ბლოგი

რატომ უნდა აირჩიო საოპერაციო ლიზინგი შენი ბიზნესისთვის - აქ,ახლა

ივნისი 2020

ბიზნესი რთული, ბევრი კომპონენტისგან შემდგარი ორგანიზმია, რომელიც ჩვენგან დიდ რესურსებს მოითხოვს. იმისთვის, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს, ჩვენ სწორად უნდა გავანაწილოთ სამუშაო ძალა, თითოეული საკითხისთვის გამოვყოთ კომპეტენტური პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ამა თუ იმ საქმის მოგვარებას დავავალებთ და მისი ყოველ ნაბიჯზე კონტროლი არ მოგვიწევს.

მაშინ, როდესაც ბიზნესი ფლობს რამდენიმე ავტომობილს ან სულაც ავტოპარკს, კომპანიას უჩნდება კიდევ ერთი დამატებითი საზრუნავი, თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტომობილის მოვლა-შენახვა ხშირად მოულოდნელ შემთხვევებს და ხარჯებს უკავშირდება, ამოცანა კიდევ უფრო კომპლექსური ხდება. გარდა ამისა, შესაძლოა კომპანიას არ ჰქონდეს რესურსი ავტომობილების ერთიანად შეძენის, თუმცა ეს უკანასკნელი ძალიან საჭირო იყოს ბიზნესის გამართულად მუშაობისთვის.

როგორ იქცევიან ამ დროს კომპანიები, რა გზა არსებობს იმისთვის, რომ ბიზნესმა მინიმალური რესურსის დახარჯვით მაქსიმალური კომფორტი შეიქმნას და სატრანსპორტო საკითხთან დაკავშირებული წვრილ-წვრილი საქმეები თავიდან აირიდოს?

სწორედ, ამ იდეას ემსახურება საოპერაციო ლიზინგი, რომელიც ავტომობილების თემას თავის თავზე იღებს და ადამიანებს ამ გზით ბიზნესსაქმიანობას უმარტივებს.

თუ სტანდარტული ფინანსური ლიზინგის დროს, ავტომობილი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ შენს მფლობელობაში გადმოდის, მანქანის საოპერაციო ლიზინგით შეძენისას, შენ მხოლოდ სარგებლობ ავტომობილით, დანარჩენი კი - ჩვენს მხარეს რჩება.

ჩვენ აქ და ახლა გიამბობთ რა სარგებელს იღებ, როდესაც შენი ბიზნესისთვის საოპერაციო ლიზინგს იყენებ.

ნაკლები ადმინისტრირება, მეტი თავისუფალი დრო

ავტოპარკის ან სულაც რამდენიმე ავტომობილის ფლობა კომპანიისგან დროის, ფინანსურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. შენ გჭირდება პასუხისმგებელი პირი, რომელიც ტრანსპორტის მოვლა-შენახვაზე იზრუნებს, რაც ნიშნავს, რომ ეს საქმე ან რომელიმე თანამშრომელს დამატებით უნდა დაავალო, ან ახალი კადრის ძებნა დაიწყო. საოპერაციო ლიზინგით სარგებლობისას, ავტომობილზე ზრუნვა სრულად სალიზინგო კომპანიის ვალდებულებაა.

ნაკლები ყოველთვიური ხარჯი

წარმოიდგინე, რომ შენი ბიზნესისთვის ავტომობილების შესაძენად სხვა დაფინანსების წყარო მოიძიე. ასეთ დროს იხდი ყოველთვიურ გადასახადს და დამატებით, ავტომობილის შენახვისთვის საჭირო ყველა ხარჯიც შენი კომპანიის დასაფარია. საოპერაციო ლიზინგის ყოველთვიური გადასახადი კი, მანქანასთან ერთად სერვისის ფასსაც აერთიანებს, რისი დამსახურებითაც, ბიზნესი მნიშვნელოვან დანაზოგს აკეთებს.

ერთი ინვოისის პრინციპი

შენ ტრანსპორტთან დაკავშირებული ყველა ხარჯი გაერთიანებული გაქვს ერთ ინვოისში, რაც თავიდან გაცილებს ზედმეტ ქაღალდებს და სატრანსპორტო ხარჯების დანაწევრებულ დოკუმენტებს.

