თორნიკეს აქვს ფინანსური მომსახურებისა და ოპერაციების მართვის 20 წელზე მეტი ხნის გამოცდილება საქართველოსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. თიბისიში მოსვლამდე მუშაობდა საქართველოს ბანკის ჯგუფში გენერალური დირექტორის მოადგილედ და ოპერაციების მართვის დირექტორად. მანამდე ამავე ჯგუფში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე საქმიანობდა. 2008-2010 წლებში ეკავა ფინანსური დირექტორის თანამდებობა BG Bank Ukraine-ში (საქართველოს ბანკის შვილობილი კომპანია). კარიერის დასაწყისში, იყო საქართველოს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის" გენერალური დირექტორი, მუშაობდა UEDC PA საკონსულტაციო კომპანიაში ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე და ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა BCI Insurance-ში. თორნიკე ფლობს კავკასიის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ოქსფორდის უნივერსიტეტის საიდის ბიზნესის სკოლის აღმასრულებელ დიპლომს
ნათია პაჭიკაშვილი თიბისი ბანკის გუნდს 2013 წელს შემოუერთდა, რის შემდეგაც მისი წარმატებული კარიერა
სწრაფად განვითარდა. ჯამურად, მისი გამოცდილება საფინანსო სექტორში თითქმის 15 წელს მოიცავს.
სხვადასხვა დროს, ის თიბისი ბანკის მასშტაბით იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს, მათ შორის, გახლდათ
საკრედიტო რისკების განყოფილების მოადგილე და კორპორაციული რისკების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
(2017 წლიდან). ნათია ცოტა ხნის წინ დაწინაურდა და 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში შევა ცვლილება,
რომლის საფუძველზეც თიბისი ბანკის რისკების უფროსის მოადგილის პოზიციას დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ნათია პაჭიკაშვილი ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების
ბაკალავრის ხარისხს და Executive MBA-ს (გამორჩეულობით) HEC Paris-დან. მას 2017 წლიდან აქვს ფინანსური
რისკების მენეჯერის (FRM) სერთიფიკატი და 2018 წლიდან CFA სერთიფიკატი.
მერი ჩაჩანიძე „თიბისი ბანკის“ გუნდს 2017 წელს შემოუერთდა კორპორაციული და საინვესტიციო ბიზნესის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. თავდაპირველად ის ბანკის მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის თებერვალში კი „თიბისი კაპიტალის“ მმართველ დირექტორად დაინიშნა. „თიბისიში“ მოსვლამდე 10 წლის განმავლობაში SEAF-ის (გლობალური საინვესტიციო კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ვაშინგტონში მდებარეობს) საინვესტიციო დირექტორი იყო, სადაც მისი კურატორობით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე 20-ზე მეტი საინვესტიციო ტრანზაქცია განხორციელდა. მერი ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს ფლობს. ასევე არის სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) სტატუსის მფლობელი.მერი ჩაჩანიძე „თიბისი ბანკის“ გუნდს 2017 წელს შემოუერთდა კორპორაციული და საინვესტიციო ბიზნესის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. თავდაპირველად ის ბანკის მსხვილ კორპორაციულ კლიენტებს ხელმძღვანელობდა. 2020 წლის თებერვალში კი „თიბისი კაპიტალის“ მმართველ დირექტორად დაინიშნა. „თიბისიში“ მოსვლამდე 10 წლის განმავლობაში SEAF-ის (გლობალური საინვესტიციო კომპანია, რომლის სათავო ოფისიც ვაშინგტონში მდებარეობს) საინვესტიციო დირექტორი იყო, სადაც მისი კურატორობით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე 20-ზე მეტი საინვესტიციო ტრანზაქცია განხორციელდა. მერი ევროპის მენეჯმენტის სკოლის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხებს ფლობს. ასევე არის სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსის (CFA) სტატუსის მფლობელი.
ვეფხვია ლომინაშვილი საბანკო ინდუსტრიაში მუშაობის 20 წლიან გამოცდილებას ფლობს. მისი კარიერა 2002 წელს
პროკრედიტ ბანკში ბიზნეს სესხების ოფიცრის პოზიციაზე დაიწყო, ამჟამად კი, თიბისი ბანკის MSME სეგმენტის
დეპარტამენტის ხელმძღვანელია, სადაც პასუხისმგებელია სტრატეგიული პროექტების მნიშვნელოვანი ასპექტების
განვითარებაზე, მათ შორის: კომერციული წარმატება, ავტომატიზაცია, დიჯიტალიზაცია, მარკეტინგი, მომხმარებლის
მხარდაჭერის პროგრამები და გამოცდილება.
თიბისი ბანკში მისი კარიერის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, რამდენიმე მნიშვნელოვან მენეჯერულ როლს
იკავებდა, იყო SME კომერციული მენეჯმენტ გუნდის უფროსი, აგრო ბიზნეს განყოფილების უფროსი, რეგიონალური
დირექტორი თიბისი ბანკ კონსტანტაში და ფილიალის დირექტორი. მისმა ფართო გამოცდილებამ და სტრატეგიულმა
ფოკუსმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბანკში ზრდისა და ინოვაციების ხელშეწყობაში.
ვეფხვია ლომინაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კომერციული და მარკეტინგის
სპეციალიზაციით.
ზურაბი არის საქართველოში თიბისი ლიზინგის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. ზურაბი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ლისი დეველოპმენტის ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე თიბისი ბანკში რისკების მართვის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და საწარმოო რისკების მართვასა და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას ხელმძღვანელობდა. ასევე მუშაობდა თიბისი ბანკის ფინანსური დირექტორის მოადგილედ, სადაც მის მოვალეობებში შედიოდა ბანკის ფინანსური რისკის მართვის ზედამხედველობა, მომგებიანობის ანალიზი და ანგარიშგების ფუნქციები. კარიერის საწყის ეტაპზე, ფიჩხაია იკავებდა სხვადასხვა თანამდებობას საკრედიტო, სადაზღვევო და შიდა აუდიტის სფეროებში ვითიბი ბანკი ჯორჯიაში, ბანკი რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალის ჯგუფში და პრივატბანკ საქართველოში. ფლობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკის განხრით და მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში. გარდა ამისა, ფლობს პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნესის სკოლის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში, ფინანსების მიმართულებით