ბლოგი

რატომ უნდა შეიძინო გაზაფხულზე ტოიოტას მოდელი ლიზინგით

მარტი 2021

თუ გაზაფხულზე ავტომობილის შეძენა გადაწყვეტილი გაქვს, ამ ბლოგის წაკითხვამდე არ იჩქარო, წაიკითხე ჩვენი საგაზაფხულო აქციის შესახებ და გადაწყვეტილებაც მხოლოდ ამის შემდეგ მიიღე.

12 მარტიდან თიბისი ლიზინგმა მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება გააკეთა, რომელიც 15 აპრილის ჩათვლით იქნება აქტიური და კი, ის ახალ ავტომობილებს ეხება.


პირობები ასეთია:

  • 0%-იანი თანამონაწილეობა
  • Trade in ფუნქცია
  • 15%-იანი ფასდაკლება სერვისებზე
  • ფასდაკლებები სხვადასხვა მოდელზე
  • დამტკიცება 30 წუთში

პირობები რომ მეტად ცხადი და გასაგები იყოს, გთავაზობთ ინტერვიუს თიბისი ლიზინგის ავტომოტივის მიმართულების ხელმძღვანელთან, დავით კობახიძესთან.

დავით, რას გულისხმობს აქციის მთავარი პირობა — 0%-იანი თანამონაწილეობა, როგორ უნდა გაიგოს ის მომხმარებელმა?

0%-იანი თანამონაწილეობა ნიშნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილი ცენტრიდან თანამონაწილეობის გარეშე გაჰყავს, ანუ მას შეუძლია მანქანის ცენტრიდან გაყვანისას, თანხა საერთოდ არ გადაიხადოს და ხელშეკრულებით დადგენილ რიცხვში პირდაპირ ლიზინგის ყოველთვიური თანხა შემოიტანოს.

ავტომობილის თანამონაწილეობის გარეშე შეძენისას, მომხმარებელს თვეში დაახლოებით რამდენის გადახდა უწევს?

აქ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ყოველთვიური გადასახადი ყველასთვის ინდივიდუალურია, რადგან ის დამოკიდებულია ლიზინგის ვადასა და პროცენტზე. თუმცა, საორიენტაციოდ, შემიძლია გითხრათ, 0%-იანი თანამონაწილეობის შემთხვევაში, ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე თვეში მინიმუმ რამდენის გადახდა მოუწევს მომხმარებელს.

Corolla 1863 ₾
C-HR 2030 ₾
Rav 4 2440 ₾
Camry 2876 ₾
PRADO 3150 ₾

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყოველთვიური გადასახადი კომპანიასა და მომხმარებელს შორის დათქმულ პირობებზე არის დამოკიდებული.

R.L. Polk & Company-ს კვლევის თანახმად, 20 წლის წინ გაყიდული ტოიოტას მოდელების 80% ჯერ კიდევ მოძრაობაშია. შესაბამისად, ლოგიკურია ვთქვათ, რომ როდესაც ყიდულობ ტოიოტას, ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში გატარებს.

რა გზით შეიძლება შემცირდეს ლიზინგის ყოველთვიური გადასახადი?

ზემოთ მითითებული თანხები გამომდინარეობს 0%-იანი თანამონაწილეობიდან, თუმცა, თუ მომხმარებელი ავტომობილის შეძენისას გარკვეულ თანხას წინასწარ გადაიხდის, ყოველთვიური გადასახადიც თავისთავად შემცირდება. რელევანტური იქნება, თუ აქვე განვმარტავ Trade in ფუნქციის უპირატესობას. მომხმარებელს თანამონაწილეობა შეუძლია ძველი ავტომობილის ჩაბარებით. ვგულისხმობ, რომ თუ ის ნებისმიერი ბრენდის ძველ მანქანას ჩაგვაბარებს, ამ ავტომობილის ღირებულება ჩაითვლება გადახდილად, რაც ასევე შეამცირებს ლიზინგის ყოველთვიურ გადასახადს. მაგალითისთვის, თუ ავტომობილი ღირს 82,748 ლარი და მომხმარებელმა ჩაგვაბარა 10,000 ლარის ღირებულების მეორადი მანქანა, საწყის თანხას გამოაკლდება 10,000 ლარი. მეორადი ავტომობილის ღირებულების დადგენაზე პასუხისმგებელი ჩვენი შემფასებლები არიან.