„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საოპერაციო ლიზინგით საკუთარი საწვავმზიდების შესაძენად სარგებლობს. გარდა იმისა, რომ საოპერაციო ლიზინგი ძვირადღირებული ტექნიკის შესაძენად დაფინანსებას კონკურენტული პირობებით გვთავაზობს, ასევე გვაძლევს საშუალებას დავზოგოთ დრო, ფინანსები და ადამიანური რესურსი. ზოგადად, ასეთი ტიპის შესყიდვები უკავშირდება უზარმაზარ ბიუროკრატიულ პროცესს, საოპერაციო ლიზინგის შემთხვევაში კი, ჩვენ უბრალოდ ავარჩიეთ ტექნიკა, მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი და მშვიდად და წყნარად დაველოდეთ ჩვენი ტექნიკის ჩამოსვლას.“

ლევან გიორგაძე, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორი

მეტი კონტროლი ფინანსებზე

დადგენილი და თანაბრად გადანაწილებული ყოველთვიური გადასახადის დახმარებით, შენ უკეთ აკონტროლებ ბიუჯეტს და ფულადი სახსრების მოძრაობას. სხვა შემთხვევაში, შენ არასდროს იცი წინასწარ, რა ფინანსური რესურსის გაღება დაგჭირდება კომპანიის ავტომობილებისთვის.

ავტომობილის განახლება მარტივად

გიფიქრია, რა უნდა გააკეთო როდესაც კომპანიის ავტომობილები მოგიძველდება? უნდა განათავსო ისინი გასაყიდად, ივაჭრო, რათა ამოიღო მაქსიმალური თანხა, შემდეგ, ახალი ავტომობილების შეძენაზე უნდა იზრუნო.. საოპერაციო ლიზინგით სარგებლობისას, შენ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ ავტომობილს უკან აბრუნებ და შეგიძლია მის მაგივრად ახალი მანქანა გამოიყვანო. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ავტომობილების განახლებას გადაწყვეტ, შენ ძველს პირდაპირ ახლით ჩაანაცვლებ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ნაკლები ქონების გადასახადი

როდესაც ლიზინგით სარგებლობ, ავტომობილი არ არის შენი კომპანიის სახელზე და არც შენს ბუღალტრულ ბალანსზე ირიცხება, ამიტომ ძირითად შემთხვევაში, ქონების გადასახადზე ნაკლების გადახდა გიწევს.

სახსრები სხვა ინვესტიციებისთვის

საოპერაციო ლიზინგით სარგებლობა, გაძლევს შესაძლებლობას გამოიყენო კომპანიის ფინანსური რესურსები სხვა ინვესტიციებისთვის და კიდევ უფრო გაზარდო ბიზნესის ბრუნვა.

ავტომატურად ზრუნავ გარემოზე

საოპერაციო ლიზინგით შესაძლებელია მხოლოდ ახალი ავტომობილების შეძენა, რომელთა უმრავლესობა ეკო-მეგობრული ან ელექტროძრავიანია. შესაბამისად, გარემოსთვის ნაკლებად ზიანის მომტანი მანქანებით დაკომპლექტებული ავტოპარკით შენს წვლილს შეიტან გარემოს დაცვაში.

“სამ წელზე მეტია კომპანია „აკუმენ ინთერნეიშენალ საქართველო“ საოპერაციო ლიზინგით სარგებლობს. ჩვენთვის, ამ მომსახურებას ბევრი უპირატესობა აქვს: ავტომობილი ყოველთვის შეესაბამება კომპანიის მოთხოვნებს და არის უსაფრთხო, ვინაიდან, ტექნიკურ მომსახურებას, საბურავების სეზონურ გამოცვლას და შენახვას თიბისი ლიზინგი უზრუნველყოფს. რაც მთავარია, ბიზნესს არ სჭირდება თანხის სწრაფად მოძიება ავტომობილის საყიდლად, არ იხდის ამ ავტომობილის ქონების გადასახადს და ლიზინგში ყოველთვიურად გადახდილი თანხა ექვემდებარება გამოქვითვას.”

გალინა სანდულ, „აკუმენ ინთერნეიშენალ საქართველოს“ დირექტორის მინდობილი პირი

თუ აქ ჩამოთვლილ პუნქტებს გაიაზრებ და დარწმუნდები, რომ შენი ბიზნესის სატრანსპორტო საკითხი ახლა ჩვენ უნდა მოგვანდო, მოგვმართე - https://bit.ly/2Ye8Dwh

ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე