ყურადღებით, შესაბამისი პროცედურების მიხედვით.
ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს მოქმედებათა მნიშვნელოვან გავლენას ჩვენს კლიენტებსა და ფინანსურ ბაზრებზე და ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ მოქმედებებზე.
სამეთვალყურეო საბჭო:
როგორც მენეჯერს, თქვენ მოგეთხოვებათ სამაგალითოდ დაიცვათ ჩვენი ეთიკური პრინციპები, რაც გულისხმობს:
ეთიკური ქცევის მაგალითის მიცემას. თქვენი საუბარი და ქმედება უნდა ეფუძნებოდეს ჩვენს ეთიკურ პრინციპებს. როგორც ლიდერი, თქვენ ქმნით ფონს. თქვენ თავად უნდა მისცეთ თქვენს დაქვემდებარებულ თანამშრომლებს ეთიკური ქცევის მაგალითი. თქვენი საქციელით უნდა აჩვენოთ თანამშრომლებს რა არის სწორი ქმედება.
ეთიკის კულტურის ხელშეწყობას. მიზნად დაუსახეთ თანამშრომლებს ეთიკის საკითხების ცოდნა. შექმენით მოლოდინი, რომ ეთიკური ქცევა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა და წამოწიეთ ეთიკური პრინციპებისა და ჩვენი ეთიკის კოდექსის თემა მიზნებისა და მიღწეული შედეგების შესახებ საუბრებში.
ღია კომუნიკაციის ხელშეწყობას. ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ თქვენ აფასებთ ღია და გულწრფელ კომუნიკაციას და თანამშრომლებისგანაც იმავეს ელით. იყავით ხელმისაწვდომი და შექმენით ისეთი გარემო, სადაც თანამშრომლებს ეცოდინებათ, რომ საყვედურის მიღების შიშის გარეშე შეუძლიათ დასვან შეკითხვები, დააფიქსირონ პრობლემები და მოახდინონ ანგარიშგება პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.
დააფასეთ თანამშრომლის ეთიკური ქცევა. თანამშრომლის ეთიკური ქცევის დაფასებით, თქვენ აძლიერებთ ჩვენი ეთიკის კულტურას და სწორი საქციელის თვალსაჩინო მაგალითს აძლევთ თანამშრომლებს.
ინციდენტზე რეაგირებას და დარღვევების დაფიქსირებას. ინციდენტის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას, სამართლებრივი მხარდაჭერის, ადმინისტრაციისა და შესაბამისობის
განყოფილებას, მენეჯმენტს ან გამოიყენეთ ანონიმური არხები, რომლებიც გათვალისწინებულია “ინციდენტზე რეაგირების პოლიტიკით”.
თქვენი პასუხისმგებლობაა:
კომპანიას აქვს ძლიერი ,,საუბრის’’ კულტურა. ეს ნიშნავს პატივისცემისა და ინკლუზიური გარემოს შექმნას, სადაც ყველას შეუძლია იგრძნოს მხარდაჭერა, რომ გამოთქვან თავიანთი აზრი და შეხედულებები, ასევე დადებითი და კონსტრუქციული გამოწვევები წამოაყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს ნიშნავს, რომ ყველას ჰქონდეს თავდაჯერებულობა, გამოხატოს აზრი, როდესაც ხედავენ ქცევებს და პრაქტიკებს, რომლებიც არ შეესაბამება ჩვენს ფასეულობებს და იცოდნენ, რომ საუბარი - იქნება ეს ყოველდღიურ ურთიერთობებში თუ ოფიციალური პროცესით, როგორიცაა მხილება - არ გამოიწვევს მათთვის უარყოფით შედეგებს. ჩვენ გვსურს, რ
თანამშრომლები და ყველა, ვისთანაც ვმუშაობთ, თავდაჯერებულად დააფიქსირონ დარღვევების ან უკანონო ქცევის შესახებ, შურისძიების შიშის გარეშე.
მკაცრად არის აკრძალული ნებისმიერი დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი და არასწორი ქცევა მამხილებლის მიმართ იმ პირის მიერ, რომელიც მონაწილეობს დარღვევების/ინციდენტების გამოძიებაში ან რეაგირებაში.
თანამშრომლების მიერ ინციდენტების სწრაფი შეტყობინება პასუხისმგებელი პირებისთვის აუცილებელია ინციდენტის თავიდან ასაცილებლად.
ყველა თანამშრომელმა, რომელიც მონაწილეობს საეჭვო დარღვევების/ინციდენტების რეაგირებასა ან/და გამოძიებაში ან/და ვინც მიიღო ინფორმაცია მამხილებლისგან, იცავს მამხილებელი პირის კონფიდენციალობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კომპანია ვალდებულია ითანამშრომლოს სასამართლოსთან ან სადაზვერვო ორგანოებთან.
ყველა თანამშრომელმა უნდა დააფიქსიროს ნებისმიერი საეჭვო დარღვევებისა და ინციდენტების შესახებ სტანდარტული არხებით და იხელმძღვანელოს „ინციდენტზე რეაგირების პოლიტიკით“ და მათ შორის, ანონიმურად განაცხადონ, საეჭვო დარღვევების/ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისათვის არსებული არხებით:
თიბისი ლიზინგს აქვს სხვადასხვა პოლიტიკები, სტანდარტები და დოკუმენტაციები, რომლებიც განსაზღვრავს კომპანიის საქმიანობის ძირითად მიზნებს, პრინციპებსა და სხვა აუცილებელ მოთხოვნებს. თუ არ არსებობს სპეციალური რეგულაციები ან კანონები კონკრეტულ იურისდიქციებში, ყველა პოლიტიკა, სტანდარტი და დოკუმენტაცია უნდა ვრცელდებოდეს კომპანიაზე.