თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გარზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების 6 კატეგორიაში რეგისტრირებულ მონაწილეთა შორის ის ბიზნესებიც არიან, რომელთაც თიბისი ლიზინგთან პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ. დღეს მოგიყვებით ბიზნესებზე, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის.
ნინიას ბაღი
ძველი თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე „ნინიას ბაღი“ მერიკო გუბალაძის მორიგი წარმატებული პროექტია. გემრიელი კერძებით, მყუდრო გარემოთი და ავთენტური ელემენტებით მდიდარი რესტორანი ქართველი და უცხოელი ვიზიტორების საყვარელ ლოკაციად იქცა. აქ ყველა დეტალი ნაფიქრი და ჰარმონიულია, მათ შორის სახელიც, ნინიას ბაღი, რომელზეც რესტორატორს ბევრი არ უფიქრია. არსებობს მოარული ლეგენდა თბილისელ ვაჭარზე, ნინია ზარიძეზე, რომელსაც საკუთარი ბაღი ჰქონდა და სხვებისგან განსხვავებით დათვალიერების მსურველებს უფასოდ უშვებდა. მისი გამაოგნებელი სტუმართმოყვარეობისა თუ ხელგაშლილობის შესახებ ხმები ლირიკული კითხვის „შენ აქ ნინიას ბაღი ხომ არ გგონია?!“ სამუდამოდ დარჩა ხალხის ცნობიერებაში.
მერიქიფე
„მერიქიფე“ ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ღვინის მობილურ ქარხანას წარმოადგენს. პროექტი თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით განხორციელდა და 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიციით ქარხანა იტალიაში აეწყო.
აღნიშნული მოდელი მორგებულია იმ მეწარმეების საჭიროებებს, რომელთაც წვდომა არ აქვთ უახლეს ტექნოლოგიებზე და საკუთარი ქარხნის გამართვა არ შეუძლიათ შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გამო. მოძრავ ქარხანას საათში 2700 ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია, ამასთანავე, ღვინოებს ბოთლით, ეტიკეტირებითა და საცობით უზრუნველყოფს.
ქოლორ ჯგუფი
დივერსიფიცირებული პოლიგრაფიული საწარმო Color Group ემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კომპანიებს. თიბისი ლიზინგით დაფინანსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომხმარებელს საწარმო ბეჭდვის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს: წიგნი და პრესა, სარეკლამო და კომერციული პროდუქცია, შეფუთვები, ეტიკეტები, ყუთები, კოლოფები და სხვა..
MOUTH MELTERS
„ლოლაძის საოჯახო მეღვინეობის“ დამფუძნებლებმა, ერეკლე და გიორგი ლოლაძეებმა მცხეთაში, სოფელ მისაქციელში ღვინის მარნის გვერდით, თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით საკუთარი შოკოლადის სახელოსნო-საწარმო გახსნეს, სადაც შოკოლადის პატარა ქვევრებს ამზადებენ. პროდუქტმა დახლებზე გამოჩენიდან მცირე დროში მიიქცია მომხარებლის ყურადღება. დღეისთვის Mouth Melters-ის 6 სახის რძიანი, 54.5%-იანი და 70.5%-იანი შავი და სხვადასხვა შიგთავსის მქონე შოკოლადის შეძენაა შესაძლებელი, მომავალი წლიდან კი მწარმოებელი ასორტიმენტის გაზრდას აანონსებს.
ჯეოპროდუქტი
“Georgian Products” (GEOP) 2014 წელს დაარსდა. ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია შინაური ცხოველების საკვებისა და ავეჯს წარმოების მიმართულებით, დღესდღეობით 500-მდე ადამიანს ასაქმებს. საქართველოში დაფუძნებული კომპანია 2015 წლიდან ევროპის ბაზარზეც შევიდა, სადაც უკვე 7 წელია წარმატებით ოპერირებს. GEOP მომხმარებელს ეკო-მეგობრულ, საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის 90-მდე პროდუქტს სთავაზობს.
ზილიკო კაფე
ბუნებისა და გემრიელი ქართული ღვინის სინთეზით - ზილიკო კაფე გამოცხვეს. დაახლოებით ასეთი ფორმულირებით წარმოადგენენ დამფუძნებლები იმ ჯადოსნური ლოკაციის დაბადებას, რომელიც სტუმრებს ბარნოვის 64 ნომერში მასპინძლობს. „იგრძენი თავი ისე, როგორც გინდა რომ იგრძნო“ - დააგემოვნე არომატული კერძები, თან გაიყოლე საუცხოო სასმელი და სურვილი, რომ აუცილებლად დაბრუნდე კაფეში, რომელშიც ზუსტად შენ გელიან.