უცნაურია, მაგრამ ფაქტია, სამყაროში მატერია უჩვეულოდ უკავშირდება ხოლმე ემოციებს და მათ აღმნიშვნელ აბსტრაქტულ სახელებს — სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას... ერთ დროს ჩვენთვის ნაცნობი სუნი, გემო ამოუხსნელი გზით იდებს ბინას გონებაში და მას შემდეგ, მუდამ ერთ კონკრეტულ შეგრძნებას გვახსენებს. იმიტომაა, რომ ყველა დიდი ნაყინს ბავშვური სიხარულით მიირთმევს, იმიტომაა, რომ ყველა დიდი, ნაყინის ჭამის დროს, ბავშვია.
ჰო, ნაყინი — ბავშვობასთან ასოცირდება, ბავშვობა კი — ბედნიერებასთან, ამიტომ “ლუკა პოლარემ” შეძლო ბრენდი ურთიერთობაზე, დადებითი ემოციების გაზიარებასა, ბედნიერების განცდის მინიჭებაზე აეშენებინა და ადამიანებისთვის ყოველ ჯერზე ის ბედნიერების ნაპერწკალი ეჩუქებინა, რომელიც გაუაზრებლად ყველასთვის სილაღის მომტანია. ბრენდი, რომლისთვისაც მთავარი ფასეულობა — ბედნიერებაა, მომხმარებელს მარტივად და ბუნებრივად უყვარდება.
პოლარული დათვი — ლუკა პოლარე საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე, 2008 წელს ჩამოვიდა და 20 კვადრატულ მეტრ ფართში გაიხსნა პატარა სანაყინე, რომელმაც მალევე, ფერად-ფერადი ნაყინის ბურთულებით სახელი გაითქვა. თაკარა ზაფხულში პოლარული დათვის ჩამოსვლის მთავარი მიზანი — საქართველოში ევროპული სტილის სანაყინის შექმნა იყო, რომელიც ხარისხისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა.
ლუკა პოლარეს პროდუქცია
თავდაპირველად სანაყინეში სულ 12-მდე არომატის ნაყინს დააგემოვნებდი, დღეს კი, ლუკას წარმოება 60-ზე მეტ სახეობას
ითვლის. ნაყინები ნატურალური პროდუქტებით, ცოცხალი რძის ბაზაზე მზადდება, ისინი არ შეიცავს ფერისა და გემოს მისაღებ
ხელოვნურ დანამატებს და გლუტენს. “ლუკა პოლარეს” ასორტიმენტი აერთიანებს სამარხვო, ვეგანურ და დიაბეტურ ნაყინებსაც.
წარმოება საერთაშორისო ჰასპის სტანდარტების შესაბამისად მუშაობს, რაც ითვალისწინებს ყველა ნაბიჯის დეტალურად გაწერას და შესრულებას, როგორც შრომითი უსაფრთხოების, ასევე სურსათის უვნებლობის მიმართულებით. ბრენდმა ბაზარზე პოზიციონირება დასაწყისშივე პროდუქტის ხარისხით და ნატურალური გემოს მიმართულებით დაიწყო და ასე გრძელდება დღემდე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ხილის არომატიანი ნაყინები ცოცხალი ხილით იქმნება, ამიტომაა, რომ სეზონურად, “ლუკა პოლარეში” თითქმის ყველანაირი ხილის ნაყინს იპოვი: თუთის, კენკროვნების, ღეღვის, ატმის, ნესვის, ყურძნის, ქაცვის, ქოლგაფშატისა თუ ფეიხოას გემოს.
დღეს, გარდა ნაყინის, გამაგრილებელი სასმელების, ცხელი შოკოლადის, სალათების, სენდვიჩებისა თუ ნამცხვრებისა, “ლუკა პოლარე” მომხმარებელს გამორჩეულ ყავასაც სთავაზობს, რომელიც საქართველომდე საინტერესო გზას გადის. უმაღლესი ხარისხის, 100%-ით არაბიკას მარცვლები სამხრეთ ამერიკიდან გერმანულ ოჯახს ეგზავნება, რომელსაც ყავის მოხალვის მრავალწლიანი ისტორია აქვს. ეს ოჯახი სპეციალურად ლუკას მომხმარებლებისთვის ხალავს ყავას, შესაბამისად, აქ ყავაც განსაკუთრებულ ემოციას ატარებს, რადგან ის ოჯახურ გარემოში მზადდება.
