აქ, ახლა ავტომობილს რომ ყიდულობდე, რომელ მოდელზე შეაჩერებდი არჩევანს? ან რა იქნებოდა ის მახასიათებლები, რომლებსაც ყველაზე დიდ ყურადღებას მიაქცევდი? დღეს ავტომობილის ავ-კარგიანობის სამი მთავარი ძირითადი კომპონენტია:
ხარისხი, ეკონომიურობა და ეკოლოგიურობა.
თუ წლების განმავლობაში, პრიორიტეტი მაქსიმალურად დახვეწილი და კომფორტული მოდელების შექმნა იყო, ჩვენს საუკუნეში, ავტოინდუსტრიას ახალი გამოწვევა აქვს — გარემოზე ზრუნვა. ეკოლოგიური საკითხების პრობლემის გადაჭრა კი, დღეს ელექტრო ავტომობილების ხელშია.
ელექტრო ავტომობილი:
თავიდან გვარიდებს რიგ ხარჯებს
ასეთი ტიპის ავტომობილის დამუხტვა საწვავთან შედარებით ძალიან იაფია, ან სულაც უფასო, დამატებით კი, იგი არ საჭიროებს
ზეთის, ანტიფრიზის და ფილტრების შეცვლას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძრავის სისტემა მისი შეძენიდან მანქანის არსებობის
განმავლობაში, სრულიად შენარჩუნებულია და არ საჭიროებს რაიმე სახის ჩარევას.
გარემოზე მინიმალური ზიანის მომტანია
მიუხედავად იმისა, რომ ელეტრომობილი მცირე დოზით მაინც ქმნის სათბურის გაზების ემისიებს ელექტროენერგიის ქსელიდან
დამუხტვის დროს, მისი მოხმარება მაინც საგრძნობლად ამცირებს ჰაერის დაბინძურებას და დადებითად აისახება ეკოლოგიაზე.
ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, მსოფლიო ბრენდებს შორის, აღსანიშნავია, ჰიუნდაის მიდგომები და გეგმები, რაც მოიაზრებს ახალი სისტემების შემუშავებას, რათა ელექტრო ავტომობილების ენერგიის მოცულობა გაიზარდოს და მსგავსი ტიპის მოდელების შესაძლებლობები 70%-მდე გაუმჯობესდეს.
ბრენდის მთავარი გამოწვევაა შესთავაზოს ადამიანებს სუფთა ენერგიის ათვისება.
ზოგადად, ბენზინის ძრავისთვის შექმნილი პლატფორმები ყოველთვის იდეალურად არ ერგება ელექტრო ავტომობილისთვის საჭირო სპეციფიკებს, რაც ამცირებს ასეთი ტიპის ავტომობილების რეალურ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ ჰიუნდაიმ დაიწყო მუშაობა კონკრეტულად ელექტრო ავტომობილებისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე და დაანონსა, რომ რომ 2025 წლისთვის მის წარმოებაში 23 ელექტრო მოდელი იქნება.
ამ ეტაპზე, ჰიუნდაი საქართველო მომხმარებლის ყურადღებას ორ მოდელზე ამახვილებს, ესენია: Kona EV ელექტრო და Kona HEV - ნაწილობრივ ელექტრო ჰიბრიდი.
აქ,ახლა ამ მოდელების ლიზინგით შეძენისას სპეციალური პირობები მოქმედებს:
- შეძენისას შეგიძლია გადაიხადო მხოლოდ 10%, დანარჩენი კი, ლიზინგის სრულ ვადაზე გადაანაწილო, თუმცა თანამონაწილეობის
პროცენტი დამოკიდებულია შენს საკრედიტო ისტორიაზე;
- ორივე მოდელს, ლიზინგის შეძენით შემთხვევაში, აკლდება ფასის 10%;
- თუ გყავს ძველი ავტომობილი, შეგიძლია ისარგებლო Trade in ფუნქციით, ანუ ჩაგვაბარო შენი მანქანა და მისი ღირებულება ავტომატურად გამოაკლდება ელექტრო ავტომობილის ფასს;
- ელექტრო ავტომობილი ცენტრში მოსვლიდან 30 წუთში შენი იქნება;
მაქსიმალური სიჩქარე | მანძილი სრული დამუხტვით | გარანტია აკუმულატორზე | ფასი | |
---|---|---|---|---|
Kona EV ელექტრო |
155 კმ | 482 კმ | 7 წელი / 150 000 კმ. | ₾ 115,200 |
მაქსიმალური სიჩქარე | ძრავის ტიპი | გარანტია | ფასი | ბენზინის მოხმარება 100 კმ. |
|
---|---|---|---|---|---|
Kona HEV - ელექტრო ჰიბრიდზე | 166 კმ | ბიზნეს ჰიბრიდი | 5 წელი ულიმიტო გარბენით | ₾ 80,200 - 85,000 | საშუალოდ 3.6 ლიტრი |
* გაყიდვის დღეს არსებული ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსიდან გამომდინარე ფასები შესაძლებელია განსხვავდებოდეს მითითებულისგან.
ელექტრო ავტომობილის მკვეთრი უპირატესობების მიუხედავად, საზოგადოების მხრიდან ორაზროვან დამოკიდებულებას იწვევს დამუხტვის საჭიროება. ბევრისთვის ავტომობილის დატენვა დამატებით საზრუნავთან ასოცირდება, თუმცა თუ გვეცოდინება სად შეგვიძლია ასეთი ტიპის მანქანის დატენვა, პრობლემაც გადაიჭრება.
სად უნდა დავმუხტოთ ელექტრო ავტომობილი?
1 - სახლში
ყველაზე გავრცელებული დამუხტვის მეთოდია, სახლის პირობებში ისევე დავტენოთ ელექტრო ავტომობილი, როგორც სხვა ნებისმიერი
მოწყობილობა. ავტომობილის როზეტზე ღამე დაერთებით, დილას იგი უკვე სრულად დამუხტული დაგხვდებათ.
სახლში ასევე შესაძლებელია მეორე დონის დამუხტვაც, რომელიც პირველთან შედარებით სწრაფია, თუმცა ამას სპეციალური დამტენი მოწყობილობა სჭირდება.
2 - დამუხტვა სამსახურის ტერიტორიაზე
ოფისის სადგომზე არსებული დამტენების სიჩქარე სახლის დამტენის ანალოგიურია. ეს მეთოდი საკმაოდ მოსახერხებელია იმ მხრივ,
რომ სამუშაო საათებში, მაშინ როცა ავტომობილს არ ვიყენებთ, ამ დროს იგი იმუხტება.
3 - დამუხტვა დასამუხტ სადგურებში
ელექტრო ავტომობილების დასამუხტი სადგურების რიცხვი ქალაქში იზრდება. მათ საპოვნელად შეგიძლია e-space-ის სადგურების
რუკა გამოიყენო და დამუხტო ავტომობილი სასურველი ტიპის დამტენით.
სადგურების რუკა https://bit.ly/2Tkr0j1
ასე რომ, თუ დაგაფიქრეთ და გსურს ჰიუნდაის ელექტრო ავტომობილების შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცნო, გადადი ბმულზე — https://hyundai.ge/models და თუ საბოლოოდ გადაწყვეტ შენი და პლანეტის კეთილდღეობისთვის ელექტრომობილის შეძენას — მოგვმართე. 2 122 777