ბლოგი

ბიზნესდაჯილდოება 2022-ის მონაწილეები ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის ნაწილი 2

ნოემბერი 2022

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გარზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების 6 კატეგორიაში რეგისტრირებულ მონაწილეთა შორის ის ბიზნესებიც არიან, რომელთაც თიბისი ლიზინგთან პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ. დღეს მოგიყვებით ბიზნესებზე, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში - საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის.

ედვაიზი

ედვაიზი ყველასათვის ნაცნობი სარეკლამო კომპანია ქართულ ბაზარზე 2008 წლიდან ფუნქციონირებს. როგორც მსხვილ, ისე პატარა ბიზნესებს ეფექტურ, სწრაფ და მათ ბრენდზე მორგებულ მომსახურებას, სარეკლამო მასალების შექმნას სთავაზობს. მომხმარებლის იდეების და მათი სურვილების რეალობაში მოყვანისთვის აუცილებელია სწორი აქტივები, რასაც კომპანია თიბისი ლიზინგის დაფინანსებით ფლობს.

კაფე დაფნა

www.forbes.com- ის მიხედვით, საუკეთესო ქართული რესტორნების ათეულში შემავალი კაფე დაფნას ძირითადი მიმართულება - არტიზანული ხინკლის დამზადებაა, რომელსაც მომხმარებელს სხვადასხვა ფორმით სთავაზობს. ესაა ტრადიციულად ხელით დამზადებული და ასევე, დამბალხაჭოს ხინკალი, რომელიც თბილისის რესტორნებში რთულად სანახავია. დაფნა - ეს არის საუცხოო ადგილი, დახვეწილი, მინიმალისტური გარემოსა და საუცხოო არომატების შერწყმის, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ მარტო ან მეგობრებთან ერთად.

ფელამუშიტო

როგორც სახელიდან უკვე მიხვდით, სტარტაპი მომხმარებლებს ტრადიციული დესერტების განახლებულ, მოდერნიზებულ ვერსიებს სთავაზობს. ბრენდის ფარგლებში 10 გემო ერთიანდება და ისეთ ვარიაციებს მოიცავს, როგორიც არის ფელამუში ნაღებით, თეთრი შოკოლადით, კარამელით, ყავით, ასევე წარმოდგენილია გოზინაყის მოდერნიზებული ვერსიაც. ფელამუშიტოს გუნდი ამჟამად 10-მდე ადამიანისგან შედგება, თუმცა პროდუქტის მიმართ გაჩენილი ინტერესისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, სტარტაპის ზრდა გარდაუვალია.