თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნესდაჯილდოება წელს უკვე მეშვიდედ იმართება. პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მათ შესახებ ცნობადობის გაზრდა და ბიზნეს სოციუმის ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. დაჯილდოებაში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
2022 წლის ბიზნესდაჯილდოების 6 კატეგორიაში რეგისტრირებულ მონაწილეთა შორის ის ბიზნესებიც არიან, რომელთაც თიბისი ლიზინგთან პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ. დღეს მოგიყვებით ბიზნესებზე, რომლებიც დარეგისტრირდნენ ნომინაციაში - გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის.
ალტერნატიული ენერგია
გარემოსთვის საზიანო ნივთიერებების რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს. მათი სწორი გადამუშავება და ელექტროენერგიის მიღება შპს „ქართული ალტერნატიული ენერგიის“ ძირითადი საქმიანობაა. მათი დახმარებით, ბიზნესებს შეუძლიათ რომ ისარგებლონ ალტერნატიული ენერგიით და საქმიანობა ბევრად უფრო ეკომეგობრული გახადონ. პროცესის ჯაჭვი ასე გამოიყურება: პირველ რიგში, საჭიროა სხვადასხვა სახის ნარჩენის შეგროვება, შემდეგ პიროლიზის მეთოდით გადამუშავება, მიღებული ენერგორესურსებიდან კი – ელექტროგენერაციაა შესაძლებელი.
ეკოპაკი
ეკოპაკი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2015 წლიდან ჰიგიენური ქაღალდის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე ხდება. საწარმოს ზრდის პარალელურად გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარებაც, რაც მწვანე ინიციატივასა და მეტად ეკომეგობრულ გადაწყვეტას მოითხოვდა. ეკოპაკმა თიბისი ლიზინგის დაფინანსებით მზის ელექტროსადგური დაამონტაჟა და მზის პანელების საშუალებით მიღებული ალტერნატიული ენერგიის ათვისებით მკვეთრად გააუმჯობესა გარემოსდაცვითი პოლიტიკა.
ტრეზორი
შპს ტრეზორი 2019 წელს დაფუძნდა და ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საქონლის (სადიაგნოსტიკო ტესტ სისტემები, სამეცნიერო რეაგენტები, სამედიცინო დანიშნულების სახარჯი მასალები და აპარატურა) იმპორტი და დისტრიბუცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად, 2022 წელს ახალი მიმართულებაც დაემატათ, პრაიმაქსი, რომელიც ქალაქ ბათუმსა და თბილისში აერთიანებს თანამედროვე სტანდარტების მოლეკულურ დიაგნოსტიკისა (PCR) და ბიოქიმიური ლაბორატორიების ქსელს. ტრეზორის მიზანი, პაციენტისთვის კომბინირებული ლაბორატორიული სერვისების მიწოდებაა, რაც მოიცავს, როგორც დიაგნოსტიკას, ისე - შესაბამისი ექიმის ჩართულობას, მიღებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების განხილვისას.