ბლოგი

ახალი პროდუქტი ქართულ ბაზარზე - ლიზინგი სკუტერებისთვის

ივნისი 2021

მარტივი გადაადგილება.

უკვე კარგად ჟღერს, არა?

დღეს საცობებით გადატვირთულ ქალაქში ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სკუტერის შეძენაა.

მარტივი დაფინანსება.

ეს კი, უკვე რაღაც იმედისმომცემი და ხელმისაწვდომია, არა?

ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც შეიქმნა მარტივი გადაადგილების, ეკომეგობრულობისა და ეკონომიურობის იდეით — აქ, ახლა უკვე შეგიძლია სკუტერი ლიზინგით შეიძინო!

თიბისი ლიზინგი, როგორც მწვანე პროექტების მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს გააფართოოს თავისი საქმიანობის არეალი და მომხმარებელს შესთავაზოს ყველა ის აქტივი, რომელიც გარემოზე ზრუნვას უკავშირდება. სწორედ ამიტომ, მომხმარებლების ინტერესიდან გამომდინარე, შეიქმნა პროდუქტი, რომელიც აფინანსებს მოტოტექნიკას, კერძოდ - სკუტერებსა და მოტოციკლებს.

ის სკუტერები, რომლებიც მხოლოდ შიდა განვადებით იყო ხელმისაწვდომი, რადგან სხვა საშუალება ოფიციალურად არ არსებობდა, დღეს უკვე შეგიძლია ლიზინგით შეიძინო.

რა ტიპის მოტოტექნიკის შეძენა შემიძლია ლიზინგით

ლიზინგით შეგიძლია შეიძინო სკუტერები და მოტოციკლები. ამ ეტაპზე, ლიზინგით შეიძენ მხოლოდ ახალ მოტოტექნიკას. მიზეზი, რატომაც აქცენტს თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციაზე ვაკეთებთ, არის ის, რომ მათ გამონაბოლქვი მეორადებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები აქვს.

რა უნდა იცოდე ლიზინგის პირობების შესახებ

პირველი კითხვა, რაც ფინანსური პროდუქტის შესახებ ჩნდება, მისი შესაძლო ვადა და პროცენტის მოცულობაა, ეს კი, დამოკიდებულია თავად მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე. თუმცა, ლიზინგის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ დამტკიცების პროცესში შემოსავლების დეტალური შესწავლა არ ხდება.

სკუტერის შემთხვევაში, 15 000 ლარამდე ღირებულების მოტოტექნიკის ლიზინგით დასაფინანსებლად, პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობა გეყოფა.

შემოსავლების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა დაგჭირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასურველი მოტოტექნიკის ღირებულება 15 000 ლარზე მეტი იქნება.

სკუტერის ლიზინგით შეძენისას, შეგიძლია გადასახადი დაფარო 3 თვიდან 2 წლამდე პერიოდში.

სპეციალური ფასები

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ მოტოტექნიკის სხვადასხვა მომწოდებელ კომპანიასთან, პერიოდულად, სკუტერებზე ლიზინგისგან სპეციალურ ფასებსა და პირობებს მიიღებ.

მოტოტექნიკის ლიზინგით შეძენას თუ გადაწყვეტ, პირველ ეტაპზე შენ გიწევს საერთო ღირებულების მხოლოდ 20%-ის გადახდა, გაცემის საკომისიო კი 0%-ს შეადგენს.

ასე რომ, თუ 21-65 წლამდე ხარ, A კატეგორიის მართვის მოწმობა ხელში გიჭირავს და ქალაქში გადაადგილება სწრაფად, ბევრი დანახარჯის გარეშე გსურს, უკვე იცი დაფინანსებისთვის ვის მიმართო.

დაგვიტოვე საკონტაქტო ინფორმაცია - https://bit.ly/3d92dpp

დაგვირეკე - 2 122 777