ზაფხულის გემოები
თუ “ლუკა პოლარეში”ერთხელ მაინც ყოფილხარ, ალბათ, შენი რჩეული გემო უკვე
გაქვს, რომელსაც ყოველ ჯერზე უკვეთავ. თუმცა, “ლუკა პოლარეს” დაკვირვებით, ნაყინის არომატებში: კარამელი ნუშით,
კლასიკური შოკოლადი და შავი მოცხარი განსაკუთრებით პოპულარულია.
ბრენდის სიძლიერე
“ლუკა პოლარე”, როგორც ბრენდი, საკუთარ ორ ძლიერ მხარეს გამოყოფს, ესენია:
პროდუქტი, რომელიც ბაზარზე ხარისხით და სტანდარტებით გამოირჩევა.
შექმნილი ემოცია და დამოკიდებულება, რაც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ეს პირველ რიგში ლუკას თანამშრომლებს შორის შეიქმნა, რამაც განაპირობა თანამშრომლებისა და სტუმრებს შორის უშუალო და დადებითი ურთიერთობა.
პატარა სანაყინიდან — ქვეყნის მსხვილ ქსელამდე
როგორ გარდაიქმნება პატარა სანაყინე ქვეყნის
მსხვილ ქსელად, როგორ ყალიბდებიან მცირე ბიზნესები ყველასთვის საყვარელ და სანდო ბრენდებად და როგორ აღწევს კომპანია
წარმატებას? თუ “ლუკა პოლარეს” გუნდს დავეკითხებით — დასაწყისშივე სწორი პოზიციონირებით, დაპირების შესრულებითა და
მომხმარებლის ნდობის გამართლებით.
ამასთან ერთად, ბიზნესის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის განსაზღვრა, მოტივირებული და ძლიერ გუნდი, პროცედურების სტანდარტიზაცია და რაც ყველაზე მთავარია, გამოწვევებისა და სიახლეების მიმღებლობა და ინოვაციური მიდგომების მუდმივად დანერგვა.
პანდემია ბედნიერებაზე აწყობილ კომპანიაში
საგანგებო მდგომარეობის დადგომისთანავე, “ლუკა პოლარეს” გუნდმა საკუთარ თავს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა:
ვჩერდებით და ველოდებით სიტუაციის დარეგულირებას, თუ მოულოდნელ გამოწვევას მედგრად ვხვდებით და ვუმკლავდებით მას?
პასუხიც ერთი და ცალსახა იყო: ბედნიერების გაცემა ახლა ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს. ისინიც ადგნენ და დაიწყეს ფილიალების ფორმატის ცვლილება. 4 ფილიალი გადაეწყო პროდუქტის მაღაზიიდან გატანასა და ადგილზე მიტანის სერვისზე. 4 ფილიალი, პირველ რიგში, ზრუნავდა თანამშრომლების შენარჩუნებაზე, შემდეგ კი, მომხმარებლისთვის იმ პატარა “ბედნიერებების” ხელმისაწვდომობაზე, რასაც ლუკა ყოველთვის გასცემდა.
ძალიან მოკლე დროში, “ლუკა პოლარეში” შემუშავდა სრულიად ახალი ოპერაციული პროცედურები, აეწყო დისტრიბუციისა და პროდუქტის ადგილზე მიტანის სისტემა. ამ ყველაფერმა კომპანიას საშუალება მისცა, მაისის პირველ ნახევარში აემოქმედებინა სრული ქსელი და არაყიშვილის 3 ნომერში ახალი ფილიალიც კი გაეხსნა.
გაკვეთილი, რომელიც მოულოდნელმა კრიზისმა “ლუკა პოლარეს” გუნდს ასწავლა იყო — არ შეეჩერებინათ განვითარება, მყისიერად გაეანალიზებინათ არსებული სიტუაცია და ერთობლივად, მოქნილად შესძლებოდათ ახალ გამოწვევებთან გამკლავება.
აქ, ახლა “ლუკა პოლარესთვის”
“ლუკა პოლრესთვის” აქ ახლა, ნიშნავს პროდუქტის ხარისხსა და მომსახურების სტანდარტს, რომელიც არცერთ დროში არ იცვლება. ეს
ის ორი ძირითადი ფასეულობაა, რომელზეც ბრენდი წლების განმავლობაში დგას.
აქ ახლა, “ლუკა პოლარესთვის” ასოცირდება იმ დღეებში განხორციელებულ ქმედებებთან, როცა მომდევნო დღის პროგნოზირებაც კი გარკვეულწილად შეუძლებელი იყო და ყველა გადაწყვეტილება ადგილზე - აქ ახლა- მიიღებოდა.
აქ ახლა “ლუკა პოლარესთვის” ნიშნავს გრძნობდე კომპანიის, თანამშრომლის, სტუმრის და არსებული გამოწვევების პულსს და დაუყოვნებლივ ახორციელებდე ქმედებებს.