თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გარზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების 6 კატეგორიაში რეგისტრირებულ მონაწილეთა შორის ის ბიზნესებიც არიან, რომელთაც თიბისი ლიზინგთან პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ. დღეს მოგიყვებით ბიზნესებზე, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში - გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში.
აზიმუტი
Azimuth Yacht Georgia, 2017 წლიდან, იტალიური პრემიუმ კლასის Azimuth Yacht-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. იტალიაში აწყობილი იახტები კომპანიას საქართველოში ჩამოაქვს და რეალიზაციას აქ ახდენს, გაყიდულ მცურავ ობიექტებს შორის არის იახტა, კატერი, გემი. საინტერესოა, რომ აქტივების ფასები 300 ათასი დოლარიდან იწყება და რამდენიმე მილიონზეც ადის. აზიმუტის ფილიალის გახსნა, შეფასდა, როგორც „საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში“.
ტრეზორი
შპს „ტრეზორი“ 2019 წელს დაფუძნდა და ძირითად მიმართულებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი პროდუქტების (სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემები, სამეცნიერო რეაგენტები, სამედიცინო დანიშნულების სახარჯი მასალები და აპარატურა) იმპორტი და დისტრიბუცია წარმოადგენს. კომპანიას განვითარებასთან ერთად, 2022 წელს ახალი მიმართულებაც დაემატა, პრაიმაქსი, რომელიც ქალაქ ბათუმსა და თბილისში თანამედროვე სტანდარტების მოლეკულურ დიაგნოსტიკისა (PCR) და ბიოქიმიური ლაბორატორიების ქსელს აერთანებს. ტრეზორის მიზანი, პაციენტისთვის კომბინირებული ლაბორატორიული სერვისების მიწოდებაა, რაც მოიცავს, როგორც დიაგნოსტიკას, ისე - შესაბამისი ექიმის ჩართულობას.
უდაბნო
შპს „უდაბნო“ სოფლის მეურნეობისა და აგრო-ტურიზმის უნიკალური პროექტია, რომელიც „ფერმიდან მაგიდაზე“ კონცეფციას ქმნის. კახეთში, 7500 ჰექტარზე გაშენებული მრავალწლიანი ნარგავების, ნუშისა და კენკრის მოსავლით „აჭარა ჯგუფის“ ობიექტები მარაგდება. ასევე, ტერიტორიაზე განთავსებულია მერძევეობის ფერმაც, რომელშიც თავს სხვადასხვა ტიპის ევროპული ჯიშის საქონელი იყრის. კომპანიის მიზანია შეცვალოს და დახვეწყოს ქართული აგროსაქმიანობა.
ამერიკული ჰოსპიტალი
ამერიკული ჰოსპიტალი საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს გაიხსნა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. 183 საწოლიანი ჰოსპიტალი, თანამედროვე სამედიცინო დანადგარებითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით გამორჩეულ ეკოსისტემას ქმნის, რომელიც მაქსიმალურადაა ორიენტირებული პაციენტის კომფორტზე.
Farmarea
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტიორი კომპანიის „ფარმარეას: მთავარი ამოცანა ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარება, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და ფერმერების საქმიანობის გამარტივებაა. კომპანიას თითქმის ყველა რეგიონში ჰყავს ლოიალური მომხმარებლები, რომელთაც უდანაკარგოდ, სუფთად და დაზიანებების გარეშე შეუძლიათ საკუთარი ნაშრომის მოვლა-აღება-დამუშავება. ფარმარეაში სჯერათ, რომ „სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება, აუმჯობესებს ცხოვრებას“.