დღესასწაული არ გადადებულა, მან უბრალოდ სახლში, შენს საყვარელ ადამიანებთან გადაინაცვლა. ახლა, უფრო მეტი დრო და მიზეზი გაქვს იმისთვის, რომ ამ დღისთვის კარგად მოემზადო. შეგიძლია შეღებილი კვერცხებისთვის სხვადასხვა დიზაინი მოიფიქრო, აღდგომის თემატიკაზე გადაღებულ ფილმებს ოჯახის წევრებთან ერთად უყურო, ბავშვებს სააღდგომო დეკორაციები ააწყობინო, ან სულაც ოჯახში ახალი, საინტერესო ტრადიცია დანერგო.
ახლა უფრო მეტი დრო იმისთვისაც გაქვს, რომ გადაწყვიტო პასკა სად შეუკვეთო, ან სულაც, თვითიზოლაციაში აღმოჩენილი ნიჭის დამსახურებით, თავად გამოაცხო ის.
ჩვენმა პარტნიორმა საკონდიტრო საწარმომ “დოლჩი დი პარადისომ” წელს, სააღდგომოდ პასკების გამოცხობა თავდაპირველად გადაიფიქრა, თუმცა პესიმისტური განწყობა ერთგული მომხმარებლებისგან მიღებული წერილის წყალობით მალევე დადებითისკენ შეცვალა. “დოლჩი დი პარადისომ” გადაწყვიტა კარანტინის პერიოდში მხოლოდ შეკვეთებზე იმუშავოს და პასკები შეზღუდული რაოდენობით სპეციალურად მათთვის დაამზადოს, ვინც სურვილს გამოთქვამს.
“დოლჩი დი პარადისოს” სამზარეულოში ორი ისეთი პასკა და ერთი ისეთი სააღდგომო ნამცხვარი მზადდება, რომელთა დაგემოვნებას საქართველოში მხოლოდ მათთან შეძლებ: პასკა “პანეტონეს” - ქიშმიშით, ცუკატითა და შოკოლადის მინანქრით, “სააღდგომო მტრედს” - ფორთოხლის ცუკატებით და “პასტიერა ნაპოლეტანას”, ხაჭოს, ქიშმიშისა და კურაგის გულსართით. რა თქმა უნდა, აქ, ტრადიციულ ე.წ. მძიმე პასკასაც შეუკვეთავ. სურვილის შემთხვევაში, შენ მხოლოდ უნდა დაუკავშირდე “დოლჩი დი პარადისოს” და ისინი თავად მოგაწვდიან პასკას პირდაპირ ობიექტიდან.
თუ პასკის გამოცხობა სახლში გადაწყვიტე, “დოლჩი დი პარადისო” საქართველოში ნაკლებად ცნობილი პასკის - “სააღდგომო მტრედის”, იგივე “კოლომბა დი პასკას” ინგრედიენტების სიას და მომზადების წესს გიზიარებს. “სააღდგომო მტრედი” გემოთი მძიმე, ტრადიციულ პასკას წააგავს, თუმცა მას გამოკვეთილი ფორთოხლის გემო აქვს და ის მტრედის ფორმაში მზადდება. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმა შესაძლოა სახლში არ გქონდეს, მოუხმე ფანტაზიას, შენით მიეცი მსგავსი ფორმა, ან პასკა სხვა ფორმაში გამოაცხვე.
პირველი ეტაპი:
აიღე:
აურიე ეს ინგრედიენტები მიქსერში, გერმეტულად შეფუთე და დატოვე მაცივარში 12 საათით.
მეორე ეტაპი:
აიღე:
მესამე ეტაპი:
საბოლოო ეტაპი:
ათქვიფე 50 გრამი შაქარი, 50 გრამი ცილა და 10 გრამი ნუშის ფქვილი, წაუსვი ზემოდან პასკას და შედგი ღუმელში 30 წუთით,
170 გრადუსზე.
“დოლჩი დი პარადისოს” დამფუძნებელი, კოტე გაბრიჩიძე, ამასთანავე, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტია. მას ვკითხეთ თუ რა ქმედება უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სარესტორატორო ბიზნესები არ დაზარალდნენ და საქმიანობა მარტივად აღადგინონ:
“შექმნილ ანტიკრიზისულ ფონდთან ერთად, სასურველია, პარალელურად შეიქმნას ბიზნესის დახმარების მუდმივი ფონდი, სადაც მსხვილი ბიზნესები, რომელთაც ნაკლებად შეეხოთ პანდემიისგან გამოწვეული ზარალი, გამოყოფენ თანხას. ამ თანხით ტურიზმისა და სარესტორნო სფეროში მოღვაწე იმ ბიზნესებს დავეხმარებით, რომლებსაც, პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით სჭირდებათ მხარში დგომა. გამართულად ამუშავების შემდეგ, ეს ბიზნესები უკვე თავად დაიწყებენ წვლილის შეტანას ფონდში”.
“დოლჩი დი პარადისო” გეგმავს და იმედოვნებს, რომ აღდგომის დღესასწაულის შემდეგ ჩვეულებრივ აღადგენს მუშაობას და იტალიურ ჯელატოს, ხელნაკეთ პასტას, იტალიური ინგრედიენტებით დამზადებულ პიცას და სხვა პროდუქციას, გამოძახების სერვისის დახმარებით მიაწვდის მომხმარებელს.