უკვე მეხუთე წელია, რაც ბიზნესდაჯილდოება თიბისის ორგანიზებით წარმატებით იმართება. წელს, ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე სხვადასხვა ნომინაციაში 400 ბიზნესი დარეგისტრირდა, რომელთაგან ერთთვიანი მუშაობის შედეგად, ჟიურიმ თითოეულ ნომინაციაში 5 ფინალისტი გამოავლინა.
პროექტის გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. თითოეული გამარჯვებული თიბისისგან განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს, ისინი ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს ამ სამიდან აირჩევენ: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია, პროგრამული უზრუნველყოფა.
მანამდე კი, გაიცანი ფინალისტი კომპანიები, რომლებიც თიბისი ლიზინგთან თანამშრომლობენ.
AE Solar — საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
AE Solar მზის პანელების მასობრივი მწარმოებელია, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, ევროპაში ყველაზე დიდ, პრემიუმ სეგმენტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოო ქარხანას ფლობს.
დღეისთვის, AE Solar-ის საქართველოსა და ჩინეთის ქარხნებში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში, იგეგმება ექსპორტის გაფართოება აშშ-სა და ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებშიც.
მომხმარებლებისა და პარტნიორების ფართო ქსელის დახმარებით, კომპანია ხელს უწყობს საქართველოს, როგორც მაღალი სტანდარტის პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე. AE Solar-ის მზის პანელები სერთიფიცირებულია საერთაშორისო რანგის ინსტიტუციების მიერ: TUV, UL, INMETRO, MCS.
“ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იყოს ქვეყანა, სადაც მზადდება მაღალტექნოლოგიური პროდუქტი. ჩვენი კომპანია თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები შეიძლება წამყვანი დარგი გახდეს ქართული ეკონომიკისთვის, რაც აისახება, როგორც ახალი სამუშაო ადგილების გაჩენაზე, ასევე საექსპორტო პროდუქტებისა თუ მომსახურებების შექმნაზე. ეს ყველაფერი კი საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა დააინტერესოს უფრო და უფრო მეტი ბიზნესი.
JIMSHER - საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
ჯიმშერი პირველი ქართული ვისკია, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტების დაცვითა და ქართული ელემენტების შემოტანით ახალი, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქტი შესთავაზა საზოგადოებას.
ჯიმშერის ქარხანა 2020 წელს აშენდა და ის აღჭურვილია ვისკის წარმოებისათვის საჭირო ყველა ულტრათანამედროვე დანადგარით. ამ ეტაპზე ვისკი ექსპორტზე გადის ამერიკის, ჩინეთის, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის, ტაივანისა და ბელორუსიის ბაზრებზე. 2022 წლისთვის კომპანია გეგმავს მოიცვას მინიმუმ 20 ქვეყანა, როგორც ევროპულ, ისე აზიურ ბაზარზე.
წელს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ბიზნესდაჯილდოებაზე ახალი ნომინაცია იყო, რომელიც ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაციას უკავშირდება. ნომინაციის მიზანია გამოავლინოს ბიზნესი, რომელმაც მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობა კვლავ გააგრძელა.
ჟუჟუნა — ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის
ჟუჟუნა — საქართველოში პირველი ნახევრად-ცქრიალა ღვინო, რომელიც ჩამოსასხმელი ფორმით იყიდება, ამ ნომინაციის ფინალისტია. ჟუჟუნას მომხმარებლები დიდი ფესტივალებიდან და შეკრების სხვა ადგილებიდან,
“ მოძრავი ბარებით” იცნობენ. ჟუჟუნა ყველგანაა, სადაც ადამიანები კარგი დროის გასატარებლად იკრიბებიან, ამიტომაც ამბობენ, რომ ჟუჟუნას სოციალიზაციის გემო აქვს. პანდემიისას დაიკეტა ყველა სივრცე, სადაც ჟუჟუნა მომხმარებელებს ხვდებოდა, რაც გაყიდვების განულებას ნიშნავდა. ჟუჟუნას გაქრობის საფრთხე რეალური იყო, რამაც დამფუძნებლებს გადააწყვეტინა დაეწყოთ ონლაინ გაყიდვები. Wolt-სა და Glovo-ზე შეიქმნა JUJUNA BAR, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გამოიძახონ ჟუჟუნა და ჟუჟუნას კოქტეილები, რომლებსაც ინგრედიენტებად, ინსტრუქციასთან ერთად მიიღებენ. ჩაკეტილობის ფონზე ჟუჟუნამ მაინც შეძლო მომხმარებლისთვის სოციალიზაციის გემო შეეხსენებინა, თანაც არამარტო პროდუქტით, არამედ ციფრულ სივრცეში ღონისძიებების ზუმში ჩატარებით. კარანტინის დასრულების შემდეგ, ჟუჟუნას აქტუალობამ პიკს მიაღწია, რამაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით გაყიდვები 50%-ით გაუზარდა.
ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტების სრული სია