რაც უფრო დიდი ხარ, მით მეტი პასუხისმგებლობა გაქვს. ასეა ბიზნესის შემთხვევაშიც. განსაკუთრებით დღეს, მაშინ როცა, ადამიანებს და ბიზნესებს საკუთარი წილი ვალდებულება აკისრიათ, ყველა ყურადღებით აკვირდება დიდ კომპანიებს და მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. პანდემიის პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კი, სუპერმარკეტების ბაზარს ერგო წილად.
არსებულ ვითარებაში, ჰიპერმარკეტებს მეტი სიფრთხილე მართებთ, რადგან მეტი სივრცე უდრის მეტ პროდუქტსა და მეტ მომხმარებელს და დღეს, თუ ადამიანები ერთმანეთს სადმე ხვდებიან, ეს სუპერმარკეტების დარბაზია.
მეორე მხრივ, თუ ამ საკითხს მომხმარებლების თვალით შევხედავთ, ჩვენი სიმშვიდისთვისვე სასურველია ვიცოდეთ დეტალურად, რა ზომებს იღებენ ასეთი კომპანიები მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პროდუქციის უსაფრთხოებისთვის.
ჰიპერმარკეტებში ზოგადი სურათის დასანახად, გავესაუბრეთ ჩვენი პარტნიორის, “გუდვილის” წარმომადგენელს და დეტალურად გამოვკითხეთ მათ მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ.
სისუფთავის კანონები გუდვილში
“გუდვილი” სადეზინფექციო სამუშაოებს ჯანდაცვის საერთაშორისო
ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით ატარებს.
- ყველა ფილიალი დღეში ორჯერ მუშავდება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით;
- გამკაცრებულია, როგორც თანამშრომლების, ასევე მომხმარებლების მხრიდან ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- “გუდვილის” შემოსასვლელებში დაგხვდება დეზობარიერები, ერთჯერადი ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები. შენ ვალდებული ხარ შესვლისთანავე დაიმუშავო ხელები ხსნარით და მოირგო ერთჯერადი ხელთათმანი.
- დარბაზში მუდმივად მოწმდება, დაცულია თუ არა მომხმარებლებს შორის დისტანცია. “გუდვილის” პერსონალი აკონტროლებს ამ საკითხს, თუმცა შენც ყურადღებით იყავი, დისტანციის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
- ყველა თანამშრომელი, რომელიც გემსახურება და შეხება აქვს პროდუქტთან, აღჭურვილია ხელთათმანებით, პირბადით, დამცავი ფარით, სადეზინფექციო ხსნარით, რათა გამოირიცხოს შეფუთული პროდუქტის ზედაპირების დაბინძურების ნებისმიერი რისკი;
მზა საკვების უსაფრთხოება
შეძენილ პროდუქტებს სახლში მიტანისას გაწმინდავ, საპნით გარეცხავ, ან სპირტით დაამუშავებ, მაგრამ მზა საჭმლის ყიდვისას,
უნდა დარწმუნდე, რომ დაცული ხარ, რადგან კერძების მომზადების პროცესი უცხო პირის მიერ დამატებით, პოტენციურ საფრთხეს
შეიცავს. “გუდვილის” შემთხვევაში წესები მზა საკვებისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადების დროს ასეთია:
- ყველა თანამშრომელი, რომელსაც შეხება აქვს საკვებთან, გადის თერმოსკრინინგს, აღჭურვილია ხელთათმანით, პირბადით, დამცავი ფარით, ქუდით და სპეციალური ტანსაცმლით;
- წარმოების ტერიტორია მუშავდება სადეზინფექციო ხსნარით, დღეში მინიმუმ 3-ჯერ;
- შეიცვალა ინვენტარის დეზინფიცირების სტანდარტი, რომელიც გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დანადგარებისა და ხელსაწყოების რეცხვას და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავებას;
დამატებით, “გუდვილი” გვიზიარებს იმ პროდუქტების სიას, რომელიც სასურველია პანდემიის პირობებში შეიძინო.
თევზი
თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს, ანუ თითქმის ყველაფერს, რაც ჟამიანობისას შენს ორგანიზმს სჭირდება და თან ამ
პროდუქტით იმდენად ბევრი კერძის მომზადება შეგიძლია, რომ კარანტინში საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუც კი გექნება.
რძის პროდუქტები
რძე, ხაჭო, მაწონი, კეფირი, იოგურტი თუ ყველი - შენი არჩევანია, თუმცა საყიდლებიდან რძის ნაწარმის გარეშე ნუ გამოხვალ.
ჩირეული
ტკბილეულის რაციონიდან ამოღება კარგი აზრი არ არის, კარგი აზრი — მისი ჯანსაღით ჩანაცვლებაა.
თხილეული
მცირე რაოდენობით თხილეული ადვილად დაგანაყრებს და ენერგიას შეგმატებს, რაც შესანიშნავია სამუშაო საათებში წასახემსებლად
და დამატებითი სადილის პორციის თავიდან ასაცილებლად.
ხილი, ბოსტნეული და ხორცი
პროდუქტების სიაში ამ სამი მთავარი კომპონენტის ჩაწერა არ დაგავიწყდეს. პირველ რიგში დარწმუნდი, რომ შენს კალათაში ხილი,
ბოსტნეული და ხორცი დევს და შემდეგ იზრუნე სხვა საკვებზეც.
სასურველია, თუ პროდუქტების შესაძენად ალტერნატიულ ხერხებს გამოიყენებ. ამისთვის რამდენიმე გზა გაქვს: შენ შეგიძლია შეკვეთა ტელეფონით დააფიქსირო და სასურველ დროს, შეძენილი პროდუქცია მანქანიდან გადმოსვლის გარეშე აიღო. ასევე, შეგიძლია მიტანის სერვისით სარგებლობა, როგორც ონლაინ მაღაზია - www.goodwilldelivery.ge-ის, ასევე www.moitane.ge-ს დახმარებით.
უმჯობესია სახლი არ დატოვო, მაგრამ თუ ისე მოგიწია, რომ ჰიპერმარკეტს მაინც ესტუმრე, კარგი საქმის გაკეთებაც გამოგივა. თუ ხანდაზმული თანამოქალაქეების დახმარება რაიმე სახით გსურს, “გუდვილის”, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა“ და თბილისის მერიის აქციის ფარგლებში, შეგიძლია შეიძინო სპეციალურ კუნძულზე განთავსებული პროდუქცია, რომელსაც ”წითელი ჯვრის“ მოხალისეები სათანადოდ შეფუთავენ და თბილისის გამგეობების ჩართულობით, დაურიგებენ მარტოხელა ხანდაზმულებს.
მოკლედ, შეიძლება ითქვას ყველანი ელიზაბეტ ჯილბერტის გზას გავდივართ — “ჭამე, ილოცე, შეიყვარე”, ოღონდ ამ ყველაფერს არა ინდოეთში, იტალიასა თუ ინდონეზიაში, არამედ სახლში, საკუთარ ნაჭუჭში ვაკეთებთ. შეჭამ, ილოცებ, თუ შეიყვარებ, შენი არჩევანია, მთავარია კარანტინში ჰარმონია იპოვო, საკუთარ ჯანმრთელობას მოუფრთხილდე და არც სხვაზე ზრუნვა დაივიწყო. თუ პროდუქტების შესაძენად სახლიდან გამოძვრები და რომელიმე სუპერმარკეტს მიაშურებ, ერთს გთხოვთ, დაიცავი დისტანცია შენი და სხვების უსაფრთხოებისთვის!