სხვა რა უპირატესობებით ისარგებლებს მომხმარებელი, რომელიც გაზაფხულზე ტოიოტას მოდელს ლიზინგით შეიძენს?

შეთავაზებაში ასევე შედის 15%-იანი ფასდაკლება სერვისებზე და ეს პირობა ერთჯერადი არ არის. მომხმარებელი, რომელიც ლიზინგით ტოიოტას მოდელს სწორედ აქციის პერიოდში იყიდის, მთელი ლიზინგის ვადის განმავლობაში შეძლებს, რომ ნებისმიერ სერვისზე 15%-იანი ფასდაკლება მიიღოს. გარდა ამისა, როდესაც მომხმარებელი ავტომობილს ლიზინგით ყიდულობს, ის ავტომატურად დაზღვეულია.

რა პროცესი უნდა გაიაროს მომხმარებელმა თუ ამ შეთავაზებით სარგებლობა სურს?

მომხმარებელი მხოლოდ უნდა მივიდეს ტოიოტას რომელიმე ცენტრში (შეთავაზება ვრცელდება როგორც “ტოიოტა ცენტრი თეგეტა”, ისე “ტოიოტა ცენტრი თბილისსა” და "ტოიოტა ცენტრი ბათუმზე), შეარჩიოს მისთვის სასურველი ავტომობილი, ჩვენს წარმომადგენელს გაესაუბროს და 30 წუთში ეცოდინება პასუხი. გამოდის, რომ 1 საათში ის უკვე შეძლებს ავტომობილი ცენტრიდან გაიყვანოს. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია გაიაროს ტესტ დრაივი ნებისმიერ მოდელზე და ისე გადაწყვიტოს, რომელი ავტომობილის შეძენა სურს.

ტესტ დრაივზე ჩაწერა

https://toyota-tegeta.ge/ ტოიოტა ცენტრი თეგეტა
https://toyota-tbilisi.com/request/ ტოიოტა ცენტრი თბილისი
https://shorturl.at/bzCHP ტოიოტა ცენტრი ბათუმი

რას გვეტყვით ტოიოტას მოდელებზე, რატომ უნდა შეაჩერონ მომხმარებლებმა არჩევანი სწორედ ამ ბრენდზე?

დავიწყებ იმით, რომ R.L. Polk & Company-ს კვლევის თანახმად, 20 წლის წინ გაყიდული ტოიოტას მოდელების 80% ჯერ კიდევ მოძრაობაშია. შესაბამისად, ლოგიკურია ვთქვათ, რომ როდესაც ყიდულობ ტოიოტას, ეს ნიშნავს, რომ ავტომობილი დიდი ხნის განმავლობაში გატარებს.

მანქანის შეძენისას, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ რა ფასში გავყიდით ავტომობილს სამომავლოდ. Kelley Blue Book-ის მიხედვით, მესამე წელია უკვე, რაც ტოიოტა საუკეთესო resale ღირებულებას ქმნის.

გარდა ამისა, ბრენდმა ტოიოტამ თავისი ნაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების კუთხით, წლების განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით ღირსეული რეპუტაცია შეიქმნა და ამ ფაქტს დღესდღეობით არც არგუმენტებით გამყარება სჭირდება.

თუ დღევანდელობისთვის აქტუალურ საკითხებსაც შევეხებით, ტოიოტა ლიდერია ჰიბრიდებისა და ეკომეგობრული ავტომობილების წარმოებაში და ამ მხრივ, არჩევანიც დიდია.

რომელია ყველაზე ხშირად გაყიდვადი მოდელები?

მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია რავ4 და პრადო, თუმცა 2021 წელს ამ მოდელებს ტოიოტა CH-R-იც დაემატა.

შეავსე განაცხადი ჩვენს ვებ-გვერდზე

https://bit.ly/3bYB2NR

დაგვირეკე - 2 122 777


ავტორი: ნინჩო ბალანჩივაძე