ბლოგი

როგორ შეგიძლია მართო ტოიოტა მარტივად?

აგვისტო 2021

დარწმუნებული ვარ, რომ სათაური უკვე საინტერესოდ ჟღერს. შოურუმში შესვლისას თვალის ერთი გადავლებითაც კი გრძნობ, რომელია „შენი ავტომობილი“, სუნთქვა გიჩქარდება, წარმოიდგენ საკუთარ თავს მის საჭესთან და შესაძლოა დამღლელ, მაგრამ მაინც სასიამოვნო გზებს, რომელსაც მასთან ერთად გაივლი. გონებაში თითქოს ყველაფერი ლაგდება: აუცილებლად უნდა იყიდო, თან, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ...როგორ?!

შენი მაქსიმალური კომფორტისთვის თიბისი ლიზინგი და ტოიოტა კიდევ ერთხელ დამეგობრდნენ და შექმნეს სრულიად განსხვავებული სალიზინგო პროდუქტი, რომლით სარგებლობაც აქ. ახლა შეგიძლია.

გაიცანი, TOYOTA EASY

ახალი გზა - მართო მარტივად

განსხვავებული ფინანსური პროდუქტით, Toyota Easy-ით იღებ ექსკლუზიურ ფასს ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან. ამავდროულად, საოპერაციო მხარეს გიმარტივებთ და ზუსტად 1 საათში გიმტკიცებთ ლიზინგს. რა თქმა უნდა, წინასწარი შენატანი 0%-დან გავითვალისწინეთ და პროდუქტით სარგებლობის პერიოდიც 12-60 თვით განისაზღვრა. ეს ნიშნავს, რომ სარგებლობ ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთით სალიზინგო პროდუქტებში და გარანტირებულია ნარჩენი ღირებულება.

მოკლედ,

ტოიტა იზის ძირითადი უპირატესობებია:

• სპეციალური ფასი ტოიოტას ავტომობილებზე
• 0%-იანი წინასწარი შენატანი
• დაბალი ყოველთვიური გადასახადი
• გარანტირებული ნარჩენი ღირებულება
• მუდმივად ახალი, გარანტიაზე მყოფი ავტომობილი

მათთვის, ვისთვისაც ეს პირობები უკვე მიმზიდველია, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ბენეფიტის მიღება სურს, Toyota Easy Flex შევქმენით. პროდუქტი გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სარგებლებისა, თრეიდ - ინ ფუნქციას და დამატებით ფასდაკლებას მოიცავს სერვისებზე. სარგებლობის პერიოდი: 3-72 თვეა.

ანუ, კონტრაქტის დასრულების შემდეგ შენ შეგიძლია:

1. შეინარჩუნო ავტომობილი და განაგრძო მისი მართვა, რისთვისაც მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ნარჩენ ღირებულებას გადაიხდი.
2. დააბრუნო ავტომობილი სერვის ცენტრში.
3. განაახლო ავტომობილი, რისთვისაც ძველის დატოვება მოგიწევს სერვის-ცენტრში.

ახალი ფინანსური პროდუქტი გთავაზობს არა მხოლოდ მართო ტოიოტა მარტივად, არამედ სწრაფად, კომფორტულად და მოქნილად მიიღო შენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გადაწყვეტილება - ისარგებლო ლიზინგით.

ავტორი: ლალიკო თუმანიშვილი