ინოვაცია არის გამარჯვების ერთადერთი გზა - დაახლოებით ასეთი ფორმულირებით შემოგვთავაზა სტივ ჯობსმა წარმატების საკუთარი საიდუმლო და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ თუ ვივლით გზებზე, რომლებიც სხვებმა გაიარეს, მივიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენამდე მიიღეს, შედეგიც ისეთი დადგება, როგორიც სხვების შემთხვევაში იყო. არადა, ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც პანდემიურმა რეალობამ გამოკვეთა - მოქნილობაა, რეალობასთან მაქსიმალურად სწრაფი და უმტკივნეულო ადაპტირება. სწორედ ამიტომ, აქ. ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მივიღოთ მომავლის გადაწყვეტილებები და გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები.
#შენთვის
თუ გსურს დაიწყო ან განავითარო საკუთარი სასტუმრო ბიზნესი, მოიწყო მყუდრო სახლი ან აგარაკი ბუნებასთან მაქსიმალურად ახლოს - ალტერნატიული განთავსების ობიექტი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
თიბისი ლიზინგი ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის პორტატული ობიექტების: გლემპინგის, საზღვაო-სატვირთო კონტეინერებისა და ხის კოტეჯების დაფინანსებას.
რატომ უნდა დაინტერესდე ალტერნატიული განთავსების ობიექტებით?
პროექტები სრულდება მოკლე დროში
ეკომეგობრულია
ერგება შენს ბიზნეს თუ ინდივიდუალურ საჭიროებებს
შეგიძლია განათავსო იქ, სადაც გსურს
არის ადვილი და იაფი შესანახი
განსაკუთრებით მიმზიდველია დამსვენებლებისთვის
მდგრადი განვითარება ტურიზმის მიმართულებით
ზღვის სატვირთო კონტეინერი, გლემპინგი და ხის კოტეჯი აერთიანებს კომფორტისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების კონცეფციას. სწორედ ამიტომ, დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე, ექსპერტული მოსაზრებით, სწორედ ამ ტიპის ობიექტები ჩამოყალიბდება მასპინძლობის ინდუსტრიის მთავარ ტრენდად პოსტპანდემიურ პერიოდში, მაშინ, როცა ეკოტურიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება.
აქ. ახლა
აქ. ახლა თიბისი ლიზინგი აგრძელებს ბიზნესსაქმიანობის გამარტივებას და ახალი ინიციატივების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში დაფინანსების სხვადასხვა შესაძლებლობაა გათვალისწინებული, მათ შორის, გეძლევა საშუალება მიიღო აწარმოე საქართველოს თანადაფინანსების სუბსიდირება! შესაბამისი კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციას ჩვენი გუნდი მოგაწვდის. ასევე, ჩვენ ვიზრუნებთ ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებასა და დაფინანსების სწრაფ და მარტივ მიღებაში.
თუ მეტი დეტალის გაცნობა ან ინდივიდუალური კონსულტაციის გავლა გსურს შენთვის საინტერესო შეთავაზების მისაღებად, დაგვიკავშირდი: 2 122 777
ავტორი: ლალიკო თუმანიშვილი